დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება
ფოტო: FACEBOOK
დღეს 2024 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 16:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
ყველა სიახლე
07 მაისი 2026, 14:26
სამართალი
პროკურორი გიორგი უძილაურზე: საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს
საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა გიორგი უძილაურთან დაკავშირებით.
07 მაისი 2026, 14:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: ეს არ არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სიკეთე უნდოდათ საკუთარი ქვეყნისთვის. მათი ამოცანა იყო იმ ცეცხლის, რაც ორბელიანის მოედანზე ვიხილეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გადატანა
„ლოკალურად რაც ცეცხლი აინთო ორბელიანის მოედანზე, უნდოდათ, რომ მასობრივად ყოფილიყო საქართველოში. ამასთან დაკავშირებით არავითარი ორი აზრი არავის უნდა ჰქონდეს. ეს არ არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სიკეთე უნდოდათ საკუთარი ქვეყნისთვის. მათი ამოცანა იყო იმ ცეცხლის, რაც ორბელიანის მოედანზე ვიხილეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით გადატანა. არც დაუმალავთ ეს“, - ამბობს ვოლსკი.
07 მაისი 2026, 14:26
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
07 მაისი 2026, 14:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს არა მხოლოდ არ შედგა ე.წ. რევოლუციების და დამხობების სცენარი, არამედ იდეა გადატყდა თავიდან ბოლომდე, რომ საქართველოში არ შედგება ეს დამხობები და რევოლუციები იმიტომ, რომ ასეთია ნება ქართველი ხალხისა
4 ოქტომბერს არა მხოლოდ არ შედგა ე.წ. რევოლუციების და დამხობების სცენარი, არამედ იდეა გადატყდა თავიდან ბოლომდე, რომ საქართველოში არ შედგება ეს დამხობები და რევოლუციები იმიტომ, რომ ასეთია ნება ქართველი ხალხისა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
07 მაისი 2026, 14:20
საზოგადოება
თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
„ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, ზღვისუბნის დასახლებაში, სადაც ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: წინა ხელისუფლების პირობებში, ის გასხვისებული იყო, რათა აქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო, თუმცა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს. ჩვენი პირობა შევასრულეთ. დღეს აქ ეწყობა ძალიან კარგი პარკი. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ორი თვე დაჭირდება. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და ადგილობრივებს ექნებათ მოწესრიგებული სივრცე, სადაც დასვენებას და ვარჯიშს შეძლებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
07 მაისი 2026, 14:17
მსოფლიო
მარკო რუბიო იტალიაში ჩავიდა, სადაც რომის პაპს და ჯორჯია მელონის შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იტალიაში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 მაისი 2026, 14:10
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ჩვენი მიზანია, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა სოფელში, დაბასა და ხეობაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დაბა ხულოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
07 მაისი 2026, 14:02
პოლიტიკა
კახა კალაძე: რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით - გვინდა უკრაინაში იყოს მშვიდობა
უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია, იმავე პოზიციაზე ვრჩებით - ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს და მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, უკრაინის მხრიდან საქართველოსთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების გააქტიურებასთან დაკავშირებით.
07 მაისი 2026, 14:02
სამართალი
სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, პროკურორი და დაცვის მხარე კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საჯაროდ არ საუბრობენ. ადვოკატის, ბექა გულედანის განცხადებით, უძილაური დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ცნობილია, მას არც გამომძიებლების შეკითხვებზე უპასუხია და საკუთარი პოზიცია არც მოსამართლესთან დაუფიქსირებია.
07 მაისი 2026, 14:00
პოლიტიკა
როგორ იტყუება გახარიას პარტია ინფლაციის მონაცემებზე - გაქცეული ექსპრემიერის დროს ქვეყანაში ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა
პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ტყუილს ადასტურებს „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2019 წელს საშულო წლიური ინფლაცია იყო 4.9%, 2020 წელს 5.2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ წელიწადში ფასები 10%-ით გაიზარდა.
07 მაისი 2026, 13:57
პოლიტიკა
კახა კალაძე: აშშ-თან ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული და გათვალისწინებული
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით.
07 მაისი 2026, 13:51
მსოფლიო
ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს
ესტონეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
07 მაისი 2026, 13:47
პოლიტიკა
პაპუაშვილი: დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება. ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი
„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. საქართველოს ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან ათასწლეულებს ითვლის და მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას მას შემდეგ, რაც 35 წლის წინ ოფიციალურად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
07 მაისი 2026, 13:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას
მედეგობის გასაძლიერებლად, ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, უნდა გავაგრძელოთ ღია დიალოგი მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
07 მაისი 2026, 13:40
პოლიტიკა
კახა კალაძე: პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არარსებულ ფაქტებზეა დაფუძნებული.
07 მაისი 2026, 13:29
პოლიტიკა
კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეს.
07 მაისი 2026, 13:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე მოსამართლე ხუჭუაზე: დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით
„ის არ არის პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებებით იყოს წარმოჩენილი საზოგადოებაში, მაგრამ არახალია, რომ მოსამართლე ხუჭუა დადის სხვადასხვა ტელეეთერში, სხვადასხვა მედიებთან აქვს კომუნიკაცია, რაც პირდაპირი დარღვევაა იმ ფუძემდებლური პრინციპის, რომელიც ბანგალორის პრინციპებით არის ცნობილი. ჩათვალეთ, რომ დაახლოებით ჰიპოკრატეს ფიცი რომ დაარღვიოს ექიმმა, ასეთ დარღვევას ვხედავთ ბატონი ხუჭუასგან“, - განაცხადა გორდულაძემ.
07 მაისი 2026, 13:27
მსოფლიო
თეთრი სახლი: ევროპას შეუძლია კვლავ გახდეს ძლიერი, თუ სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს ააღორძინებს
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ევროპას შეუძლია კვლავ გახდეს ძლიერი, თუ სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს ააღორძინებს.
07 მაისი 2026, 13:26
რეგიონი
სამტრედიაში 45 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, ქარჩხაბის გამანაწილებელი არხის 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
07 მაისი 2026, 13:04
მსოფლიო
თეთრი სახლი: მიუღებელია, როცა ნატოს მდიდარი მოკავშირეები ტერორისტების მიერ ფინანსურ, ლოგისტიკურ და რეკრუტირების ცენტრებად გამოიყენება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტერორიზმთან ბრძოლის ახალ ეროვნულ სტრატეგიაში ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ბრალი დასდო იმაში, რომ ხშირად ტერორისტები მათ ტერიტორიებს ფინანსურ, ლოგისტიკურ და რეკრუტირების ცენტრებად იყენებენ.


