რუსთავის სპორტის სასახლეში ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის, რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
რუსთავის სპორტის სასახლეში, ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის, ქვეყნის სამგზის ჩემპიონის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ტურნირის პირველი მატჩის დაწყებამდე, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში, მემორიალის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც რუსთაველი კალათბურთელის სპორტული კარიერის ამსახველი ვიდეო და ფოტო არქივი იყო წარმოდგენილი.
მემორიალური ტურნირის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლემენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, რამაზ გოგობერიშვილის ოჯახის წევრები, რუსთაველი კალათბურთელები და სპორტსმენები დაესწრნენ.
„რუსთავში სპორტი ქალაქის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ და გამარჯვების ახალ ისტორიებს ვქმნით. დღევანდელი დღე კარგი მაგალითია იმისა, რომ ვაფასებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენს ქალაქს ძალიან დიდი სახელი მოუტანა, დღესაც მაგალითია მომავალი თაობისთვის თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი სპორტსმენი, როგორ უნდა შეაყვარო შენს ქალაქს თავი და როგორ უნდა ასახელო, არა მარტო რუსთავი, არამედ მთელი ქვეყანა. რამაზ გოგობერიშვილი სწორედ ასეთი ადამიანი იყო“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გოგობერიშვილის სახელობის ტურნირი, რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება. ტურნირმა სტარტი დღეს აიღო და 26 თებერვალს დაიხურება.
„ძალიან კარგია, რომ რამაზ გოგობერიშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა და დარწმუნებული ვარ, რომ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტ პოპულარობას შეიძენს. ამ ადამიანმა, ეს სრულიად დაიმსახურა. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ ერთად განსხვავებულ კალათბურთს ვთამაშობდით და აი ამ სტილის სულის ჩამდგმელი და შემსრულებელი, პირველ რიგში რამაზ გოგობერიშვილი იყო, ამიტომ უყვარდა ის მაყურებელს. ბავშვებს უნდოდათ, რომ მისთვის მიებაძათ და 13 ნომერი მაისური სცმოდათ. რამაზი უნიჭიერესი ადამიანი იყო“, - განაცხადა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ.
რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი წელს პირველად იმართება, თუმცა ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს სანაკრებო პაუზის დროს გაიმართება.
ტურნირში მონაწილე გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდებიან, საიდანაც პირველადგილოსნები უკვე ფინალში იასპარეზებენ.
ჯგუფური ეტაპი 22-23-24 თებერვალს გაიმართება. ფინალური მატჩი კი 26 თებერვალს ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებული გუნდი, სპეციალურად რამაზ გოგობერიშვილის მემორიალისთვის შექმნილი გარდამავალი პრიზით დაჯილდოვდება. ასევე დასახელდება ფინალური შეხვედრის MVP და გამოვლინდება ტურნირის საუკეთესო ხუთეული.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 09:45
მსოფლიო
რუსეთმა სუმი დაბომბა. დაშავდა 11 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4 აპრილს
4 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
04 აპრილი 2026, 08:45
მსოფლიო
POLITICO: ორბანმა „პოლიტიკური ხაფანგი დააგო“. არჩევნებში წაგების შემთხვევაში, მისი ხალხი ახალი ხელისუფლების მუშაობას დაბლოკავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამართლებრივი ხაფანგი დააგო“ იმ შემთხვევისთვის, თუ ის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება და მას ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 08:01
მსოფლიო
ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთში ტურნეში გაემგზავრა
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ორდღიან ტურნეში გაემგზავრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.


