სპორტი
28 მარტი 2026, 12:29
შალვა გოგოლაძე შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში შერეული ორთაბრძოლების განვითარების პერსპექტივებზე. ასევე განიხილეს შემოდგომაზე გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
27 მარტი 2026, 21:38
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა.
27 მარტი 2026, 15:45
პარლამენტის სპორტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით
პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად, სპორტის კომიტეტში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებებზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ისაუბრა.
27 მარტი 2026, 14:34
სპორტის სამინისტროს დელეგაცია უშუს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ სპორტსმენებს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანძინში უშუს მე-10 ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პაატა კალანდაძესთან ერთად საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას დაესწრნენ, ნაკრების წევრებს შეხვდნენ და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
27 მარტი 2026, 11:15
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს.
27 მარტი 2026, 09:00
სპორტის მინისტრი „თაიშან გრუპის” წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა გოგოლაძის ხელმძღვანელობით საქართველოს სპორტის სამინისტროს დელეგაცია სპორტული ინვენტარის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, „თაიშან გრუპის”, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე პიენ ჭილიანგსა და ვიცე-პრეზიდენტ მან ფანგფანგს შეხვდა.
27 მარტი 2026, 01:21
ისტორიაში პირველად, საქართველომ უფროსებს შორის ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 138,96 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218,41 ქულით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოს აქამდე უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი არ ჰქონია.
27 მარტი 2026, 00:06
ისრაელის საელჩო: პატივი იყო ასეთ ძლიერ ნაკრებთან თამაში - ეს მატჩიც კიდევ ერთი მშვენიერი გამოვლინება იყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მრავალწლიანი მეგობრობისა
ისრაელის საელჩო საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


