imedi /  09 ივლისი 2018, 20:04 / სანდო წყარო

რა და როგორ შეიცვალა უიმბლდონის ტურნირზე ბოლო 50 წლის განმავლობაში

უიმბლდონის
ცენტრალური კორტი

უიმბლდონის
ცენტრალური კორტი

1968 წელს ჩოგბურთის სამყაროში რევოლუცია მოხდა. პირველად, დიდი სლემის ტურნირებში მონაწილეობის უფლება პროფესიონალ მოთამაშეებს მისცეს. დაიწყო ჩოგბურთის ღია ეპოქა, რომელმაც თამაშს ის სახე მისცა, რაც დღეს აქვს. წლევანდელი შეჯიბრება დიდ ბრიტანეთში 2 ივლისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება. BBC წერს, თუ რა შეიცვალა ჩოგბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ბოლო 50 წლის განმავლობაში.

1968 წლამდე ჩოგბურთი მკაცრად იყოფოდა პროფესიულ და სამოყვარულო მიმართულებებად. რაც იმას ნიშნავდა, რომ სპორტსმენები, რომლებიც თავის გამოსვლებში ფულს იღებდნენ, დიდი სლემის შეჯიბრებებში ვერ მონაწილეობდნენ. ამასთან, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ზოგიერთი ჩოგბურთელი მხოლოდ ირიცხებოდა მოყვარულებში, რათა სხვადასხვა ჩემპიონატებში მიეღო მონაწილეობა, სინამდვილეში კი კლუბებისაგან ფინანსდებოდა.
 
თამაშის სამართლიანი წესების დამკვიდრებისათვის 1960-იანი წლების ბოლოს გადაწყდა, რომ ლაუნ-ჩოგბურთის ასოციაცია (ALC) შევიდოდა ჯერ კიდევ 1868 წელს შექმნილ კროკეტის ერთიან ინგლისურ კლუბში. ასე გაჩნდა მსოფლიოში ცნობილი ლაუნ-ჩოგბურთისა და კროკეტის ინგლისური კლუბი (AELTC).     

გაერთიანებული სტრუქტურის პირველი პრეზიდენტი ჰერმან დევიდი იყო. ის ჩოგბურთის რეფორმის ინიციატივით ჯერ კიდევ 1959 წელს გამოვიდა, როდესაც ჯერ მხოლოდ სპორტული ჩინოსანი იყო. მაშინ მისი იდეა უარყვეს. მას შემდეგ რაც AELTC-ს ჩაუდგა სათავეში, მან დაარწმუნა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია უფლება მიეცათ პროფესიონალებისთვის მოყვარულებთან ერთად გამოსულიყვნენ. ასე დაიწყო ჩოგბურთის, როგორც პროფესიული სპორტის ეპოქა და მიღწევები.  

საპრიზო ფონდი

1971 წლის ფუნტი-სტერლინგის რეფორმისა და ინფლაციის გათვალისწინებით, 1968 წელს კაცების ტურნირის გამარჯვებულმა როდ ლეივერმა პრიზის სახით დაახლოებით 30 ათასი ფუნტი მიიღო. ხოლო ქალთა თანრიგში გამარჯვებულმა ბილი ჯინ კინგმა, დღევანდელი 11 ათასი ფუნტი. საბოლოოდ, დიდი სლემის ტურნირების 12-გზის ჩემპიონმა კინგმა ჩოგბურთში გენედერული თანასწორობისთვის ბრძოლა დაიწყო, რასაც წლების შემდეგ კიდევ ერთი რევოლუციური რეფორმა მოჰყვა - ქალების და კაცების პრიზების მოცულობა გათანაბრდა. სწორედ უიმბლდონში 2007 წელს დიდი სლემის გამარჯვებულმა კაცებმა და ქალებმა ისტორიაში პირველად თანაბარი მოცულობის პრიზები მიიღეს. 2018 წლის უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებულები 2, 250 000 ფუნტით დაჯილდოვდებიან.        

უიმბლდონის კორტები

1968 წლისთვის ლაუნ-ჩოგბურთის ინგლისური კლუბის ცენტრალური კორტი მსოფლიოს მთავარ კორტად იქცა და დღემდე ასეთად რჩება. თავად კორტი თავისი ბალახის საფარით ისეთივეა, როგორიც წარსულში, მაგრამ მის ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. ტრიბუნები 50 წლის განმავლობაში 5 ათასი ადგილით გაიზარდა. 2009 წელს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების შედეგად ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავი გაჩნდა.     

