ვლადიმერ ბოისა საქართველო-ესპანეთის მატჩზე: ეს თამაში იყო ზღაპარი
ვლადიმერ ბოისა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ესპანეთთან მატჩი შეაფასა. მან გამარჯვებაში თითოეული კალათბურთელის წვლილს გაუსვა ხაზი.
„ბოლომდე გვჯეროდა, რომ შეგვეძლო მოგება. რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელიამ და რიგმა ითამაშეს ზღაპრულად. ეს თამაში იყო ზღაპარი და არ მახსოვს რომ ესპანეთთან 20 ქულას ვაგებდეთ და მოგვეგო ბოლოს. ყველამ, ვინც მოედანზე შემოვიდა, მაქსიმალურად ითამაშა“, - აღნიშნა მან.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 91:89 დასრულდა. მასპინძლების რიგებში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 45 წუთში 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა. ერთ შეხვედრაში დაგროვებული ქულების რაოდენობით შენგელია ეროვნული გუნდის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა და ზაზა ფაჩულიას და მაიკლ დიქსონის მიღწევა გააუმჯობესა.
გუნდმა შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა. მეორე ეტაპის თამაშებს საქართველოს ნაკრები 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალსა და მარტში გამართავს.
ყველა სიახლე
06 ივლისი 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 10:22
სამართალი
პოლიციამ გურიაში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
06 ივლისი 2026, 10:21
საზოგადოება
საქართველომ თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა წარმატებით აამოქმედა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით აამოქმედა.
06 ივლისი 2026, 10:17
რეგიონი
ბექა ვაჭარაძე: ფოთი სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი სივრცე ხდება სპორტული აქტივობებისთვის
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ორი დღის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა შორის პროფესიონალთა და მოყვარულთა ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა.
06 ივლისი 2026, 09:58
საზოგადოება
გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია
მინისტრმა საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. მინისტრთან ერთად ცენტრში იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.
06 ივლისი 2026, 09:56
სპორტი
მედია: FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის წინ აშშ-ის ნაკრების მოთამაშის დისკვალიფიკაცია ტრამპის თხოვნით გადაავადა
ბრიტანული სპორტული გამოცემა GiveMeSport-ის კორესპონდენტმა ბენ ჯეიკობსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს თეთრი სახლიდან პირადად დონალდ ტრამპი დაუკავშირდა და ბელგიასთან მატჩის წინ, რომელიც 6 ივლისს არის დაგეგმილი 25 წლის თავდამსხმელის გაძევების გაუქმება სთხოვა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სააგენტო AP-ის წყაროებმაც დაადასტურეს.
06 ივლისი 2026, 09:36
სპორტი
ინგლისი და ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ, მექსიკა და ბრაზილია ტურნირს გამოეთიშნენ⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 1/16 ფინალის ორი შეხვედრა გაიმართა. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, მექსიკა „აცტეკაზე“ ინგლისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ჯუდ ბელინგემმა დუბლი შეასრულა, ჰარი კეინმა კი პენალტი გაიტანა.
06 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში გაემგზავრა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.
06 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში შეხვდებიან
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერები 8 ივლისს, შუადღისას შეხვდებიან.
06 ივლისი 2026, 09:13
მსოფლიო
რუსეთის იერიშს კიევზე მსხვერპლი მოჰყვა
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პოდილსკის რაიონში რუსული რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 9 და დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
06 ივლისი 2026, 09:07
მსოფლიო
ნატოს სამიტის წინ, თურქეთში ათობით ადამიანი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა ნატოს სამიტის წინ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების დროს ათობით ადამიანი დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები, მეცნიერები და მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფების წევრები. რეიდები ჩატარდა ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში. თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაცია და პროგრესულ იურისტთა ასოციაცია დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
06 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
ბორის პისტორიუსის თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება უნდა შეეზღუდოთ
„საკმარისია მოვუსმინოთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბევრი წარმომადგენლის საჯარო განცხადებებს. მათი მჭიდრო კავშირები პუტინთან უდავოა. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ ისინი რუსეთიდან ფულს იღებენ. ჩვენ ინტენსიურად ვსწავლობთ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება მივცეთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. ამას უკვე ვაკეთებთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადა მინისტრმა.“
06 ივლისი 2026, 08:53
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს ისრაელზე დიდი მოკავშირე არ ჰყავს და არც ისრაელს ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მოკავშირე
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის რაიმე განხეთქილებაა. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს ისრაელზე დიდი მოკავშირე არ ჰყავს და არც ისრაელს ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მოკავშირე. პრეზიდენტი ტრამპი შეერთებული შტატების ლიდერია. ის აკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატებისთვის არის კარგი. მე ისრაელის - ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს ლიდერი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვის არის კარგი. საკითხების 99%-ში ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს სრულად ემთხვევა, თუმცა როგორც ნებისმიერ ოჯახში ან ახლო მეგობრობაში, ზოგჯერ ჩვენ შორისაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მათზე ღიად ვმსჯელობთ, თავისუფალ და გულწრფელ გარემოში და, როგორც წესი, ამას ვაგვარებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
06 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
CNN: ღალიბაფის განცხადებით, „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა ირანისთვის კვლავ რევოლუციურ მოვალეობად რჩება
შეხვედრისას ღალიბაფმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა ირანისთვის კვლავ რევოლუციურ მოვალეობად რჩება. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ირანმა შეინარჩუნა თავისი ფუნდამენტური პოზიციები და ერთ-ერთი წითელი ხაზი მისთვის წინააღმდეგობის ფრონტისა და ლიბანის საკითხია.
06 ივლისი 2026, 08:37
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს მუშაობას კომიტეტებში გააგრძელებს
„დღეს ძირითადად მუშაობა წარიმართება კომიტეტებში. მე ვესწრები კომიტეტს, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიის განვითარებას და ჰუმანიტარულ საკითხებს. რა თქმა უნდა, თუ მომეცა საშუალება, ამ კომიტეტზე აუცილებლად წამოვჭრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევებს, რომლებზეც რატომღაც ყურადღებას არ ამახვილებენ“, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
06 ივლისი 2026, 08:25
პოლიტიკა
პრეზიდენტი „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა
გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაეროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობაზე დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემაზე.
06 ივლისი 2026, 08:23
სპორტი
თორნიკე შენგელია: მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ
„მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში. მარტო არაფერი გამიკეთებია, თუკი დღეს რამე გავაკეთე, ჩემი გუნდელების დახმარებით, მწვრთნელების დახმარებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ ჩემი სახელით, მთელი გუნდის სახელით და მიხარია, რომ ასე გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი“, - განაცხადა შენგელიამ.
06 ივლისი 2026, 08:15
სპორტი
შალვა გოგოლაძე: დარწმუნებული ვარ, ეს ნაკრები ღირსეულად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე
„შეიძლება ითქვას, რომ ამ სასახლეს ასეთი ემოციური და დაძაბული მატჩი არ უნახავს. დარწმუნებული ვარ, ეს ნაკრები ღირსეულად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე“, - აღნიშნა მინისტრმა.


