Imedi /  10 ივლისი 2018, 19:42 / სანდო წყარო

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ გადავიდა

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ 9 წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდზე ვკითხულობთ

რონალდოს ტრანსფერისთვის კომპენსაცია 100 მილიონ ევროს შეადგენს. სპორტსმენმა რეალთან 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ კი ლა ლიგა მოიგო. რაც შეეხება ტურინელებს, ისინი იტალიის ჩემპიონატს ზედიზედ 7 სეზონია იგებენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მაინც ვერ აღწევენ.

„რეალთან“ კონტრაქტი რონალდუს 2021 წალმდე ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელს ბოლო თვეების მანძილზე კლუბის მფლობელთან კონფლიქტი ჰქონდა. ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 438 შეხვედრაში რონალდუს ანგარიშზე 450 გოლია.

მაისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟორჟე მენდეში მოლაპარაკებებს კლუბ "პარი-სენ-ჟერმენმთან" აწარმოებდა. პსჟ-მ რონალდუს 45 მილიონი ევრო შესთავაზა.

ამ ცნობის გავრცელებიდან მალევე, რონალდუმ მადრიდის „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემთხვევაში, თუ მას ხელფასს ოთხჯერ არ გაუზრდიდნენ და ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს არ გადაუხდიდნენ გუნდს დატოვებდა და კარიერას სხვაგან განაგრძობდა. 

როგორ გამოეხმაურა კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლას სოცქსელში გულშემატკივარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

კომენტარები ()

ყველა სიახლე

Deezer

16 იანვარი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

Deezer-ის ახალი აპლიკაციით 30 ათასამდე რადიოსადგურის უფასოდ მოსმენა შეიძლება

სიახლე რადიოსადგურების მოსმენის პარალელურად მომხმარებელს დამატებით სერვისსაც სთავაზობს. ნებისმიერი მუსიკალური კომპოზიციის მოწონებისას ის აპლიკაციის ბიბლიოთეკაში ინახება და მისი განმეორებით მოსმენა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება.

ტატიშვილის ქუჩა

16 იანვარი 2019, 19:32

ძალოვნები

„ქრონიკამ“ ტატიშვილის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა

„ქრონიკამ“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც ჩანს, თუ რა მოხდა 15 იანვარს ტატიშვილის ქუჩაზე. სისხლიანი გარჩევის დროს საღამოს თბილისის ცენტრში ორი ახლაგაზრდა კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა ორი ადამიანი.

ლაშა ხუციშვილი

16 იანვარი 2019, 19:20

ეკონომიკა

პრობლემური სესხების პატიების პროექტი დასრულდა

პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემური სესხების პატიების პროექტი წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა პრობლემური სესხების განულების პროექტის შედეგების შეფასებისას განაცხადა .

ზვიად ძიძიგური

16 იანვარი 2019, 19:01

საქართველო

ზვიად ძიძიგური ამბობს, რა რისკი ახლავს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას

არსებობს საშიშროება, თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ვაღიარებთ, გაბრაზებულმა რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

16 იანვარი 2019, 18:54

მსოფლიო

კენიაში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

კენიის დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსზე თავადასხმას ბოლო მონაცემებით სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა. ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბაბმა“ აიღო.

უკრაინის მთავრობა

16 იანვარი 2019, 18:52

ეკონომიკა

უკრაინას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შეაქვს

16 იანვარს უკრაინის მთავრობამ პირველ ვიცეპრემიერს, სტეპან კუბივს დაავალა, ხელი მოაწეროს უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის პროტოკოლს 1995 წლის 9 იანვრის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ეროვნული ბანკი

16 იანვარი 2019, 18:51

ეკონომიკა

სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე ეროვნულ ბანკში 100-მდე განაცხადი შევიდა

მიმდინარე წლის ორ კვირაში საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე100-მდე განაცხადი უკვე შევიდა. საფინანსო ბაზარზე ოპერირების დაწყების ნეაბრთვას სებ-ი იმ შემთხვევაში გასცემს, თუ კომპანია ყველა წესს დააკმაყოფილებს.

Huawei-ს დირექტორი

16 იანვარი 2019, 18:47

ტექნოლოგიები

Huawei-ის ხელმძღვანელი კომპანიის შესაძლო ჯაშუშობის რისკებს უარყოფს

მედიასთან ინტერვიუსას ჩინური კომპანიის ხელმძღვანელმა პასუხი აშშ-ის ეჭვებს გასცა, იმის შესახებ თითქოს კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა სხვა ქვეყნების სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.

