ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში 7 მაისს გაიმართება
ლაშა ტალახაძე
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში 7 მაისს გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძეს შეხვდა.
მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის სტატუსი უკვე მეორედ მოიპოვა.
გალა დაჯილდოება 7 მაისს 18:00 საათიდან რუსთაველის თეატრში ჩატარდება.
მსგავსი დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდება. აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია. ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად 5 თებერვალს აღიარეს.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 14:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: 2011 წლის 26 მაისის მაგალითზე, ამ ცუდი ისტორიიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქე ყოველთვის გაათვითცნობიერებს, სისხლის კვალი არ არის აუცილებელი, რომ იზეიმო დამოუკიდებლობის დღე, ეს მძიმე წარსულია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა განმეორდეს
„ადამიანებზე გადავლით, ადამიანების დახოცვით არ უნდა უზრუნველყო მერე მოჩვენებითი ზეიმი. ჯერ ადამიანს უნდა სცე პატივი იმიტომ, რომ ის დამოუკიდებლობა გინდა ადამიანისთვის. ეს უნდა გაითავისოს ყველა ხელისუფალმა და შემდეგ უნდა გააკეთო ყველაფერი დანარჩენი, როდესაც ადამიანზე გექნება სწორება. შესაბამისად, რთული და მძიმე გასახსენებელია. ეს არის მძიმე წარსული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა განმეორდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
26 მაისი 2026, 14:42
რეგიონი
ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პარალელურად იმართება სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთში, მკლავჭიდში, კალათბურთსა და ნარდში.
26 მაისი 2026, 14:42
რეგიონი
დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს ფოთში მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა
„დაცული ტერიტორიების სააგენტო რამდენიმე თემატიკით არის წარმოდგენილი - შემეცნებითი, გასართობი, კულტურული და საგამოფენო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ; წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში საერთაშორისო მნიშვნელობის არაერთი დაცული ტერიტორიაა წარმოდგენილი“.
26 მაისი 2026, 14:39
პოლიტიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) სრულიად საქართველოს, თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს საზოგადოებას უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!
26 მაისი 2026, 14:36
რეგიონი
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალქალაქსა და მარნეულში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეებია მოწყობილი
ადგილზე წარმოდგენილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენებით, ადგილობრივების კონცერტითა და თეატრალური წარმოდგენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
26 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
ITB China-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცეში 400 კვადრატული მეტრი დაეთმო. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო პავილიონში 30-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს შეხვედრები გამართოს და ბიზნესკავშირები დაამყაროს პოტენციურ პარტნიორებთან.
26 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვთ გადაქცეული დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით
სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვთ გადაქცეული დაყოფის და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
26 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ეს მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას. ის უკვდავყოფს იმ ისტორიულ ძალისხმევას, რომელიც კანონის უზენაესობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფოს ასაშენებლად იქნა გაწეული.
26 მაისი 2026, 14:34
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყოველი წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა, ეს არის ის სიხარული, რომელიც არასდროს განელდება
ყოველი წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა, ეს არის ის სიხარული, რომელიც არასდროს განელდება, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება.
26 მაისი 2026, 14:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ეს დღე ყველასია, ვულოცავ სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, რასაც ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას, ეს არის გამთლიანება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პოლიტიკითა და სიყვარულით
კარგად ვიცით თუ რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუ რა გამოწვევის წინაშე იდგა და რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომ, პირველ რიგში, რასაც ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას, ეს არის გამთლიანება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პოლიტიკითა და სიყვარულით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ. მან სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
26 მაისი 2026, 14:31
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: 26 მაისი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს
რუსთავში 26 მაისი დილიდან მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. სადღესასწაულოდაა მორთული თავისუფლების მოედანი და ქალაქის ცენტრალური ქუჩები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.
26 მაისი 2026, 14:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ გვაქვს უდიდესი სურვილი, სწრაფვა და მიზანი, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ - ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დაე, დადგეს ის დღე, როდესაც 26 მაისს ერთიან, დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოში ვიზეიმებთ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: 26 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი დღეა თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო ძვირფასია
„26 მაისი არის დღე ზეიმის, დღე სახელმწიფოებრიობის, ერთობის, ურთიერთპატივისცემის, ბრძოლებისა და გამარჯვებების, რამაც გამოგვატარა მთელი ეს საუკუნეები როგორც ერს, ისე საზოგადოებას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
26 მაისი 2026, 14:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: საქართველო დღეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო
„ახალი შემართებით დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობა. ამ გზაზე ბევრი ბრძოლა გავიარეთ, დღევანდელ დღემდე მოვედით. საქართველო დღეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. წელს ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით 1700 წელს. ქრისტიანობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა კახიანმა.
26 მაისი 2026, 14:18
რეგიონი
მცხეთაში ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი
მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში მცხეთა, როგორც ქვეყნის ისტორიული ცენტრი, მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მასპინძლობს. წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ ისტორიულ კონტექსტსაც ატარებს, რადგან ქვეყანა გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
26 მაისი 2026, 14:15
მსოფლიო
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ამერიკული დრონი ჩამოაგდო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9 Reaper-ი ჩამოაგდო.
26 მაისი 2026, 14:13
საზოგადოება
მამუკა რეხვიაშვილი: ეს დღე გვაერთიანებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის თავისუფლება, ერთიანობა და იმ ღირებულებების შენარჩუნება, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო დგას
რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სადღესასწაულო პროგრამა დილიდან დაიწყო.
26 მაისი 2026, 13:50
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: სამინისტრო აქტიურად მუშაობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში
დავით სონღულაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მოსახლეობას ერთიანობა, მშვიდობა და ქვეყნის გაძლიერება უსურვა.
26 მაისი 2026, 13:45
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია და მას გაფრთხილება სჭირდება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
26 მაისი 2026, 13:43
მსოფლიო
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
ირანში სიკვდილით დასაჯეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.


