02 ივლისი 2026, 09:49 / სანდო წყარო

ბელგიამ დაძაბულ ბრძოლაში სენეგალს სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში სენეგალის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.

მატჩის 24-ე წუთზე სენეგალელმა ჰაბიბ დიარამ ყველასთვის მოულოდნელად ტიბო კურტუას კარის აღება შეძლო და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა. შეხვედრის 51-ე წუთზე ისმაილა სარმა სენეგალელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ორი გაშვებული გოლის შემდეგ ბელგიის ნაკრები არ დანებდა და გულშემატკივარს მატჩის ზღაპრული დასასრული აჩვენა. ჯერ 86-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ორბურთიანი სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. სამ წუთში იური ტილემანსმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი 90 წუთი ფრედ 2:2 დასრულდა.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დამატებითი დრო დანიშნა. მეორე დამატებითი ტაიმის დამატებით დროში სენეგალელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც იური ტილემანსმა ზუსტად შეასრულა და ბელგიელებს გამარჯვება მოუპოვა.

ბელგიელთა მეტოქე 1/8 ფინალში ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, აშშ-ის ეროვნული გუნდი იქნება.

ყველა სიახლე

02 ივლისი 2026, 10:58

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.

02 ივლისი 2026, 10:56

მსოფლიო

სომხეთში მობილური ტელეფონების IMEI ნომრების რეგისტრაციის ერთიან სისტემას ქმნიან. ექსპერტები შიშობენ, რომ მთავრობა მოქალაქეების პირად ინფორმაციასაც შეაგროვებს

სომხეთის მთავრობა მობილური ტელეფონების IMEI-ნომრების რეგისტრაციის ერთიანი სისტემის შექმნას აპირებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

02 ივლისი 2026, 10:49

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, - მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

რობი უილიამსი

02 ივლისი 2026, 10:45

კულტურა

რობი უილიამსმა სევილიაში ქუჩის მუსიკოსთან ერთად იმღერა

შემსრულებელი ქალაქში მუსიკალურ ფესტივალ Iconica-ზე გამოსასვლელად ჩავიდა, რომელიც 30 ივნისს გაიმართა. წინა საღამოს კი უილიამსი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. არტისტს შავი შარვალი, მაისური და თეთრი კეპი ეხურა.

02 ივლისი 2026, 10:41

სამართალი

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა - ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში.

02 ივლისი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

სანდრო მამუკელაშვილი

02 ივლისი 2026, 10:31

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს🏀

სანდრო მამუკელაშვილი „ლოს-ნჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელია. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ლეგენდარულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც 52 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ქართულ კალათბურთში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია, სრულიად ქართულ სპორტში კი მეორე ადგილს იკავებს, ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ.

02 ივლისი 2026, 10:31

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 ივლისი 2026, 10:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

02 ივლისი 2026, 10:27

ჯანდაცვა

ძვირადღირებული მედიკამენტი „ჯაკავი“ ყველა ონკოჰემატოლოგიური და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის, სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს.

02 ივლისი 2026, 10:26

მსოფლიო

Reuters: აშშ-ირანის მოლაპარაკებების ფონზე ნავთობის ფასი ზედიზედ მესამე დღეა მცირდება

ნავთობის ფასები დღეს დაახლოებით 1%-ით შემცირდა და ზედიზედ მესამე დღეა კლებას განაგრძობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

02 ივლისი 2026, 10:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას, გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და წარმატებას თითოეულ გამოცდაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

02 ივლისი 2026, 10:15

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დღეს უკრაინას დაუპირისპირდება.

02 ივლისი 2026, 10:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.

შავკატ მირზიოევი

02 ივლისი 2026, 10:05

პოლიტიკა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

02 ივლისი 2026, 09:52

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე - უკვე გამოყენებული ცნობით ახდენდა.

02 ივლისი 2026, 09:33

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 56 დაშავდა

რუსეთმა გვიან ღამით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2026, 09:32

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

ელენე ხოშტარია

02 ივლისი 2026, 09:20

სამართალი

ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის ინფორმაციით, „ვივამედში“ გადაყვანილი მსჯავრდებულის ლაბორატორიული კვლევების პასუხები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

ექიმ ანი ქავთარაძის თქმით, „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორთან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილეს. დაიგეგმა სამედიცინო კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება ელენე ხოშტარიას მკურნალობა. ცნობისათვის, ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. „პარალელურად გვექნება ონლაინ კონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან, რომლებთან ერთადაც დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს", - აღნიშნა ანი ქავთარაძემ.