24 მაისი 2026, 11:35 / სანდო წყარო

თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო.

კონკურს-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი, რომლის მიზანიც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალი ტალანტების აღმოჩენაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.

„ვანო სარაჯიშვილის სახელი არა მხოლოდ ქართული საოპერო ხელოვნების დიდ ისტორიაზე, არამედ მის მსოფლიო მნიშვნელობაზეც მეტყველებს. დღეს, ამ ნიჭიერი ახალგაზრდების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი მუსიკალური ტრადიციები საიმედო ხელშია. კონკურსში მონაწილე თითოეულ ახალგაზრდას დიდ წარმატებას ვუსურვებ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, გამორჩეულ პროფესიონალებს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თინათინ რუხაძემ.

კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ დამწყები ვოკალისტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მომღერლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

24 მაისი 2026, 12:34

მსოფლიო

კიევში რუსეთის იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალაქ ბელაია ცერკოვზე იერიშისას რუსეთმა „ორეშნიკი“ ტიპის რაკეტა გამოიყენა. მისივე ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 90 რაკეტა, მათ შორის 36 ბალისტიკური და 600 დრონი გაუშვეს.

ცოტნე ივანიშვილი

24 მაისი 2026, 12:25

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია

თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც დღეს რუსთავში გაიმართა.

მარკო რუბიო

24 მაისი 2026, 12:15

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

„ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული სამუშაო შესასრულებელი. არის „კარგი ამბები“, მაგრამ „არა საბოლოო ამბები“, - დასძინა რუბიომ.

გიორგი კანდელაკი

24 მაისი 2026, 11:59

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“ - კანდელაკს ანტიქართული ბრალდების გასამყარებლად ერთი ფაქტიც კი ვერ მოჰყავს

„ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში სამი კამპუსი აქვს და, მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ, ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს“, - აღნიშნავს კანდელაკი.

24 მაისი 2026, 11:59

რეგიონი

ზუგდიდმა სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა

ზუგდიდმა „სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა. ქართული ცეკვის კონკურსში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. გაიმართება 45 კონკურს-შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.

24 მაისი 2026, 11:58

რეგიონი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. „მომავლის ხმა“ - ასე ჰქვია პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები ჟიურიმ გამოავლინა.

ესმაილ ბაღაი

24 მაისი 2026, 11:56

მსოფლიო

ესმაილ ბაღაი: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ მიდის

„გასული კვირის განმავლობაში პროცესი აზრთა სხვადასხვაობის შემცირებისკენ დაიძრა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებიც შუამავლობის მონაწილეობით მსჯელობას მოითხოვს. ისღა გვრჩება, დაველოდოთ, რა შედეგებს მოიტანს მომავალი 3-4 დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა-ირანის მტრობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. რაც შეეხება ბირთვულ პრობლემას, ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკას არაერთხელ დაურღვევია აღებული ვალდებულება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ მიდის“, - განაცხადა ბაღაიმ.

24 მაისი 2026, 11:53

კულტურა

„არა ზღაპარი“ - ამ სახელწოდებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

„არა ზღაპარი“ - ამ სახელწოდებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, რომელიც შთაგონებულია მუზეუმის უნიკალური კოლექციითა და მისი დამფუძნებლის, პედაგოგისა და საბავშვო მწერლის - თინათინ თუმანიშვილის ხელნაწერი ტექსტით.

24 მაისი 2026, 11:52

კულტურა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, დოკუმენტური ფილმის - „საუნჯის ოდისეა“ ჩვენება გაიმართა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, დოკუმენტური ფილმის - „საუნჯის ოდისეა“-ს ჩვენება გაიმართა. ავტორი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეა, იდეა კი ისტორიკოს გიორგი კალანდიას ეკუთვნის.

ნუგო შოშიაშვილი

24 მაისი 2026, 11:48

პოლიტიკა

ნუგო შოშიაშვილი: რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა ნუგო შოშიაშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, შეხვედრების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

მარიამ გრიგოლიშვილი

24 მაისი 2026, 11:45

პოლიტიკა

მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხმა.

24 მაისი 2026, 11:43

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის, ქარელის, თელავის და რუსთავის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. პროკურორები ახალქალაქის N3, ქარელის N2, თელავის N7 , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის და რუსთავის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ.

მარკო რუბიო

24 მაისი 2026, 11:43

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი

„ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ჰორმუზის სრუტე გადასახადის გარეშე უნდა გაიხსნას. მათ უნდა გადასცენ თავიანთი გამდიდრებული ურანი, განსაკუთრებით მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანი. ჩვენ ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ, უნდა მივხედოთ გამდიდრების საკითხსაც. ეს პრეზიდენტის უცვლელი პოზიციაა და ის ასეთი პრობლემების გადაჭრას ყოველთვის მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური შეთანხმების გზით ამჯობინებს. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა რუბიომ.

თეკლა თიკანაშვილი

24 მაისი 2026, 11:40

პოლიტიკა

თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ რა სჭირდებათ მათ და ეს პოტენციალი და შესაძლებლობები მათზე მეტად მორგებული გახდეს

რეგიონული შეხვედრები გრძელდება. მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ რუსთავში და ვხვდებით ქვემო ქართლელ ახალგაზრდებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა.

დონალდ ტრამპი

24 მაისი 2026, 11:38

მსოფლიო

ტრამპმა რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ირანი ამერიკული დროშის ფერებშია გამოსახული

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ახლი აღმოსავლეთის რეგიონის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ირანი ამერიკული დროშის ფერებშია გამოსახული. რუკას მხოლოდ წარწერა ახლავს „ ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები“. თეთრი სახლის მეთაურს სხვა განმარტება არ დაუწერია.

ვარლამ ლიპარტელიანი

24 მაისი 2026, 11:38

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ერთად შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა

ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა რუსთავში, სადაც რიგით მე-7 კონფერენცია ტარდება.

24 მაისი 2026, 11:31

საზოგადოება

თბილისსა და რეგიონებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის ემზადებიან

მასშტაბური ღონისძიებებისთვის, თბილისსა და რეგიონებში აქტიური სამზადისია. სპეციალური სივრცეები დედაქალაქთან ერთად 20 ქალაქში მოეწყობა, დიდ ქალაქებში სტუმრებს სამინისტროები უმასპინძლებენ, 600-მდე წვევამდელი ფიცს ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილზე დადებს, მათ შორის, წელს პირველად, სნოში - ილია მეორის მშობლიურ სოფელში.

24 მაისი 2026, 11:30

პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ოპოზიციური ალიანსისადმი საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ფაქტები აჩვენა, გიორგი ვაშაძემ აღიარა, რომ მათ შეკრებებზე ინფორმაციას „იმედის“ კამერას უმალავენ

მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ე.წ ოპოზიციური ალიანსის, მოქალაქეებთან შეხვედრისა და საზოგადოების მათდამი ნეგატიური დამოკიდებულების რეალური ფაქტები აჩვენა მაყურებელს, გიორგი ვაშაძემ აღიარა, რომ მათი შეკრებების შესახებ ინფორმაციას „იმედის“ კამერას უმალავენ.

24 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

თბილისის მერიის პასუხი 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს: პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე

თბილისის მერიამ 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ და წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებზე სცენის დადგმაზე უარი უთხრა. ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტებულია ორგანიზატორების მოთხოვნის საპასუხო წერილში.