imedi /  21 იანვარი 2018, 15:43 / სანდო წყარო

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ინდოეთში წარმატებით იასპარეზა

ინდოეთის პროფესიულ საჭიდაო ლიგაში მეოთხე ტური დასრულდა. ბოლოს წინა ტური ვლადიმერ ხინჩეგაშვილის „ჰარიანა ჰამერსისა“ და „მუმბაის“ შეხვედრით დაიხურა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ხიჩეგაშვილის მეტოქე საკმაოდ ტიტულოვანი, აზიის ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი, 25 წლის მონღოლი -ერდენებატინ ბახბაიარი იყო.

შეხვედრა სწორედ მონღოლი სპორტსმენის უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდიც მისი გამარჯვებით 4-0 დასრულდა. მეორე პერიოდის და მთლიანად შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთითა და 15 წამით ადრე, ლადომ 2 ქულა გაქვითა, გადამწყვეტი უპირატესობა კი მაშინ მოიპოვა როცა 20 წამი იყო დარჩენილი. მან ბახბაიარს ჯერ გამათანაბრებელი ორი ქულა აართვა, რასაც ორი ტრიალიც მოაყოლა და საბოლოოდ 8-4 გაიმარჯვა.

ამ დრამატული შეხვედრის შემდეგ მე-12-ე დღის საუკეთესო მოჭიდავედ ტურნირის ორგანიზატორებმა სწორედ ქართველი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონი დაასახელეს.

რაც შეეხება ამ გუნდების საბოლოო შედეგს ხინჩეგაშვილმა და მისმა „ჰარიანა ჰამერსმა“ 4-3 გაიმარჯვეს და ამ მოგებით სატურნირო ცხრილში გენო პეტიაშვილის „პანჯაბ როიალსთან“ ერთად 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

„ჰარიანა ჰამერსი“ მორიგ შეხვედრას 23 იანვარს, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ „დანგალთან“ გამართავს. სწორედ ამ შეხვედრით დასრულდება ტურნირის პირველი ეტაპი, მომდევნო დღიდან კი ნახევარფინალები დაიწყება. რაც შეეხებათ გენო პეტრიაშვილსა და მის „პანჯაბ როიალსს“ ისინი ხვალ, 22 იანვარს – „მუმბაის“ დაუპირისპირდებიან. ბოლო ტურის წინ უკვე გარკვეულია, რომ ორივე ქართველი ფალავინის გუნდი ნახევარფინალში იასპარეზებს.

ყველა სიახლე

30 ივლისი 2026, 21:42

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 21:32

მსოფლიო

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.

30 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაო ნინი

30 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.

30 ივლისი 2026, 20:38

პოლიტიკა

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დღესაც რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.

30 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული ფასეულობებისა და ინსტიტუტების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების ინიციატივით გამოდის.

მიხეილ სააკაშვილი

30 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარალელურად შიდაპარტიული უთანხმოებებისა და ლიდერების გამოუცხადებლობის ფონზე, სააკაშვილის პარტია 5 აგვისტოს ყრილობას გეგმავს, სადაც მმართველობითი საბჭო ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა ჩაიბაროს.

30 ივლისი 2026, 20:28

რეგიონი

პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა.

30 ივლისი 2026, 20:22

რეგიონი

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 20:15

საზოგადოება

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინიციატივა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი.

30 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრემიერ-მინისტრმა ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.

ჯანი ინფანტინო

30 ივლისი 2026, 19:58

მსოფლიო

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება

UEFA-მ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ხუთშაბათს მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას როგორც კაცების, ისე ქალების ტურნირებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება.

პედრო სანჩესი

30 ივლისი 2026, 19:45

მსოფლიო

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყველა არსებული რესურსის მობილიზებას ახდენს მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა მაროკოელი ესპანურ ენკლავ სეუტაში გადასვლას შეეცადა.

30 ივლისი 2026, 19:35

მსოფლიო

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - მიზეზი დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხება და მდინარე დნესტრში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება გახდა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

არჩილ ბერიძე

30 ივლისი 2026, 19:31

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე.

30 ივლისი 2026, 19:13

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი და საქართველოს დელეგაციის წევრები.

გივი მიქანაძე

30 ივლისი 2026, 19:10

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე

მინისტრმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.

30 ივლისი 2026, 19:07

პოლიტიკა

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.

ჯაბა ხუბუა

30 ივლისი 2026, 19:00

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი“ (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ.

30 ივლისი 2026, 18:48

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, - წერს გამოცემა POLITICO.