imedi /  10 თებერვალი 2019, 22:04 / სანდო წყარო

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გადამწყვეტ დაპირისპირებაში იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა. შეხვედრა ლიპარტელიანის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ქულა ვაზარით აიღო.

ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის გრანდ სლემი კარიერაში მესამედ მოიგო.

პარიზის გრანდ სლემზე ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა 4 მედლით დაასრულა. ბრინჯაოს ლაშა შავდათუაშვილი და თეიმურაზ ნოზაძე დაეუფლნენ. ვერცხლი კი ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზეა.

ყველა სიახლე

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 22:28

საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ ქარელს ნაფტალინიანი ადამიანი უწოდა

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი რომ გააკეთოს "ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები". ასე აფასებს ის ქარელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა.

დიჯეი

23 ივლისი 2019, 22:10

კულტურა

შაკილ ო'ნილმა ბელგიის ელექტრონული მუსიკის ფესტივლზე ყველა „დაჩრდილა“

ბელგიაში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი Tomorrowland-ი მიმდინარეობს. ფესტივალზე სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად ასევე დაუკრა შაკილ ო'ნილმა, რომელიც ცნობილია როგორც დიჯეი Diesel-ი. ასევე ო'ნილი ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარულია, ხოლო „მოშინგი“ ბევრი ასეთი კონცერტის განუყოფელი.

ვიაჩესლავ ვოლოდინი

23 ივლისი 2019, 22:01

საქართველო

რუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი უნახავს 😬

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, რუსეთისადმი ოფიციალური თბილისის ნეგატიური დამოკიდებულება მიუღებელია, - ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

ქუთაისი

23 ივლისი 2019, 21:42

საქართველო

ქუთაისში საპირფარეშოების პრობლემის გამო მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარიაა

ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარიაა. ამის მიზეზი კი ქალაქის მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტუალეტებია. ამ პრობლემის გარდა, სხვა საკითხებიც არსებობს, მაგალითად ქუთაისელი მძღოლები მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ჩივიან. ქუათაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ.

ინტერნეტ მიმოწერა

23 ივლისი 2019, 21:35

ტაბლოიდი

კაცმა ქორწილის წინა დღეს ყოფილ შეყვარებულს მისწერა და ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

ალექსას ყოფილმა შეყვარებული წერდა, რომ მომდევნო დღეს ქორწილი აქვს და ამ წერილს საცოლის ნებართვით წერს. ალექსას თქმით, მან არ იცოდა, რა პასუხი უნდა გაეცა ყოფილი შეყვარებულისთვის. მისმა პოსტმა 96 ათასი გაზიარება და 420 ათასი მოწონება დააგროვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან Twitter-ის მომხმარებლებმა ახალგაზრდა კაცს გმირი უწოდეს.

მიხეილ ქარელი

23 ივლისი 2019, 21:28

საქართველო

მიხეილ ქარელის თქმით ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა

მიხეილ ქარელი "ქრონიკასთან" ინტერვიუში პარიზში მომხდარ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.

კრისტოფერ ვრეი

23 ივლისი 2019, 21:07

მსოფლიო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ჩარევას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთის მიზანს მესამე ქვეყნების საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს.

მაქსიმ დადაშევი

23 ივლისი 2019, 20:53

სპორტი

რუსი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

აშშ-ში რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი რინგზე დაპირისპირების შემდეგ საავადმყოფოში ტვინის შეშუპებით მოხვდა, დღეს კი გარდაიცვალა. რუსეთის ბოქსის ფედერაციაში ამბობენ, რომ მოკრივის გარდაცვალების გარემოებებს გამოიძიებს. 28 წლის მაქსიმ დადაშევი საავადმყოფოში პუერტორიკოელ სუბრიელემ მატიასთან რინგზე დაპირისპირების შემდეგ მოხვდა.

ბაქო თბილისი ყარსი

23 ივლისი 2019, 20:23

ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება.

მოსამართლეების დანიშვნა

23 ივლისი 2019, 20:03

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: ზურაბ ადეიშვილმა ჩემი პროფესიონალიზმი დაინახა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უსმენენ. მას ზურაბ ადეიშვილთან თანამშრომლობის შესახებ შეკითხვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. თავაძის თქმით, ადეიშვილმა მისი პროფესიონალიზმი დაინახა.

კახა კალაძე

23 ივლისი 2019, 19:48

საქართველო

კახა კალაძე 24 ივლისს თურქეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვდება ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის ხელმძღვანელებს, ესტუმრება ISUZU-ს ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, შესყიდვის ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა.

