imedi /  11 იანვარი 2019, 22:37 / სანდო წყარო

ვატიკანმა მძლეოსანთა ნაკრები მღვდლებისა და ბიბლიოთეკარისგან დააკომპლექტა

ვატიკანი

ვატიკანში მძლეოსნობაში ნაკრების პრეზენტაცია გაიმართა. Guardian-ის ცნობით, ქალაქ-სახელწმიფოში ეს პირველი ოფიციალური სპორტული ორგანიზაციაა. 

იტალიის ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით, გუნდი იტალიის მძლეოსნობის ფედერაციის ნაწილი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვატიკანის ნაკრები ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებს, მომავალში კი ის მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებას გეგმავს. 

ამჟამად ნაკრებში 60 ადამიანია: მათ შორის არიან მღვდლები, გვარდიელები, ადმინისტრაციული მუშაკები და ბიბლიოთეკის 62 წლის თანამშრომელი.

ყველა სიახლე

ლუის ჰემილტონი

06 დეკემბერი 2019, 10:04

სპორტი

წლის საუკეთესო ავტომრბოლელი ლუის ჰემილტონი გახდა

ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2019 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ავტომრბოლელთა რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის პირველ ადგილზე მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰემილტონი მოხვდა, რომელმაც 2019 წელს გამართულ ფორმულა 1-ის 21 რბოლიდან 11 მოიგო.

ნიკა გვარამია

06 დეკემბერი 2019, 09:51

ძალოვნები

ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. გამოკითხვაზე გამოცხადება ნებაყოფლობითია და უარის შემთხვევაში გვარამიას მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად დაიბარებენ. Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განუცხადეს, რომ გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული, თუმცა სხვა დეტალებზე უწყება ჯერ არ საუბრობს.

პარიზი საპროტესტო აქცია

06 დეკემბერი 2019, 09:37

მსოფლიო

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი ცნობით, დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაზე 800 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

დევიდ ბექჰემი

06 დეკემბერი 2019, 09:19

ტაბლოიდი

მართვის მოწმობის აღდგენის შემდეგ დევიდ ბექჰემი კვლავ სკანდალში გაეხვა

დევიდ ბექჰემი მართვის მოწმობის აღდგენიდან რამდენიმე კვირაში კვლავ სკანდალში გაეხვა. როგორც პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, 44 წლის ფეხბურთელმა ავტომობილი მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გააჩერა, დაახლოებით 20 წუთი ჩართული ძრავით იდგა და მობილური ტელეფონით სარგებლობდა.

პენტაგონი

06 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 7000-მდე ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ირანის მიერ ერაყში მოკლე მანძილზე მფრინავი რაკეტების შეტანის შემდეგ რეგიონში საჰაერო უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს პენტაგონის რამდენიმე თანამშრომელმა განუცხადა.

ანგელა მერკელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი

06 დეკემბერი 2019, 08:38

მსოფლიო

მერკელი ჰიმნს ისევ მჯდომარე მდგომარეობაში უსმენს. ვიდეო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოფიციალურ შეხვედრაზე სახელმწიფო ჰიმნებს ისევ მჯდომარე მდგომარეობაში მოუსმინა. მერკელისა და ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრის ვიდეოკადრები ყაზახურმა ტელევიზიამ გაავრცელა.

Saudi Aramco

06 დეკემბერი 2019, 08:18

ეკონომიკა

Saudi Aramco-მ აქციების საბოლოო ფასი დაადგინა

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსების ფარგლებში თავისი აქციების საბოლოო ფასი დაადგინა. ერთი აქციის ფასი 32 რიალი (8,53 დოლარი) იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უმრავლესობის სხდომა

06 დეკემბერი 2019, 08:05

საქართველო

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმარება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

მულანი

06 დეკემბერი 2019, 00:56

კულტურა

Disney-მ „მულანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება. „მულანის“ პრემიერა 2020 წლის 27 მარტს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

06 დეკემბერი 2019, 00:40

მსოფლიო

ტრამპი: აშშ ირანში პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას

აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა თეთრ სახლში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. Amnesty International-მა ორშაბათს პროტესტის სულ მცირე 208 მონაწილის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

ბილი აილიში

06 დეკემბერი 2019, 00:20

კულტურა

ბილი აილიშმა ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

მომღერალმა ბილი აილიშმა სიმღერაზე „xanny“ ვიდეორგოლი წარადგინა. ამის შესახებ Rolling Stone-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია აილიშის ალბომში „When We All Fall Asleep, Where Do We Go?“ შედის, რგოლის რეჟისორი კი თავად 17 წლის მომღერალია. „ძალიან მიხარია, რომ ჩემი სარეჟისორო დებიუტი გაგიზიარეთ“, - განაცხადა აილიშმა.

მიტროპოლიტი გერასიმე

05 დეკემბერი 2019, 23:58

საქართველო

ზუგდიდის მიტროპოლიტი ბერის დაკავებაზე: პასუხისმგებლობას არ ვიხსნით

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ კომენტარი გააკეთა. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს. ათონის მთაზე მოღვაწე ბერი და მასთან ერთად ერთი ადამიანი 4 დეკემბერს დააკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2019, 23:38

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი Time-ის ყდაზე მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ Time-ის ყდაზე პირველად მოხვდა. დეკემბრის გამოშვებაში მასთან ინტერვიუც არის გამოქვეყნებული, რომელიც პრეზიდენტმა ჟურნალისტ საიმონ შუსტერს მისცა. შუსტერი და ზელენსკი ერთმანეთს ნოემბერში შეხვდნენ, როცა პრეზიდენტმა რამდენიმე დასავლურ გამოცემას ინტერვიუ მისცა.

ნგოლო კანტე

05 დეკემბერი 2019, 23:20

სპორტი

„ჩელსის“ ფეხბურთელი თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ნგოლო კანტე თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. „ეკიპის“ ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ისმის, როგორ ემუქრებოდა რაშიდ საადნა კანტეს. საადნა დაკითხვაზე უკვე დაბარებულია პარიზის პროკურატურაში და სავარაუდოდ მის წინააღმდეგ საქმეც აღიძვრება.

დემონსტრაცია პარიზში

05 დეკემბერი 2019, 23:00

მსოფლიო

საფრანგეთში საპენსიო რეფორმა 500 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა

დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. პარიზში აქციაზე 200 000 ადამიანი გამოვიდა. ნაწილმა ვიტრინები ჩაამსხვრია და პოლიციელებს ტროტუარის ქვები დაუშინა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მიროსლავ ლაიჩაკი

05 დეკემბერი 2019, 22:49

საქართველო

მიროსლავ ლაიჩაკი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ეუთოს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პოლარული დათვები

05 დეკემბერი 2019, 22:24

მსოფლიო

ათობით პოლარული დათვი რუსულ სოფელში შეიჭრა

სოფელში ყველა სახის საჯარო ღონისძიება გაუქმდა, სკოლებს კი გაძლიერებულად იცავენ. ბუნების დამცველების თქმით, ცხოველების სოფელთან გამოჩენა კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. გლობალური დათბობის გამო ნაპირთან ყინული სუსტია, რაც ცხოველებს ნადირობას ურთულებს. ამიტომ ისინი საკვებს სოფლებში ეძებენ.

ლინას ლინკევიჩუსი დავით ზალკალიანი

05 დეკემბერი 2019, 22:05

საქართველო

ზალკალიანმა და ლინკევიჩუსმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული აუდიენციისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში გამოხატული მხარდაჭერისა და სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის.

05 დეკემბერი 2019, 21:50

თემა

იცით თუ არა, რა კრიტერიუმებით განასხვავებენ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განვითარების დონის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალს სისტემატურად აქვეყნებს. მსგავს კვლევებს სხვა საერთაშორისო გაერთიანებებიც ატარებენ, თუმცა კრიტერიუმები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. რა უდევს საფუძვლად ქვეყნების ტიპოლოგიას? რა კრიტერიუმებით აკუთვნებენ მათ ამა თუ იმ კატეგორიას? რას ნიშნავს განვითარებული, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა?

აშშ კაპიტოლიუმი

05 დეკემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

აშშ-მა რუს ჰაკერებს ბრალი წარუდგინა და სანქციები დაუწესა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ჰაკერული დაჯგუფება Evil Corp-ის წევრები არიან, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ბანკებიდან სულ ცოტა 100 მილიონი დოლარი მოიპარა. სანქციები შვიდ რუსულ კომპანიასაც შეეხო. უწყების ინფორმაციით, მათი ხელმძღვანელი Evil Corp-ის სავარაუდო წევრი დენის გუსევია.