imedi /  11 სექტემბერი 2018, 10:59 / სანდო წყარო

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია სერენა უილიამსის წინააღმდეგ გამოვიდა

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) მხარი მსაჯს კარლოს რამოს დაუჭირა, რომელმაც ამერიკელი სპორტსმენი სერენა უილიამსი აშშ-ის ღია ჩემპიონატზე დააჯარიმა. 

ITF-ში აღნიშნეს, რომ მსაჯი კანონის ფარგლებში მოქმედებდა და პრეტენზია მის მიმართ არ არსებობს. "კარლოს რამოსი - ჩოგბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პატივსაცემი მსაჯია. რამოსის გადაწყვეტილება შეესაბამებოდა წესებს და ამაზე US Open-ის გადაწყვეტილებაც მოწმობს, რომელამაც უილიამსი დააჯარიმა", - წერია ფედერაციის განცხადებაში. 

უილიამსმა ფინალურ შეხვედრაში რამდენჯერმე გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება, რის გამოც, მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, მეორე სეტში 3:4-ზე უილიამსი ერთი გეიმით დასაჯეს და ნაომი ოსაკას უპირატესობა ორგეიმიანი გახდა.

სერენას პირველი გაფრთხილება მეორე სეტის დასაწყისში მისცა მთავარმა არბიტრმა, მეორე გაფრთხილება უილიამსმა ჩოგანის დამტვრევისთვის მიიღო, როცა მეხუთე გეიმში თავისი გეიმი დათმო. ამის გამო სერენა მსაჯს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

აშშ-ის ღია პირველობაზე ქალთა ტურნირის გამარჯვებული იაპონელი პირველად გახდა.ნაომი ოსაკამ სერენა უილიამსი 6-2 6-4 დაამარცხა.

ყველა სიახლე

ჰესის მშენებლობა

22 აპრილი 2019, 14:12

საქართველო

პანკისელების ნაწილი ჰესის მშენებლობაზე დიალოგისთვის მზად არის

ადგილობრივებს მთავრობისგან პირობა აქვთ, რომ სამუშაოები იქამდე არ განახლდება, ვიდრე პროექტს მოსახლეობის კრიტიკული უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება. ხეობაში ახლა მხოლოდ დაცვის პოლიციის 50-მდე თანამშრომელია. კიდევ ერთი საკითხი, კონფლიქტის შედეგად კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობას ეხება.

22 აპრილი 2019, 14:11

მსოფლიო

ფილიპინებზე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Bloomberg-ის ცნობით, შენობებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სხვე დეტალები ჯერ არ ვრცელდება.

22 აპრილი 2019, 14:08

ეკონომიკა

Pepsi-მ „კოსმოსურ“ რეკლამაზე უარი თქვა

გამოცემა Futurism-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ PepsiCo’s შვილობილი კომპანია რუსეთში სტარტაპ StartRocket-თან იწყებს მუშაობს, რათა ენერგეტიკული სასმლის რეკლამა თანამგზავრების დახმარებით გააკეთოს.

22 აპრილი 2019, 14:02

მსოფლიო

შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულებს მსოფლიოს ქვეყნებში პატივი მიაგეს

გუშინ შრი-ლანკაში მომხდარ ტრაგედიას მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყანაში გამოეხმაურნენ. 8 აფეთქების შედეგად 290 დაღუპულისა და 500-ზე მეტი დაშავებულისთვის პატივის მისაგებად საფრანგეთის დედაქალაქში ეიფელის კოშკი ჩაქრა.

ყავის დალევა

22 აპრილი 2019, 13:49

ტექნოლოგიები

დასახელდა რამდენი ჭიქა ყავაა სასარგებლო

საშუალოდ ერთი ჭიქა ყავა 95-165 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, ამასთან სპეციალისტების თქმით, შედეგის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ერთ კილოგრამზე 3-6 მილიგრამი კოფეინის მიღება, მაგალითად თუ ადამიანი არის 60 კგ, მას შეუძლია მიიღოს 180-დან 240 მილიგრამმდე.

22 აპრილი 2019, 13:40

საქართველო

ზურაბიშვილი ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

პრეზიდენტი უკრაინასთან ურთიერთობების გარღმავებას ელის. „ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას, უკრაინელ ხალხს კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვულოცავ. ველი ახალ პრეზიდენტთან მუშაობას და ორმხივი ურთიერთობების გაღრმავებას“, - დაწერა Twitter-ზე პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

22 აპრილი 2019, 13:39

მსოფლიო

აშშ თავის მოქალაქეებს შრი-ლანკაზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

"ტერორისტული ჯგუფები განაგრძობენ თავდასხმების მომზადებას.სამიზნე შეიძლება გახდეს ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო კვანძები, მაღაზიები, ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სასტუმროები, კლუბები, რესტორნები, სამლოცველოები და პარკები“, - წერია განცხადებაში.