რა შეიცვალა მაყურებლისათვის

ბრიტანელებისათვის უიმბლდონის ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ბოლო წლების ცვლილებებმა და გარდაქმნებმა მხოლოდ განამტკიცა მაყურებლის ინტერესი ამ შეჯიბრების მიმართ. სტატისტიკის თანახმად, ტურნირზე დამსწრეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუ 1968 წელს შეჯიბრებას 276 279 გულშემატკივარი დაესწრო, 2018 წელს - 480 000. გულშემატკივრებს არ აბრკოლებს არც ბილეთის საგრძნობლად გაზრდილი ფასი. ბევრი საათობით დგას რიგში იმისათვის, რომ უბრალოდ მოხვდეს კლუბის ტერიტორიაზე და კორტებს შორის გაისეირნოს. ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთი 1968 წელს 5,28 ფუნტი სტერლინგი ღირდა, დღეს - 25 ფუნტი. ცენტრალურ კორტზე მოსახვედრი ბილეთი 1968 წელს ღირდა - 22,53 ფუნტი, დღეს - 120 ფუნტი.

ტრადიციის ერთგულება და დრეს კოდი

მაშინ როდესაც ტურნირის საპრიზო ფონდი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უიმბლდონის მთავარი თასი და მისი გადაცემის ცერემონია არ შეცვლილა. კაცის ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულის ჯილდო ვერცხლის თასია, რომელიც პირველად გაიცა 1887 წელს. ქალებს შორის გამარჯვებული იღებს ვერცხლის თეფშს. პირველად ის გამარჯვებულს 1886 წელს გადასცეს.

ისევე როგორც 50 წლის წინ, მთავარ თასს გამარჯვებულებს ლაუნ-ჩოგბურთის და კროკეტის ინგლისური კლუბის პრეზიდენტი გადასცემს. 1968 წელს ეს პოზიცია ეკავა კენტის ჰერცოგინია პრინცესა მარინას, დღეს ეს მისი შვილია - კენტის ჰერცოგი, პრინცი ედვარდი.
 
1963 წელს უმბლდონის ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ სპორტსმენებმა დიდწილად თეთრი ტანსაცმლით უნდა იასპარეზონ. 1995 წელს წესები გამკაცრდა და ფორმულირება დაზუსტდა: „ფაქტორივად სრულად თეთრ ფერში“. „დრეს კოდის“ დარღვევისათვის ორგანიზატორებს ჩოგბურთელის დაჯარიმება ან მატჩიდან მოხსნაც კი შეუძლიათ.

მონაწილე ქვეყნები და პრესა

ჩოგბურთი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ორი პროფესიული ტურის ATP-ის და WTA-ის ფარგლებში ბევრ ქვეყანაში პრესტიჟულობის მხრივ სხვადასხვა, უამრავი ტურნირი ტარდება. გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებსაც სპორტსმენები ტურნირის პირველ რაუნდებში წარმოადგენენ. დიდწილად ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გადაადგილება ტექნიკურად იოლი და ფინანსურად ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

1968 წელს უიმბლდონის ტურნირზე სულ 34 ქვეყანა მონაწილეობდა, 2018 წელს - 49.

შეჯიბრებას 50 ქვეყნის ჟურნალისტები აშუქებენ ხოლმე. 2017 წელს ტურნირზე მუშაობდა 350 ტელე-, რადიო-, და გაზეთის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი. ჟურნალისტების რაოდენობით მეორე ადგილზეა დიდი სლემის ტურნირი ნიუ-იორკში: შარშანდელ US Open-ს 47 ქვეყნის ჟურნალისტები აშუქებდნენ.

როგორ შეიცვალა ტექნოლოგიები

მსაჯი, რომელიც მატჩს აკვირდება ძველებურად ზის სკამზე კორტის ნაპირას, მაგრამ ახლა მას თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობები ეხმარება - დაწყებული კომპიუტერიდან, დასრულებული სენსორებით, რომლებიც ბადეზე ბურთის შეხებას აფიქსირებს.

მაგრამ ბოლო წლების ყველაზე თვალსაჩინო სიახლეა - „ქორის თვალი“ (hawk-eye), სამგანზომილებიანი კომპიუტერული სისტემა, რომელიც უშეცდომოდ განსაზღვრავს ბურთის ტრაექტორიას და კორტთან შეხების ადგილს.

ეს სისტემა, რომლის დახმარებითაც ჩოგბურთელებს ხაზის მსაჯების გადაწყვეტილებებზე დავა შეუძლიათ, უიმბლდონზე პირველად 2007 წელს გამოსცადეს. შემდეგ წელს კი აამოქმედეს ახალი ელექტრონული ტაბლო, რომელზეც ანგარიში იწერება. 1968 წელს მატჩის შედეგებს ტაბლოზე ხელით ბოლბოები ცვლიდნენ. საბოლოოდ ყველა კორტი თანამედროვე ტაბლოებით 2013 წელს აღიჭურვა.

ბოლბოები

1968 წელს უიმბლდონის ტურნირს 100 ბილბოიზე ნაკლები ემსახურებოდა. ძირითადად ესენი იყვნენ საქველმოქმედო ფონდის Shaftesbury Homes-ის მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვები. ეს ფონდი მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს ეხმარებოდა. მათ ლაუნ-ჩოგბურთის კლუბის ფერთა გამის, მწვანე-იისფერი შორტი და მაისური ეცვათ.      