ახალციხის მთავარი საათი

23 ივლისი 2019, 19:47

საქართველო

ახალციხის მთავარ საათს მეხი დაეცა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მდებარე საათს მეხი დაეცა, რის გამოც შიდა მექანიზმია დაზიანებული. როგორც ქალაქის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, საათი უახლოეს მომავალში კვლავ ამუშავდება. ქალაქის მთავარი საათი თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მიმდინარე წლის აპრილში დადგეს.

ლოხ-ნესის ტბა

23 ივლისი 2019, 19:35

ტაბლოიდი

შოტლანდიაში ლოხ-ნესის ურჩხულზე სანადიროდ ათასობით ადამიანი ემზადება

სოციალურ ქსელში თითქმის უკვე 18 ათასმა ადამიანმა თანხმობა განაცხადა ურჩხულის მოძებნაზე, ხოლო მათთან ერთად წასვლაზე კიდევ 38 ათასამდე ადამიანი ფიქრობს. ურჩხულის მოძებნის იდეა გამოძახილია აშშ-ში სოცქსელში დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით "ზონა 51-ის შტურმის აღება". ღონისძიება 21 სექტემბერს არის დანიშნული.

ვინ დიზელი და ჯო უოტსი

23 ივლისი 2019, 19:18

კულტურა

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზე ვინ დიზელის დუბლიორი 9 მეტრის სიმაღლიდან დაეცა

ამერიკელი მსახიობის ვინ დიზელის დუბლიორი „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების დროს სერიოზულად დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვინ დიზელის დუბლიორი ჯო უოტსი აივნიდან ხტებოდა, როდესაც დამცავი თოკი გაწყდა და დაცემისას კასკადიორმა თავი დაარტყა.

კრის კრაფტი

23 ივლისი 2019, 18:58

ტექნოლოგიები

Apollo 11-ის მისიის ორგანიზატორი გარდაიცვალა

კრის კრაფტმა NASA-ში მუშაობა 1958 წელს დაიწყო. მან ეკიპაჟის კოსმოსური ფრენებისთვის დაგეგმვისა და კონტროლის პროცესები შეიმუშავა. მან ორგანიზება გაუწია NASA-ს ფრენის კონტროლის ოპერაციებს მთვარეზე „აპოლოს“ მისიის დროს. NASA-ს ხელმძღვანელის, ჯიმ ბრაიდენშტაინის განცხადებით, მისი მემკვიდრეობა შეუფასებელია.

ნუკრი ბენიძე

23 ივლისი 2019, 18:50

სპორტი

ბაქოში ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ანგარიშზე 8 მედალია. ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კიდევ 2 მედლი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორი 65 კილოგრამ წონაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ფაცინაშვილი გახდა.

ვირავან კედკესრი

23 ივლისი 2019, 18:36

ტაბლოიდი

ტაილანდში ორსული მოდელი ფეხის მასაჟის დროს კომაში ჩავარდა და 6 თვეში გარდაიცვალა

25 წლის მოცეკვავე და მოდელი ვირავან კედკესრი 11 იანვარს ფეხის მასაჟზე მივიდა, თუმცა სეანსის დროს გონება დაკარგა. მასაჟისტმა კოლეგებთან ერთად მისი დახმარება სცადეს, მოგვიანებით ადგილზე ექიმებიც მოვიდნენ და ვირავანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გზაში მოდელმა ინსულტი გადაიტანა, რის გამოც მას მუცელი მოეშალა. ექიმებმა ვირავანს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დაუდგინეს.

გაფიცვა

23 ივლისი 2019, 18:34

ეკონომიკა

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

120 თანამშრომელი 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს. მოძრაობა მაგისტრალზე პოლიციის ჩარევის შემდეგ განახლდა. როგორც ისინი ამბობენ, გაუსაძლისი სამუშაო პირობების, დარღვეული უსაფრთხოების ნორმებისა და ხელფასის დაგვიანების გამო კომპანია უკვე 10-მდე დასაქმებულმა დატოვა.

მოდელები

23 ივლისი 2019, 18:21

ტაბლოიდი

Oysho-ს სარეკლამო კამპანიამ მომხმარებლები აღაფრთოვანა

ფოტოებზე სამი მოდელია აღბეჭდილი. მათი სხეულის ფორმები საყოველთაოდ გავრცელებულ სტანდარტში არ ჯდება და არც ფოტოებია პროგრამებით დამუშავებული. ამ ფაქტმა მომხმარებელში კმაყოფილება გამოიწვია იმის გამო, რომ Oysho-მ აქცენტი მოდელების ბუნებრიობასა და ნატურალიზმს გაუსვა.

ანდრეს ინიესტა

23 ივლისი 2019, 18:16

სპორტი

ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ელჩი გახდა

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ელჩი გახდა. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაში ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაში ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა.