დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - ღონისძიებას პირდაპირ ეთერში 20:00 საათზე ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ
ფოტო: RAF Georgia
დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.
ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.
წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight - ქალები) - 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) - 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) - 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) - 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) - 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) - 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) - 125 კგ-მდე.
ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.
RAF Georgia მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჭიდაობის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტრადიციული სპორტის სახეობის, საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიება მსოფლიო დონის სპორტსმენების მონაწილეობით ხელს შეუწყობს ქართველი მოჭიდავეების მიღწევების წარმოჩენას, მათი წარმატებების საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანასა და ქართული ჭიდაობის ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებას.
ამასთანავე, ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
RAF Georgia 11 ივლისს 20:00 საათზე ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და ტურიზმის ადმინისტრაცია, ტელეკომპანია „იმედი“.
ღონისძიებას პირდაპირ ეთერში 20:00 საათზე ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 09:52
საზოგადოება
სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განაგრძობს.
11 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
The Telegraph: რუსეთმა კარის ზარის კამერებზე კიბერთავდასხმა განახორციელა, რათა ნატოს ბაზებისთვის ეთვალთვალა
ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურების განცხადებით, რუსეთი ნატოს სამხედრო ბაზებსა და სამხედრო მარშრუტებზე მეთვალყურეობას ინტერნეტთან დაკავშირებული სამოქალაქო კამერების, მათ შორის კარის ზარის კამერების, გატეხის გზით ახორციელებდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 09:12
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში
11 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
11 ივლისი 2026, 09:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს
ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
11 ივლისი 2026, 08:21
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის ხელისუფლება საწვავის კრიზისის ფონზე მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს
რუსეთში საწვავის კრიზისის გაღრმავების ფონზე, ციმბირის რეგიონების ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 08:01
მსოფლიო
ტრამპი იმუქრება, რომ ირანს პირისაგან მიწისა აღგვის, თუ ისლამური რესპუბლიკა მის მკვლელობას შეეცდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1 000 რაკეტა უკვე დამიზნებულია ირანზე და მზადაა გასაშვებად, თუ ისლამური რესპუბლიკა მას მოკლავს ან მკვლელობის მცდელობას შეეცდება.
11 ივლისი 2026, 01:09
სპორტი
ესპანეთი 16-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ბელგია დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
11 ივლისი 2026, 01:04
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილე: აშშ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ამავდროულად, მზადაა, პასუხი მოთხოვოს ირანს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს
აშშ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ამავდროულად, მზადაა, პასუხი მოთხოვოს ირანს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, - განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა.
11 ივლისი 2026, 00:51
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: ჩვენ არ ვენდობით ამერიკელებს - როგორც კი ამერიკელები დაარღვევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით საყოველთაო თავდაცვისთვის
ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა და პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის „საყოველთაო თავდაცვისთვის“, იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაარღვევს გასულ თვეს ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
11 ივლისი 2026, 00:19
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა, რაც მოჰყვა მიმდინარე კვირის დასაწყისში ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებს.
10 ივლისი 2026, 23:11
სპორტი
ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიოს თასის“ ვიცე-ჩემპიონია
კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზობაში 200-მეტრიანი დისტანცია 41,09 წამში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა.
10 ივლისი 2026, 23:01
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც
უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
10 ივლისი 2026, 22:23
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება დღეს ვერ შედგა
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით დღეს შეთანხმება ვერ შედგა.
10 ივლისი 2026, 22:04
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი: კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია
აშშ-ის კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია. მოსალოდნელია, რომ კონგრესი მას უახლოეს ხანში დაამტკიცებს, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, სენატორმა ლინდსი გრემმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.
10 ივლისი 2026, 21:53
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძეა
სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა.
10 ივლისი 2026, 21:51
სპორტი
მერაბ დვალიშვილი: სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე პროფესიონალი მებრძოლი ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ
ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვემზადები ჩემი ტრილოგიისთვის. ერთი კვირის წინ ჩამოვედი თბილისში და მგონია, რომ საკმაოდ მოვემზადე ამ პერიოდში, რომ ღირსეულად ვიჭიდაო, - განაცხადა პრესკონფერენციაზე RAF Georgia-ს ტურნირის ქართველმა მონაწილემ მერაბ დვალიშვილმა.
10 ივლისი 2026, 21:50
კულტურა
ბაქოში, საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე განხილული იყო ელექტრონული სისტემების დანერგვის პროცესი. აღინიშნა, რომ სისტემა აერთიანებს როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე სახელოვნებო განათლების და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროს და უზრუნველყოფს მათი მართვისა და ადმინისტრირების თანამედროვე, ციფრულ მექანიზმებს.
10 ივლისი 2026, 21:43
რეგიონი
პარლამენტის წევრებმა ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
პარლამენტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გამოცდების ჩატარებისთვის გამოყოფილი სივრცეები, ვიდეო მეთვალყურეობის კაბინეტი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ოთახი დაათვალიერეს.
10 ივლისი 2026, 21:30
სამართალი
სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


