23 დეკემბერი 2025, 20:32 / სანდო წყარო

შალვა გოგოლაძე: სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერით, ქართულ სპორტს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობები, ეს მხარდაჭერა არის გარანტია, რომ საქართველოს დროშა ყოველთვის იფრიალებს ყველაზე მაღლა

შალვა გოგოლაძე

შალვა გოგოლაძე

დღეს სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერის პირობებში, ქართულ სპორტს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობები. ეს მხარდაჭერა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს დროშა ყოველთვის იფრიალებს ყველაზე მაღლა, ხოლო ჩვენი ჰიმნი კვლავ და კვლავ გაიჟღერებს მსოფლიოს ყველაზე დიდ სპორტულ ასპარეზებზე, - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ამაყობს თითოეული სპორტსმენით, რომელიც საქართველოს სახელს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს.

„დღეს გამორჩეული დღეა. დღე, როცა სახელმწიფო განსაკუთრებულად აფასებს მათ, ვინც საქართველოს სახელს მსოფლიო არენაზე ღირსებით ატარებს. მათ, ვინც საკუთარი შრომით, ნებისყოფითა და თავგანწირვით ამტკიცებს, რომ საქართველო ძლიერი ქვეყანაა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. უპირველეს ყოვლისა, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომლის პოლიტიკური ნება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება გახდა საფუძველი იმისა, რომ სპორტის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. ეს არ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული ნაბიჯი, ეს იყო მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფოსთვის სპორტი, სპორტსმენი და ეროვნული წარმატება უმაღლესი პრიორიტეტია. სწორედ ამ ხედვამ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ეს ღირსეული ტრადიცია. დღეს სახელმწიფო მტკიცე მხარდაჭერის პირობებში, ქართულ სპორტს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობები. ეს მხარდაჭერა არის გარანტია, რომ საქართველოს დროშა ყოველთვის იფრიალებს ყველაზე მაღლა, ხოლო ჩვენი ჰიმნი კვლავ და კვლავ გაიჟღერებს მსოფლიოს ყველაზე დიდ სპორტულ ასპარეზებზე.

2025 წლის პირველი იანვრიდან სპორტის სამინისტრომ ოფიციალურად დაიწყო დამოუკიდებელი საქმიანობა და დღეს ერთიან სპორტულ ოჯახში ვაჯამებთ წელს, რომელიც ისტორიაში ჩაიწერება, როგორც მიღწევების, გამარჯვებებითა და ეროვნული სიამაყის წელი. თითოეული ემოცია, რომელსაც ვგრძნობთ, როცა ვისმენთ საქართველოს ჰიმნს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, თითოეული ცრემლი, სიხარულისა და სიამაყის, ეს ყველაფერი თქვენ გეკუთვნით, ქართველო სპორტსმენებო, თქვენს მწვრთნელებს, ექიმებს, გუნდებს და ფედერაციებს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღირსება, ჩვენი სახე და ხასიათი. თქვენი თითოეული გამარჯვებით მსოფლიო კიდევ ერთხელ ხედავს, რას ნიშნავს ქართული სული, შეუპოვრობა და გამარჯვების რწმენა.

დღეს საქართველო ამაყობს იმით, რომ UFC-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ჩვენი ორი ჩემპიონი ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მსოფლიოს უძლიერესთა შორის არიან. ვამაყობთ ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელმაც კარიერის მანძილზე უკვე განსაკუთრებული სეზონები ჩაატარა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, ხვიჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო ათ ფეხბურთელს შორის მოხვდა. დიახ, ჩვენ ვამაყობთ თითოეული სპორტსმენით, რომელიც საქართველოს სახელს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. სპორტის განვითარებას სჭირდება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ამიტომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში აშენდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები, საფეხბურთო და სარაგბო ბაზები, რისთვისაც ორ მლრდ ლარზე მეტია გამოყოფილი. ეს არის ისტორიული ინვესტიცია მომავალი თაობის, ჯანსაღი ერისა და საქართველოს არაერთი გამარჯვებისთვის. დასასრულ, მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას, ვინც ახლა თავდაუზოგავად შრომობს. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი გამარჯვება გველოდება ერთად – სახელმწიფოსა და სპორტსმენების ერთიანობით. ჩვენ კვლავ და კვლავ შევქმნით ქართული სპორტის ისტორიას“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 18:56

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 18:54

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

02 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

გია აბაშიძე

02 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.

02 აპრილი 2026, 18:22

საზოგადოება

თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები

თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.

02 აპრილი 2026, 18:19

რეგიონი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

02 აპრილი 2026, 18:18

საზოგადოება

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი

„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.

02 აპრილი 2026, 18:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია

აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:14

საზოგადოება

დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს

მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს

„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:06

საზოგადოება

დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია

გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:05

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან

უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

02 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

02 აპრილი 2026, 17:53

პოლიტიკა

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

02 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.

02 აპრილი 2026, 17:51

მსოფლიო

Reuters: რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა

რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მამა გიორგი ბერაძე

02 აპრილი 2026, 17:41

საზოგადოება

მამა გიორგი ბერაძე: ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა

ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.