სპორტი

15 მაისი 2026, 15:01

აშშ-მა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში სავიზო გირაოს ვალდებულება გააუქმა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინა და FIFA PASS-ის სისტემაში რეგისტარცია გაიარა

აშშ-ის ხელისუფლებამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მისაღებად აუცილებელი გირაოს შეტანის ვალდებულება გაუუქმა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

კრისტო ფერნანდესი

14 მაისი 2026, 14:05

„ტედ ლასოს“ ვარსკვლავი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა⚽

„ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და იდენტობის უდიდესი ნაწილი. სადაც არ უნდა წავეყვანე ცხოვრებას, პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის ოცნება გულიდან არასდროს გამქრალა. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფერნანდესმა.

მადონა, შაკირა, BTS

14 მაისი 2026, 11:10

ცნობილია ვინ იმღერებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

პერფორმანსის კურატორი Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინია, ხოლო პროდიუსერი Global Citizen-ი. შოუს მიზანია სახსრების მოზიდვა FIFA-სა და Global Citizen-ის ერთობლივი განათლების ფონდისთვის (FIFA Global Citizen Education Fund), რაც მთელ მსოფლიოში ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებასა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მოემსახურება.

14 მაისი 2026, 09:47

ბულგარეთში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს

მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. ვიცე-ჩემპიონი რამაზ ბასილია გახდა, ბრინჯაოს მედლები ლუკა ბუიღლიშვილმა და საბა ტაკიძემ მოიპოვეს. ასპარეზობაში დღეს ქართველი გოგონები ჩაერთვებიან, ხვალიდან კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დაიწყება შეჯიბრება.

14 მაისი 2026, 01:08

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი

„პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლანსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ფეხბურთში.

13 მაისი 2026, 23:26

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ყველა პირობა გვაქვს, რომ ქართული ფეხბურთი იყოს მაღალ დონეზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთი იქნება უძლიერესი და სისტემატურად მოხვდება ევროპაზეც და მსოფლიო ჩემპიონატზეც

მიხეილ ყაველაშვილი საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრთან - შალვა გოგოლაძესთან, თბილისის მერთან - კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა.

თბილისის „დინამო“

13 მაისი 2026, 00:04

„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 45 წელი შესრულდა

13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1981 წელს უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.

12 მაისი 2026, 22:59

საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}