ჯონ ლენონი

22 აპრილი 2019, 13:33

ტაბლოიდი

ჯონ ლენონის ფორტეპიანო აუქციონზე გაიყიდა

ლოტი 575 ათას დოლარად გაიყიდა. მუსიკალური ინტრუმენტი კომპანია Gotta Have Rock and Roll -მა გაყიდა. კომპანიის მტკიცებით, ფორტეპიანო ჯონ ლენონმა 1966 წელს იყიდა და მისი გამოყენებით ბევრი თავისი ჰიტი დაწერა. ჯონ უინსტონ ონო ლენონი ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი იყო.

Nissan

22 აპრილი 2019, 13:27

მსოფლიო

კომპანია Nissan-ის ყოფილ დირექტორს ახალი ბრალი წაუყენეს

ტოკიოს პროკურატურის განცხადებით, გონი თაღლითურ სქემას იყენებდა და Nissan-ის ფულს ომანში რეგისტრირებულ კომპანიას ურიცხავდა, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობდა, საბანკო ანგარიშს კი თავად გონი აკონტროლებდა. 2015 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში კარლოს გონმა ჯამში 15 მილიონი დოლარი გადარიცხა აშშ-ში.

22 აპრილი 2019, 13:20

ტაბლოიდი

კონგოს პარკში გორილები კამერის წინ პოზირებენ

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გორილების ნაციონალურ პარკში რეინჯერმა ორ გორილასთან ერთად სელფი გადაიღო. ფოტოზე ჩანს, რომ ცხოველებმა ფოტოსთვის სპეციალური პოზა შეარჩიეს. ამის შესახებ BBC წერს.

22 აპრილი 2019, 13:20

მსოფლიო

შრი-ლანკაში აფეთქებისას დანიელ მილიარდერს სამი შვილი დაეღუპა

შრი-ლანკაში აფეთქებებისას დაღუპულთა შორის დანიის უმდიდრესი ადამიანის შვილებიც არიან. ტერორისტულ თავდასხმას ანდერს ჰოლჩის სამი შვილი ემსხვერპლა. მილიონერის 4 შვილი შრი-ლანკაში სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა.

კახა კუჭავა

22 აპრილი 2019, 13:11

საქართველო

კუჭავა: გასარკვევია სრულფასოვანია თუ არა ჰესის მშენებლობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხში ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანო ჩართული არ იყო, მაგრამ მომხდარის შემდეგ კომიტეტი ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.

სოფო კილაძე

22 აპრილი 2019, 12:55

საქართველო

სამადაშვილი სოფო კილაძეს: თქვენ დღეს ფსკერზე დახვედით

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუსის ყოველწლიური ანგარიში მოსმენაა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ სოფო კილაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პანკისის ხეობა

22 აპრილი 2019, 12:50

საქართველო

ლილუაშვილი პანკისის მოვლენებზე: პოლიციელზე აღმართული ხელი სახელმწიფოზე აღმართული ხელია

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. როგორც დეპუტატებთან სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, პანკისში დამატებითი ძალები მას შემდეგ შევიდნენ, რაც იქ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს პრობლემები შეექმნათ.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 აპრილი 2019, 12:46

საქართველო

სუსი: ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები შემცირდა

"მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფსს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას განსაკუთრებული აქტივობების შესახებ, სუსი განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

22 აპრილი 2019, 12:46

მსოფლიო

დღეს დედამიწის დღეა 🌍

დღეს დედამიწის დღეა. ესაა ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ის პირველად 1970 წელს აღნიშნეს, დღესდღეობით კი მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად 193-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.

ვულკანი

22 აპრილი 2019, 12:40

მსოფლიო

ბალიზე ვულკანი „აუგუნგი“ ამოიფრქვა

ხელისუფლებამ ვულკანის სიახლოვეს არსებული ტერიტორიებიდან ევაკუაცია მოახდინა და მოქალაქეები და ტურისტები გაიყვანა. ვულკანმა ამოფრქვევისას ჰაერში ფერფლი 2 კილომეტრის სიმაღლემდე გატყორცნა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ამინდი

22 აპრილი 2019, 12:19

საქართველო

როდის გამოიდარებს საქართველოში

თბილისში 22 აპრილს ცივი, წვიმიანი და ნისლიანი ამინდი იქნება. 23-24 აპრილს შესაძლოა მცირე დროით იწვიმოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 25-28 აპრილის უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კანიე უესტი

22 აპრილი 2019, 12:14

ტაბლოიდი

კანიე უესტმა სააღდგომო წირვა ჩაატარა

მუსიკალურ ფესტივალზე Coachella რეპერმა კანიე უესტმა სააღდგომო წირვა ჩაატარა და ახალი სიმღერა Water წარადგინა. მუსიკოსმა 25 კომპოზიცია შეასრულა და თითოეული მათგანი საგალობლის სტილში იყო დაწერილი. რეპერთან ერთად იმღერეს Ty Dolla $ign, Chance The Rapper, Ant Clemons და DMX-მა.

ევროპული საქართველო

22 აპრილი 2019, 12:13

საქართველო

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს

"ევროპული საქართველო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი წევრის, ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გაწვევას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. "ევროპელების" თქმით, გზირიშვილი, ხარებავა და ქადაგიძე მათზე დაკისრებულ მოვალეობას შესაბამისად არ ასრულებენ.