RAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ
ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Real American Freestyle (RAF) ტურნირი აშშ-ის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 24 მსოფლიო დონის სპორტსმენი: ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო სპორტის ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ჰენრი სეჰუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მსოფლიოში ცნობილმა სპორტმენებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, ტურისტულად საინტერესო ადგილებს.
სპორტულ ღონისძიებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი Fox Nation-ის პლატფორმის საშუალებით იხილავს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.
ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
ყველა სიახლე
10 ივლისი 2026, 16:38
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: დღეს საქართველოში სადაზღვევო სექტორი 19 კომპანიით არის წარმოდგენილი. სტატისტიკით დასტურდება, რომ სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად და სწრაფად ვითარდება. მისმა ბრუნვამ 2025 წელს 1,411 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, წარმოუდგენელია დასავლური განვითარებული ტიპის ქვეყნის შექმნა განვითარებული სადაზღვევო სექტორის გარეშე. მისი თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა სადაზღვევო სექტორი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე, საშუალოდ, ქვეყნის ეკონომიკა.
10 ივლისი 2026, 16:16
ჯანდაცვა
ბექა მიქაუტაძე: ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა
„ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 41-ს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები დაენიშნა, ხოლო 1835 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ცვლილება გამოვლინდა“, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა.
10 ივლისი 2026, 16:16
ეკონომიკა
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან „BB stable“ შეფასება დაიმსახურა
საერთაშორისო სააგენტოების მიერ GGU ჯგუფის რეიტინგის საქართველოს სუვერენულ ნიშნულთან გათანაბრება ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. აღნიშნული აღიარება გლობალურ ბაზრებზე პირდაპირ ასახავს ქართული საინვესტიციო გარემოს სიმყარეს, აძლიერებს საქართველოს მაკროეკონომიკურ იმიჯს და მკაფიო სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ვითარდება.
10 ივლისი 2026, 15:52
სამართალი
პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო.
10 ივლისი 2026, 15:46
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ, რომ მემოქმედა. არ გამომივიდა
ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასამართლოზე თქვა, რომ ქმედების მიზეზი პროტესტი იყო, რომელიც ახრჩობდა.
10 ივლისი 2026, 15:34
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
10 ივლისი 2026, 15:28
სამართალი
ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10 ივლისი 2026, 15:26
პოლიტიკა
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამკტიცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 15:16
რეგიონი
აჭარის უმაღლეს საბჭოში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო და სახელშეკრულებო სამსახურში გაწვევის პროცესის ეფექტურობის გაზრდას, რეგიონში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის საკითხებს.
10 ივლისი 2026, 15:10
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო
„საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსის (ანგარიშის) ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგთან დაკავშირებით.
10 ივლისი 2026, 14:45
მსოფლიო
Euractiv: რუსეთის წინააღდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შერბილდება
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს მნიშვნელოვნად შერბილებული სახით დაამტკიცებენ. ინფორმაციას Euractiv-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 14:34
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: შემოსავლები ტურიზმიდან, საექსპორტო შემოსავლები, გადმორიცხვები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - როდესაც ოთხი ფუნდამენტური ფაქტორი ქვეყანაში უმჯობესდება და ამ გაუმჯობესების ტრენდი არის აღმავალი და მზარდი, ეს ავტომატურად გულისხმობს ეროვნული ვალუტის გამყარებას
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ვალუტის გამყარების განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესებულია.
10 ივლისი 2026, 14:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს სლოგანად გამოაქვთ და ხმამაღლა საუბრობენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“.
10 ივლისი 2026, 14:23
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ
ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.
10 ივლისი 2026, 14:22
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.
10 ივლისი 2026, 14:20
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი პრემიერთან შეხვედრაზე: როგორც პრემიერისთვის, ასევე, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც ისმოდეს ახალგაზრდების ხმა. სწორედ ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერთან არის დასტური იმისა, რომ რეალობაში იქცევა ინიციატივები, რაც ახალგაზრდებმა გააჟღერეს
პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ასევე, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც ისმოდეს ახალგაზრდების ხმა. სწორედ ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ბატონ პრემიერთან არის დასტური იმისა, რომ რეალობაში იქცევა ინიციატივები, რაც ახალგაზრდებმა გააჟღერეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა პრემიერ- მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
10 ივლისი 2026, 14:19
მსოფლიო
BBC: „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის პოსტზე ენდი ბერნემის კანდიდატურას 402 დეპუტატიდან 322-მა უკვე მხარი დაუჭირა. ის პრემიერის თანამდებობას სავარაუდოდ 20 ივლისს დაიკავებს
დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის არჩევნებში ენდი ბერნემი ფავორიტად რჩება. BBC-ის ინფორმაციით, პარტიის 403 დეპუტატიდან 322-მა მის კანდიდატურას უკვე დაუჭირა მხარი.
10 ივლისი 2026, 14:14
ეკონომიკა
გლობალური გამოწვევების ფონზე ლარი ბოლო ერთი თვეა, ყოველდღიურად მყარდება - ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.63-ია
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. გლობალური გამოწვევების ფონზე ლარი ბოლო ერთი თვეა, ყოველდღიურად მყარდება. ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.63-ია. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს გატარებული რეფორმების და ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია.
10 ივლისი 2026, 14:07
სამართალი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოქალაქე იოსებ მარტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე იოსებ მარტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმის მასალების მიხედვით, მარტაშვილმა სოციალურ ქსელში ლევან ჭაფოძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ჭაფოძემ რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართა.


