06 ივლისი 2026, 13:58 / სანდო წყარო

UEFA ბალოგუნის ბელგიასთან მატჩზე დაშვებაზე: წითელი ხაზი გადაიკვეთა. გამოვხატავთ სრულ გაოცებას და უნდობლობას ამ უპრეცედენტო, გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიმართ

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) FIFA-ს მიერ ამერიკელი ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმების გამო მკაცრი ოფიციალური განცხადება გაავრცელა. UEFA FIFA-ს ქმედებას „უპრეცედენტო და გაუგონარ“ ნაბიჯს უწოდებს.

„გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელ ფოლარინ ბალოგუნისთვის ნაჩვენები წითელი ბარათის გამო დაკისრებული ავტომატური ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის აღსრულება ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეჩერდა, წითელი ხაზი გადაკვეთა.

ფეხბურთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სპორტი, ეყრდნობა წესებს, რომლებიც სამართლიანი, პატიოსანი და გამჭვირვალე შეჯიბრების საფუძველია. ზოგჯერ წესები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ შემთხვევაში - არა. წითელი ბარათის შემდეგ მინიმალური ავტომატური ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია არ არის ნებაყოფლობითი არჩევანი და მისი ძალაში შესვლისთვის კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება საჭირო არ არის. ეს არის რეგლამენტში ჩაწერილი პრინციპი, რომელიც არ შეიძლება გამონაკლისებს დაექვემდებაროს, მით უმეტეს ტურნირის შუაგულში, სადაც არაერთი სხვა მოთამაშე აღმოჩნდა იმავე სიტუაციაში და მათ დისკვალიფიკაცია ჩვეულებრივ მოიხადეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

UEFA-ში აღნიშნავენ, რომ როდესაც წესების ურყეობას მისივე მცველები აღარ უზრუნველყოფენ, საფრთხის ქვეშ დგება თამაშის კეთილსინდისიერება და ზიანდება თავად შეჯიბრების სანდოობა. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს მიმდინარე ტურნირზე, სადაც მსგავსი სიტუაციები ახლა უკვე თანაბარ მიდგომას მოითხოვს, რაც ტურნირს მხოლოდ დააზიანებს.

„ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი სპორტია, რადგან ის მშვენიერი თამაშია და მას ენდობიან, ვინაიდან ყველგან ერთი და იმავე წესებით თამაშობენ. არცერთი ტურნირი არ არსებობს იზოლირებულად, და თუ ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატია, მას აქვს ძალა, დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მთლიანად ფეხბურთზე. ჩვენ გამოვხატავთ სრულ გაოცებას და უნდობლობას ამ უპრეცედენტო, გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიმართ“, - წერია განცხადებაში.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ნაკრების ვარსკვლავმა, ფოლარინ ბალოგუნმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო. თუმცა, მატჩის წინა დღეს FIFA-მ მოულოდნელად გააუქმა დისკვალიფიკაცია და განაცხადა, რომ სასჯელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით გადავადდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა გავლენიანი გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად დაურეკა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს და ბალოგუნის სასჯელის გადახედვა სთხოვა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social საჯარო მადლობა გადაუხადა FIFA-ს „დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“, რამაც ევროპულ სპორტულ და პოლიტიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია.

ყველა სიახლე

გაგიკ წარუკიანი

06 ივლისი 2026, 15:14

მსოფლიო

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება

ერევანში, წარუკიანის სახლში ჩხრეკას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ. ტონოიანმა აღნიშნა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს თითქმის ყველა იმ კომპანიაში, რომელიც წარუკიანის კონცერნ Multi Group-ში შედის, ასევე ამ ორგანიზაციების დირექტორების ბინებში.

06 ივლისი 2026, 15:08

საზოგადოება

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმების წესის განსაზღვრის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა

მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

06 ივლისი 2026, 15:05

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია

დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით.- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორო სოციალურ ქსელში.

06 ივლისი 2026, 15:03

საზოგადოება

9 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

9 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

06 ივლისი 2026, 14:47

საზოგადოება

განათლების მინისტრი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო

განათლების მინისტრი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო.

გურამ მაჭარაშვილი

06 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ორი-სამი თვის წინ უკრაინაში მათი ეკლესიის მეთაურის დაკრძალვაზე იყო სამასიოდე ადამიანი და იგივე უკრაინაში, გეი აღლუმზე იყო 5 ათასამდე ადამიანი. აი, ეს მოცემულობა უნდოდათ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა

„ორი-სამი თვის წინ უკრაინაში მათი ეკლესიის მეთაურის დაკრძალვაზე იყო სამასიოდე ადამიანი და იგივე უკრაინაში, გეი აღლუმზე იყო 5 ათასამდე ადამიანი. აი ეს მოცემულობა უნდოდათ საქართველოში რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა“, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კირცხალია

06 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებას.

06 ივლისი 2026, 14:44

სამართალი

ოპოზიციის აქტივისტი ბექა ქურხული სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ოპოზიციის აქტივისტი ბექა ქურხული სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა. ქურხულმა დაადასტურა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები დაწერა.