1977 წლიდან ბოლბოიში გოგოებიც აიყვანეს. შედეგად ტურნირის მომსახურე ბავშვების რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. დღეს გოგოებს და ბიჭებს აცვიათ მუქი ლურჯი პოლოს მაისურები მწვანე კანტით და მუქი ლურჯი შორტები, რომელსაც ამერიკული კომპანია Polo Ralph Lauren აწარმოებს.

ყველა სიახლე

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

მე ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში და აშშ, რომელიც იყო ევროკავშირის ფინანსური და ეკონომიკური წარმატების მთავარი გარანტი, ევროკავშირს აღიქვამს კონკურენტად და აღარ აღიქვამს პარტნიორად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ

ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:21

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

ყველა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ისეთი დიდი ინდუსტრიული ქვეყნების მოქალაქეები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, აანალიზებენ იმას, რომ არჩევნების შედეგად, სისტემური პარტიების მეშვეობით, ისინი ვერ ცვლიან თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგს და შესაბამისად, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყნებს მართავენ, ამ შემთხვევაში მერციც და მაკრონიც, არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის რეიტინგებზე საუბრისას.

სანდრო ბაზაძე

20 სექტემბერი 2026, 23:11

სპორტი

სანდრო ბაზაძე საერთაშორისო ტურნირ „სატელიტის“ გამარჯვებულია

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის, „სატელიტის“ გამარჯვებულია.

20 სექტემბერი 2026, 22:12

კულტურა

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

საბედნიეროდ, ყველა ეპოქაში არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც ბევრი საუბარი საერთოდ არ არის საჭირო. მათი სახელები და გვარები თავად ჰყვებიან ყველაფერს განვლილ გზაზე, ნიჭზე, პატრიოტიზმსა და იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მათ ქვეყნის ცხოვრებაში შეაქვთ.

იაგო ხვიჩია

20 სექტემბერი 2026, 22:06

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

გია აბაშიძე

20 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.

20 სექტემბერი 2026, 21:40

კულტურა

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებულ იმ წესზე მოგვითხრობს, რომელმაც არაერთი ოჯახისა თუ თაობის ისტორია შეცვალა. ამბავი სისხლის აღების წესზე, ადამიანურ არჩევანსა და პატიების ძალაზეა.

20 სექტემბერი 2026, 21:25

პოლიტიკა

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მიმდინარე პოლიტიკური კვირა ისევ ნაცნობი სცენარით დასრულდა - ბევრი განცხადება, ბევრი ბრალდება და ჯერ კიდევ გაურკვეველი პასუხი კითხვაზე: ვინ, როდის და როგორ აპირებს პოლიტიკურ რეინკარნაციას. ოპოზიციაში მოშლილ კოორდინაციაზე ლაპარაკობენ, ციხიდან გამოგზავნილ წერილებში კი უკვე საკუთარ თანამებრძოლებს აკრიტიკებენ.

20 სექტემბერი 2026, 21:23

მსოფლიო

Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ​არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, - წერს გამოცემა „პოლიტიკო”.

ვატო შაქარიშვილი

20 სექტემბერი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ „უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“

როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება უნგრეთში და ე.წ. პროევროპული ხელისუფლება მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის გამართვა, რასაც განცხადებით გამოეხმაურა და მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც ქვეყნები იხდიან ბრიუსელის კეთილგანწყობაში, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

20 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ამ მიწის ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია. რაც შეეხება კანცლერ მერცის პარტიას, ის 5%-იან ბარიერთან იმყოფება.

20 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

სუს-ის ახალი უფროსი - თამაზ ბორაშვილის სამოქმედო გეგმები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების გამოვლენა, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოება - ეს ბორაშვილის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

20 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

ბრიუსელის მორჩილების ეფექტი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უნგრეთი ბრიუსელზე დამოკიდებული ხდება, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ორბანი. იცვლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შეზღუდვები და იხსნება ლგბტ კონტენტზე დაწესებული აკრძალვების დიდი ნაწილი.

ბექა ძამაშვილი

20 სექტემბერი 2026, 20:46

ეკონომიკა

ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი

ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

20 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

სიმართლე, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიღაბი ჩამოხსნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ფონ დერ ლაიენს შავი ოთხშაბათი დაუდგა. ევროკომისიის პრეზიდენტს ევროდეპუტატებმა შეუტიეს. განწყობა მძიმეა - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დუმილის დრო აღარ არის. ევროპა კარგავს ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ხმა აღარც საკუთარ მთავრობებს და აღარც ბრიუსელს ესმის.

20 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ დაფინანსებული საბოტაჟი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯით ქვეყანა ზიანდება. ამის მაგალითია ეროვნული ინტერესებით შეფუთული საბოტაჟი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და შემდეგ სახელმწიფოსთან ენკას სამართლებრივი დავა.

20 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.