imedi /  28 მაისი 2018, 19:00 / სანდო წყარო

ქუთაისი-დინამოს სერიაში მეხუთე მატჩი 30 მაისს გაიმართება

ქუთაისი-დინამოს სერიაში მეხუთე მატჩი 30 მაისს გაიმართება. შესაბამისად, კალათბურთში საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ფინალური სერიის მეხუთე მატჩში გაირკვევა. თბილისის “დინამომ” ვერ შეძლო მეოთხე მატჩში საკუთარ მოედანზე “ქუთაისის” დამარცხება და ტიტულის შენარჩუნება.

მასპინძლებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი ჩაატარეს კარგად და 16:13 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში იყო ერთი მომენტი, როცა “დინამო” რვა ქულამდეც მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ “ქუთაისმა” მოპოვებული უპირატესობა არ დათმო და დამსახურებულად მოიგო – 63:55.

მატჩი 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2026, 02:09

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ამ პრეპარატებს ევროპის ავტორიზაცია არ აქვთ, მაგრამ მინიჭებული აქვთ აშშ-ის დაჩქარებული ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს კვლევები - დაევალათ ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევა

ეგზონის ამოგდების (exon skipping) არცერთ პრეპარატს არ აქვს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია ერთის გამოკლებით - რომელსაც ჰქონდა, თუმცა შემდეგ უარი ეთქვა. 2018 წელს არის მიღებული ეს გადაწყვეტილება და მას შემდეგ არცერთ ამ ტიპის პრეპარატზე განაცხადი არ არის შეტანილი. მიზეზია წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე. კერძოდ, „კვლევის მიხედვით, არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით“. ესე იგი, მათ შორის, ვინც პრეპარატს იღებს და ვინც პლაცებოს არ იღებს (ანუ რეალურ პრეპარატს), შედეგი ერთნაირია. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მედიკამენტი ერთ მილიონ დოლარამდე ღირს და, ბუნებრივია, ასეთი საკითხი მარტივად ვერ გადაწყდებოდა და ვერც ასეთი კვლევები გამოქვეყნდებოდა სერიოზული არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

23 აპრილი 2026, 02:05

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია

ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია. FDA-საც ასევე გაცემული აქვს, მაგრამ იქვე უთითებს, რომ მწარმოებელმა უნდა წარადგინოს კლინიკური კვლევის შედეგები“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კვლევები გრძელდება, პროგნოზი დამაიმედებელია.

23 აპრილი 2026, 01:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა საჭიროა არა ემოციით, არამედ - პრაგმატული არგუმენტებით.

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2026, 01:55

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა

მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს შევხვდეთ, ფართოდ იყოს ამ საკითხზე მსჯელობა (საქმიანად, არგუმენტებით), რომელიც მოიცავს ამ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თემებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

23 აპრილი 2026, 01:55

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან

„საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან. მე კარგად მესმის მათი ემოციები, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები შემგუებელი იმ პოლიტიკოსების ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები არიან და პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს აკეთებენ. ისინი ან განზრახ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, ან, უბრალოდ, დილეტანტობასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2026, 01:52

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ამ პრეპარატების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს

ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ თანხა ენანებათ. ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოზე ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და, იმავდროულად, მათი კვლევითი რესურსებიც გაცილებით დიდია. ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვებს. ისინიც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 01:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი - წარმოუდგენელი სიფრთხილე და პოლიტიკური ალღო, გადაწყვეტილებების მიღების უნარი სჭირდება იმას, ასე სწორად იარო მთავარ გამოწვევასთან მიმართებაში

დღეს ინფორმაციული ომი არის მთავარი იარაღი სხვადასხვა ჯგუფის, ქვეყნის, ორგანიზაციის თუ ადამიანის ხელში. აქ საჭიროა დიდი პოლიტიკური ალღო, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ იმედი Live”. მან უპასუხა კითხვას - როგორია თქვენი თვალით დანახული ის გამოწვევები, რასაც ქვეყანამ გაუძლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში?

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 01:44

პოლიტიკა

მდინარაძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: მკაცრად ჩაშლილი დავალებაა, რომ არ გაეკაროთ ამ თემას. მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ თუ სუს-იდან ერთი ადამიანი უბრალოდ კითხვის დონეზე მისულა რომელიმე სასულიერო პირთან, პასუხს ვაგებ პირადად

დღეს, მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ თუ სუს-იდან ერთი ადამიანი უბრალოდ კითხვის დონეზე მისულა რომელიმე სასულიერო პირთან, ის რას აპირებს, ეს რას აპირებს, ამ დონეზეც კი, პასუხს ვაგებ პირადად, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 01:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მაქვს განცდა იმისა, რომ ყველამ, მათ შორის შტატებშიც, ევროპაშიც, სხვა ქვეყნებშიც დაინახეს, რომ საქართველო დღეს არის გაცილებით დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ვიდრე ეს იყო წლების წინ

მაქვს განცდა იმისა რომ ყველამ, მათ შორის შტატებშიც, ევროპაშიც, სხვა ქვეყნებშიც დაინახეს, რომ საქართველო დღეს არის გაცილებით დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ვიდრე ეს იყო წლების წინ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, წლების წინ შიდა საკითხები „ქართულ ოცნებას“ თამამი გადაწყვეტილებების საშუალებას არ აძლევდა.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 01:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ტულსი გაბარდი არის ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ცხოვრებაში თვალით არ მინახავს ეს ადამიანი, მაგრამ შევხვდი სხვა სამსახურის სხვა ხელმძღვანელს

ტულსი გაბარდი არის ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ცხოვრებაში თვალით არ მინახავს ეს ადამიანი, ეს იყო ტყუილი, მაგრამ შევხვდი სხვა სამსახურის სხვა ხელმძღვანელს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, აშშ-ში გამართული მისი შეხვედრა იყო პოზიტიური, რა დროსაც მხარეებმა მოსაზრებები და ინფორმაციები გაცვალეს.

დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2026, 01:20

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომთან დაკავშირებით „დროის ჩარჩოები“ არ არსებობს და უარყოფს, რომ გადაწყვეტილებებს შუალედური არჩევნები განაპირობებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულებისთვის „ვადები დაწესებული არ არის“ და უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ მის მიდგომაზე პოლიტიკური მოსაზრებები ახდენს გავლენას.

23 აპრილი 2026, 01:12

პოლიტიკა

მდინარაძე: მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ ქრთამს უთხრას არა

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელსაც შეიძლება რაღაც ცდუნება ჰქონდეს, ხვალ სასჯელის შიშით იქნება, თუ მორალური თვალსაზრისით გაძლიერებული მუშაობის შედეგად ქრთამს უთხრას - „არა“ და უარი, რაღაცნაირად ადრე თუ გვიან ეს უნდა დავალაგოთ, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 01:08

პოლიტიკა

მდინარაძე: მე ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება

მე ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ იმედი Live”.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 01:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური უსაფრთხოება უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

აქვთ პატარ-პატარა სიახლეები[ოპოზიციის უცხოელ ტრენერებს], მაგრამ არა ისეთი გარდამტეხი, რომ მათ ქმედებებში რამე შეიცვალოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, პოლიტიკური უსაფრთხოება უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 00:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ

სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.

23 აპრილი 2026, 00:42

პოლიტიკა

მდინარაძე: ეს ცვლილება 8 თვის წინ გადაწყდა. გუნდის თხოვნით დავიკავე ის თანამდებობა, მაშინ ასეთი საჭიროება იყო. საბოლოო ჯამში, დავუბრუნდით წინა გეგმას და პრემიერის გადაწყვეტილებით კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას

8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი. პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გუნდის თხოვნით დავიკავე ის თანამდებობა, მაშინ ასეთი საჭიროება იყო. დავუბრუნდით წინა გეგმას და პრემიერის გადაწყვეტილებით კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live”.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 00:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე იგორ ბლაჟევიჩზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან [იგორ ბლაჟევიჩი] დაკავშირებით, მისი მონაწილეობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის განცხადებით, ჩეხეთში მისი ვიზიტი იგორ ბლაჟევიჩს არ უკავშირდებოდა. „გამახსენდა ერთი ე.წ ნიუსი, ჯერ-ჯერობით უცნობია და ვარკვევთ უკავშირდებოდა თუ არა მდინარაძის ვიზიტი [ჩეხეთში] ბლაჟევიჩს, ახლა უკვე შემიძლია გაგცეთ პასუხი: არა, არ უკავშირდებოდა. ეს იყო კვირებით ადრე დაგეგმილი ვიზიტი, გეგმიური სამუშაო ვიზიტი, ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, უსაფრთხობის და დაზვერვის სამსახურების უფროსებთან. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საერთოდ ამ თემას არ შევხებივართ, არ იყო მათი თემა. მეორე შემთხვევაში შევეხეთ. მეტს აღარ გავაგრძელებ, თუმცა რაღაც ჩაჭდებული საუბარი ამასთან დაკავშირებით არ გვქონია. რაც შეეხება ბლაჟევიჩს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შემდეგი წინადადება ბევრ ადამიანს არ მოეწონება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით. ამიტომ, როდესაც ისინი [ოპოზიცია] თამამად საუბრობენ, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაც-ვიღაცეებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან რას გეგმავდა ოპიზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად. „მოვა დრო და ვილაპარკებთ იმაზეც რას გეგმავდნენ, რა მიზანი აქვთ, რა ვერ ქნეს და რა ქნეს. შეიძლება ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ისინი [ოპოზიცია] უკვე ძალიან გაფრთხილდნენ, მას შემდეგ რაც ტელევიზიით გაჟონა ამ ინფორმაციამ. როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის, დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები და დავალებები გადაწყვიტეს. აქაც ჩვენ შიდაუწყებრივად, საბედნიეროდ, გავძლიერდით სამართალდამცველები ისე, რომ „ჩავმჯდარიყავით“ იქ სადაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებისას, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კეთილი ინებონ ამასაც დაანებონ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2026, 00:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერი იყო დღე, როცა მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა პედანტური სიზუსტით, სხვა შემთხვევაში, შეიძლება დიდი უბედურების მომსწრენი გავმხდარიყავით

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვრცლად ისაუბრა 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე.

დიმიტრი პესკოვი

23 აპრილი 2026, 00:34

მსოფლიო

პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა ეს მოლაპარაკებები შედეგიანი უნდა იყოს და შეთანხმებების ფინალიზაციის ეტაპზე უნდა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

23 აპრილი 2026, 00:28

მსოფლიო

პენტაგონი: ირანის ომში 400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

პენტაგონის მონაცემებით, ირანის ომში დაჭრილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ ოთხშაბათს 400-ს მიაღწია.