ბელგიამ და ეგვიპტემ ქულები გაიყვეს
ფოტო: FIFA
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის პირველი შეხვედრა ბელგიისა და ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩი აშშ-ში, სიეტლის სტადიონზე შედგა. თამაში თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის მე-19 წუთზე ეგვიპტელებმა ანგარიში გახსნეს. გატანილი გოლს ავტორი ემამ აშური გახდა.
„ფარაონებმა“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 66-ე წუთზე გოლი გაუშვეს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ გოლი ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, თუმცა განმეორებაზე გამოჩნდა, რომ ეს იყო ავტოგოლი. საკუთარ კარში ბურთი ეგვიპტელმა მოჰამედ ჰანიმ შეაგდო.
მსაჯის საფინალო სასტვენამდე გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა უშედეგოდ.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 10:34
მსოფლიო
ზელენსკი საზღვარგარეთ უკვე მეორედ გაემგზავრა მოლდოვიდან და არა პოლონეთიდან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუდან გაფრინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 10:32
საზოგადოება
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
16 ივნისი 2026, 10:25
მსოფლიო
რუმინეთის პარლამენტი „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ორგანიზაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ
რუმინეთის დეპუტატთა პალატაში „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იწყება, რომელიც ასოციაციებს, ფონდებსა და ფედერაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარმოადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, მათი წარმომავლობის მიუხედავად.
16 ივნისი 2026, 10:21
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი CEENQA-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
CEENQA-ს გენერალური ასამბლეა მიეძღვნა მისი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს, რომელსაც ესწრებოდნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტები, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
16 ივნისი 2026, 10:20
კულტურა
ანია ტეილორ-ჯოი „გოლუმზე ნადირობას“ შეუერთდება🎬
მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ ითამაშებს. სტუდია Warner Bros.-მა გამოაცხადა, რომ ტეილორ-ჯოი ელფ სერენს განასახიერებს. მას მეფე თრანდუილის ერთგულ და მომაკვდინებელ მზვერავად მოიხსენიებენ. ეს არის არაკანონიკური პერსონაჟი, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შექმნეს.
16 ივნისი 2026, 10:12
ტაბლოიდი
„ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პირველ გამოცემას აუქციონზე გაიტანენ
ეგზემპლარი 400-600 ათას გირვანქა სტერლინგად შეფასდა. მასთან ერთად აუქციონზე გამოიტანენ ენ ბრონტეს რომანის, „აგნეს გრეის“ პირველ გამოცემასაც. ორივე წიგნი 1847 წელს კაცის ფსევდონიმებით გამოიცა, რომლებსაც დები ბრონტეები ნაწარმოებების გამოქვეყნებისას იყენებდნენ.
16 ივნისი 2026, 10:05
საზოგადოება
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჭიათურაში დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებთან.
16 ივნისი 2026, 09:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ, პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს
საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება.
16 ივნისი 2026, 09:51
სპორტი
ურუგვაი საუდის არაბეთთან მარცხს გადაურჩა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე შეხვედრა საუდის არაბეთისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრედ 1:1 დასრულდა.
16 ივნისი 2026, 09:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, "პირველხარისხოვან" და "მეორეხარისხოვან" ერთა კავშირად აქცევს
ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, "პირველხარისხოვან" და "მეორეხარისხოვან" ერთა კავშირად აქცევს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
16 ივნისი 2026, 09:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბევრს, ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა - „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე". ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ
გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
16 ივნისი 2026, 09:34
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ამერიკული სადაზვერვო უწყებების მიერ მოპოვებული ინფორმაცია სერიოზულ ეჭვებს აჩენს ირანის მზადყოფნასთან დაკავშირებით, დათანხმდეს იმ ბირთვულ დათმობებს, რომელთა მიღწევასაც ვაშინგტონი საბოლოო შეთანხმების ფარგლებში ცდილობს. ინფორმაციას AXIOS-ი სამი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 09:29
მსოფლიო
აშშ ნატოელ პარტნიორებთან ერთად, ბალტიის ზღვაში სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს
შეერთებული შტატები, ნატოელ პარტნიორებთან ერთად, ბალტიის ზღვაში სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს. წვრთნის ფარგლებში ამერიკული წარმოების, „გარკის“ მზვერავი უპილოტო კატერები და საფრენი აპარატები გამოცადეს.
16 ივნისი 2026, 09:10
მსოფლიო
გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი: გერმანია ნებისმიერ მომენტში მზადაა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს, თუკი ის ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას დაესხმება თავს
გერმანია ნებისმიერ მომენტში მზადაა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს, თუკი ის ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას დაესხმება თავს, - განაცხადა გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში მან კონკრეტული სამიზნეებიც დაასახელა.
16 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
ლუკაშენკომ ზელენსკის ბოდიში მოუხადა - შესაძლოა „გადავამლაშე“
ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ არავითარი საომარი მოქმედებების დაწყებას არ აპირებს, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არაბულ მედიასთან ინტერვიუში.
16 ივნისი 2026, 08:55
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე არ მოხსნის, ვიდრე თეირანი საამისოდ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს
ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე არ მოხსნის, ვიდრე თეირანი საამისოდ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თეირანმა, პირველ რიგში, უარი უნდა თქვას მასობრივი განადგურების იარაღზე და ადამიანის უფლებები დაიცვას.
16 ივნისი 2026, 08:43
პოლიტიკა
„სოროსის და ლიბერასტების სუნი მოვიდა“ - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება გრძელდება
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების მორიგი სერია - გია ნოდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დონალდ ტრამპს ირანთან დადებული შეთანხმების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია. ნოდიას ია ფარულავა პოსტის კომენტარში გამოეხმაურა.
16 ივნისი 2026, 08:33
პოლიტიკა
ვუჩიჩი: მჯერა, რომ სერბეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. ალექსანდრ ვუჩიჩმა ოფიციალური შეხვედრების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა უფრო გაღრმავდება, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობები გაცილებით მაღალ ნიშნულზე ავა, ვიდრე ეს აქამდე იყო,
16 ივნისი 2026, 08:25
პოლიტიკა
სერბეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გრძელდება
სერბეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დღეს ალექსანდრ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პირისპირ შეხვდება.