06 ივლისი 2026, 14:42

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მამუკა ჭოხონელიძემ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის თავმჯდომარეს, ის ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2026, 14:40

მსოფლიო

Politico: ტრამპმა ნატო ფულის მკეთებელ მანქანად გარდაქმნა

ნატოში ამერიკის ელჩის განცხადებით, ამერიკა მიესალმება ევროპის ძალისხმევას, თავდაცვის ხარჯების გაზრდის კუთხით, თუმცა, მეთიუ უიტაკერი აღნიშნავს, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ხვალ და ზეგ ანკარაში გაიმართება, ვაშინგტონი ალიანსის ეკონომიკურ ასპექტებს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 ივლისი 2026, 14:39

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გარკვეული სახელმწიფოები და პოლიტიკური ძალები დასავლეთიდან საქართველოს როგორც პოსტ ნეოკოლონიალურ ქვეყნის უყურებდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო გლობალური პოლიტიკის მომსახურე სუბიექტი

გარკვეული სახელმწიფოები და პოლიტიკური ძალები დასავლეთიდან საქართველოს როგორც პოსტ ნეოკოლონიალურ ქვეყნის უყურებდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო გლობალური პოლიტიკის მომსახურე სუბიექტი, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილი

06 ივლისი 2026, 14:39

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ, გრანტების შესახებ კანონებს, მაშინ ბრიტანეთი კრიტიკოსებს შორის იყო მოწინავე. დღემდე ითხოვს ბრიტანეთის სახელმწიფო ჩვენგან, რომ ეს კანონები გავაუქმოთ

როდესაც ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ, გრანტების შესახებ კანონებს, მაშინ ბრიტანეთი კრიტიკოსებს შორის იყო მოწინავე. დღემდე ითხოვს ბრიტანეთის სახელმწიფო ჩვენგან, რომ ეს კანონები გავაუქმოთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“.

მარინ ლე პენი

06 ივლისი 2026, 14:36

მსოფლიო

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის მონაწილეობის საკითხი ხვალ გადაწყდება

საქმე ეხება პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის წინააღმდეგ, ევროპარლამენტის დაფინანსების უკანონოდ მითვისების საქმეს, რის გამოც მას სახელმწიფოს თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრა 5 წლის ვადით აეკრძალა. თუკი სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, მისი პარტიიდან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატად, ჯორდან ბარდელა განიხილება.

ირაკლი კირცხალია

06 ივლისი 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე

ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

რატი იონათამიშვილი

06 ივლისი 2026, 14:27

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე: მიზანმიმართულად არის სამიზნედ შერჩეული, როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია. ვინაიდან სახელმწიფოც და ეკლესიაც იცავს ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულ ღირებულებებს

მიზანმიმართულად არის სამიზნედ შერჩეული, როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია. ვინაიდან სახელმწიფოც და ეკლესიაც იცავს ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულ ღირებულებებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტზე საუბრისას, რომელშიც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეტალურად იხსენებს რას ითხოვდნენ ევრო ბიუროკრატები საპატრიარქოსგან.

ირაკლი კირცხალია

06 ივლისი 2026, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე: ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი

მისი თქმით, საპატრიარქოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების რიტორიკა არ არის გასაკვირი და ამას მტკიცებაც არ სჭირდება, ვინაიდან ანალოგიურ განცხადებებს ისინი არც პირდაპირ ეთერებში ერიდებიან.

თამთა მეგრელიშვილი

06 ივლისი 2026, 14:25

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა ლენდლორდის მოდელით ნავსადგურის ტერიტორიის ეფექტურად გამოყენების გარდა მუნიციპალური, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზებებს უზრუნველყოფს

„ანაკლიის პორტის მშენებლობა არის ეროვნული პროექტი რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების მოზიდვის გარდა უზრუნველყოფს ქვეყნის პოლიტიკურ კვანძად ჩამოყალიბებას და მას აქცევს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

06 ივლისი 2026, 14:24

მსოფლიო

Politico: ევროკავშირს უკიდურესად დაძაბულ პერიოდში იშვიათი პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა გამოუჩნდა

ევროკავშირს უკიდურესად დაძაბულ პერიოდში იშვიათი პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა გამოუჩნდა, - წერს Politico ევროკავშირის საბჭოში ირლანდიის თავმჯდომარეობაზე. გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ირლანდიამ გადაიბარა, დუბლინს სურს მომდევნო 6 თვე ისეთი კრიტიკული საკითხების გადასაჭრელად გამოიყენოს, როგორიცაა ბლოკის გაფართოება და ევროკავშირის ბიუჯეტი.

06 ივლისი 2026, 14:21

მსოფლიო

The Guardian: გოტლანდი რუსეთის პოტენციური სამხედრო შეჭრისთვის ემზადება

The Guardian-ის ცნობით, კუნძულის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, მასზე თავდასხმის რისკი მაღალია. პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით, შვედეთმა სამოქალაქო თავდაცვის ინიციატივები გააძლიერა და ახალწვეულების აქტიური გადამზადება დაიწყო.

06 ივლისი 2026, 14:15

მსოფლიო

ტროპიკულმა შტორმმა ჩინეთში წყალდიდობა გამოიწვია

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რომელშიც, მეხანძრე მაშველებთან ერთად, სამართალდამცველებიც მონაწილეობენ.