08 აგვისტო 2024, 14:46 / სანდო წყარო

ქართველი ლეგენდები მილანის ლეგენდების წინააღმდეგ - თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ლეგენდების საფეხბურთო მატჩი გაიმართება

კახა კალაძე

კახა კალაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება - ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაესწრო. შეხვედრა Casa Milan-ის მუზეუმში გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბის ისტორიაა წარმოდგენილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იტალიური კლუბის ისტორიაში თავისი ფურცელი ქართველმა კახა კალაძემაც ჩაწერა.

„ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა, როდესაც ხედავ შენს განვლილ წლებს კონკრეტული მოგებული თასით. „მილანის“ მუზეუმში წარმოდგენილია ყველა თასი, რომელიც ამ გუნდს აქვს მიღებული. მათ შორის, ის ორი თასი, რომელიც მე ამ კლუბთან ერთად მოვიგე - ერთი მანჩესტერში მოგებული და მეორე - ათენში. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და მქონდა შესაძლებლობა, საუკეთესო 10 წელი გამეტარებინა აქ. როგორც ფეხბურთელმა, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ორჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა. მე მახსოვს, თუ რამხელა სიხარული იყო საქართველოშიც, როგორ ზეიმობდა ქართველი გულშემატკივარი ჩემს გამარჯვებას „მილანთან“ ერთად. რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრას, მასში მონაწილეობას „მილანის“ ძველი თაობის ფეხბურთელები მიიღებენ: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ჩვენს პატარებს, მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება და გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები, ერთ დროს ვისაც გულშემატკივრობდნენ, იხილონ საქართველოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დაგეგმილ მატჩზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით მუჯირმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.

ყველა სიახლე

რიკარდ იოზვიაკი

30 სექტემბერი 2026, 17:43

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია ახალ წევრებს სანქციების დაბლოკვის უფლებას არ მისცემს

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების შემოთავაზებულ სტრატეგიაში მთავარი სიახლე შესაძლოა ახალი წევრი ქვეყნების უფლებამოსილებებს შეეხებოდეს - მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის საბჭოში ერთსულოვნებით მისაღები გადაწყვეტილებების, მათ შორის სანქციების, დაბლოკვას ვერ შეძლებენ.

ვახტანგ ცინცაძე

30 სექტემბერი 2026, 17:33

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით

„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

30 სექტემბერი 2026, 17:32

სამართალი

საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს - გამოიკითხა ვახტანგ გომელაური

საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, რომ ჩორჩანას საგუშაგოზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ შეიტყო, რაც გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო.

ლევან მაჭავარიანი

30 სექტემბერი 2026, 17:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: არის ხელოვნური პროცესები და გადალაგება ოპოზიციაში. „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ უცხოელმა პატრონებმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღქმა გაუჩნდეთ, რომ ეს ორი პარტია ცალკე მდგომი აყალიბებს დღის წესრიგს

არის ხელოვნური პროცესები და გადალაგება ოპოზიციაში. „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ უცხოელმა პატრონებმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღქმა გაუჩნდეთ, რომ ეს ორი პარტია ცალკე მდგომი აყალიბებს დღის წესრიგს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი ჯინჭარაძე

30 სექტემბერი 2026, 17:23

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობის განვითარებაში დაეხმარებათ.

30 სექტემბერი 2026, 17:22

ეკონომიკა

AIIB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „საზღვრებს მიღმა — რეგიონების დაკავშირება და მდგრადობის გაძლიერება“

AIIB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „საზღვრებს მიღმა — რეგიონების დაკავშირება და მდგრადობის გაძლიერება“

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 სექტემბერი 2026, 17:17

მსოფლიო

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარების ახალი ინიციატივით გამოდის - კანდიდატ ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ სრულუფლებიან წევრობამდე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა ეტაპობრივი ინტეგრაციის ფარგლებში მიიღონ

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარების ახალი ინიციატივით გამოდის.

თორნიკე ჭეიშვილი

30 სექტემბერი 2026, 17:13

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: კვლევა ადასტურებს, რომ მათ საზოგადოებისგან ნდობა დაკარგეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“ IRI კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც ოპოზიციამ დამალა.

30 სექტემბერი 2026, 17:12

საზოგადოება

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომლის მიხედვით 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან და ითვალისწინებს:

30 სექტემბერი 2026, 17:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: მადლობა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის - დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის.

გიორგი კახიანი

30 სექტემბერი 2026, 17:10

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის ტვირთისგან თავისუფლდებიან, მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა

მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის ტვირთისგან თავისუფლდებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

30 სექტემბერი 2026, 16:46

პოლიტიკა

81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000 ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

30 სექტემბერი 2026, 16:41

მსოფლიო

რუსეთის საელჩო: ნატოს მიერ კალინინგრადის იზოლაციის მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვისაც მზად იქნება

რუსეთის საელჩო ირლანდიაში აცხადებს, რომ ნატოს მიერ კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის შემთხვევაში, მოსკოვი მზად იქნება ტერიტორიის დასაცავად „არსებული მთელი არსენალი“, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

30 სექტემბერი 2026, 16:40

ეკონომიკა

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესებას განაგრძობს და 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 1.4% შეადგენს

2026 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 145.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 1.4% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობაც მნიშვნელოვნად შემცირდა და 2.5% შეადგინა.

30 სექტემბერი 2026, 16:35

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) დაიბარეს.

30 სექტემბერი 2026, 16:31

მსოფლიო

აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ინიციატივა „იყიდე ევროპული“, მოკავშირეების გაუცხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დაქსაქსვის რისკს ქმნის

ევროკავშირის მცდელობამ, უპირატესობა საკუთარი ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიას მიანიჭოს შესაძლოა, „მოკავშირეების გაუცხოებასა“ და ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზრის დაქსაქსვას შეუწყოს ხელი, განაცხადა აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში ენდრიუ პაზდერმა.

პაატა კვიჟინაძე

30 სექტემბერი 2026, 16:20

ეკონომიკა

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით გაიზრდება

შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მლრდ ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი - 1 მლრდ 200 მლნ ლარით, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ. მისივე თქმით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ემატება.

ტეო ფრანკენი

30 სექტემბერი 2026, 16:15

მსოფლიო

ბელგიის თავდაცვის მინისტრი: ევროპას რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის მზადება მოუწევს. წინ მძიმე ზამთარია

ბელგიის თავდაცვის მინისტრი ტეო ფრანკენი აცხადებს, რომ ევროპა უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და კონტინენტს „ბნელი ზამთარი“ ელოდება.

30 სექტემბერი 2026, 16:11

საზოგადოება

მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.

პაატა კვიჟინაძე

30 სექტემბერი 2026, 16:11

ეკონომიკა

2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირების - 390 ლარამდე

2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირებისთვის კი 20 ლარით 390 ლარამდე, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ. სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.