გლობალური ეკონომიკა

16 იანვარი 2019, 18:26

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2019 წლის გლობალური საფრთხეები დაასახელა

2019 წლის შესაძლო რისკებს შორის მოხვდა აგრეთვე კიბერთავდასხმები, ყალბი ახალი ამბების (Fake News) გავრცელება და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებებისადმი ნდობის დაკარგვა.

16 იანვარი 2019, 18:13

საქართველო

საქართველოს საავიაციო უშიშროების მაჩვენებელი 58%-ით გაუმჯობესდა

„უსაფრთხოების აუდიტის მონაცემებით საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.

თეა წულუკიანი

16 იანვარი 2019, 18:12

ძალოვნები

თეა წულუკიანი: პროკურატურაში ხუთწლიანი რეფორმა დასრულდა

პროკურატურაში ხუთწლიანი რეფორმა დასრულდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა და საპროკურორო საბჭოში ახალი თავმჯდომარის დანიშვნას გამოეხმაურა. მან წარმატება უსურვა ნანა ხუნჯუას და უწყებას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მიულოცა.

სოფია კოპოლა

16 იანვარი 2019, 17:53

კულტურა

სოფია კოპოლა ბილ მარის Apple-ის პირველ კინოფილმში გადაიღებს

ბილ მარისთან ერთად ფილმში მონაწილეობას რაშიდა ჯონსი მიიღებს. ფილმის სიუჟეტი მაყურებელს ახალგაზრდა დედის ისტორიას მოუყვება, რომელიც მას თავის პლეიბოი მამასთან აკავშირებს. Apple-ი სხვადასხვა სატელევიზიო პროექტზე პარალელურად ჯენიფერ ენისტონთან, სტივენ სპილბერგთან და რიზ უიზერსპუნთანაც მუშაობს.

დონალდ ტრამპი

16 იანვარი 2019, 17:46

მსოფლიო

ტრამპმა მსოფლიოში არსებული დამცავი კედლების რაოდენობა დათვალა

„მსოფლიოში დღეისათვის 77 დამცავი კედელია და კიდევ 45 ქვეყანა გეგმავს ასეთი კედლების მშენებლობას. 2015 წლიდან დღემდე მხოლოდ ევროპაში 700 მილის სიგრძის კედელი აშენდა. ყველა ეს პროექტი 100 პროცენტით წარმატებულად აღიარეს. შევაჩეროთ კრიმინალი ჩვენს სამხრეთ საზღვრებთან!“- წერს ტრამპი Twitter-ზე.

16 იანვარი 2019, 17:38

ტაბლოიდი

აშშ-ში 2 წლის ბავშვი მოძრავი ავტომობილიდან გადავარდა. ვიდეო

შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელიც უკან მოძრავი ავტომობილის რეგისტრატორით არის გადაღებული. კადრებში ჩანს ბავშვი, რომლის გადავარდნა დედამ ვერც კი შეამჩნია და გზა გააგრძელა. პოლიციის ცნობით, მოზარდი არ დაშავებულა

ნანა ხუნჯუა

16 იანვარი 2019, 17:35

ძალოვნები

საპროკურორო საბჭოს თავჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს

ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს ახალ თავჯდომარედ აირჩიეს. საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია

16 იანვარი 2019, 17:29

საქართველო

პრეზიდენტი შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა და ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

თბილისი

16 იანვარი 2019, 17:24

ეკონომიკა

თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ბიზნესაქსელერატორი შექმნა

თბილისის მერიის და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი ვებგვერდებს შეუქმნის, შეუდგენს ბიზნესგეგმას და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.

Bird Box

16 იანვარი 2019, 17:19

ტექნოლოგიები

YouTube-მა საშიში და სტრესული ვიდეოები დაბლოკა

ვიდეო პლატფორმამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაგა, რაც ე.წ. „გამოწვევებმა“ ზოგჯერ ადამიანების სიკვდილი ან სიცოცხლისთვის საზიანო ტრავმები გამოიწვია. Google-ის კუთვნილმა ვიდეოს გაზიარების ვებგვერდმა განაცხადა, რომ მსგავსი ვიდეოების ადგილი YouTube-ზე არ არის.

მანბიჯი, სირია

16 იანვარი 2019, 17:16

მსოფლიო

ჩრდილოეთ სირიაში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ მანბიჯში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამერიკული სამხედრო კოლონის ჩავლისას ამოქმედდა. აფეთქებას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა.

16 იანვარი 2019, 17:02

კულტურა

„მოჩვენებებზე მონადირეების“ რეჟისორის შვილი ფილმის გაგრძელებას გადაიღებს

ფილმის სცენარი ჯეისონ რაიტმენმა და რეჟისორმა და სცენარისტმა გილ კინანმა დაწერეს. ფილმის წარმოებით Sony Pictures-ი დაკავდება, გადაღებები კი 2019 წლის ზაფხულში დაიწყება.