imedi /  05 მარტი 2019, 15:16 / სანდო წყარო

6 მარტს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება

რაგბი

ხვალ უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამხანაგური შეხვედრები თბილისში ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

პირველი მატჩი 6 მარტს 16 საათზე დაიწყება, მეორე შეხვედრა კი 10 მარტს 14 საათზეა ჩანიშნული. უმცროსი ბორჯღალოსნები, ივნისში არგენტინაში გასამართი „მსოფლიო რაგბის“ 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. 

ფრანგ 20-წლამდელებთან ქართველებმა შარშანაც ითამაშეს. პირველი შეხვედრაში მასპინძელმა ფრანგებმა 24:19 მოიგეს, მეორე თამაშში კი რევანში შედგა და საქართველომ მეტოქეს 14:0 სძლია.

ყველა სიახლე

20 მაისი 2019, 21:42

სპორტი

დაშლის პირას მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ „რუსთავი“ დაამარცხა

67-ე წუთზე ზურაბ ჯაფიაშვილმა გოლი საკუთარ კარში ჩაჭრა და ქუთაისელები დაწინაურდნენ. 78-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ქუთაისელებმა 2 ბურთიანი სხვაობა მოიპოვეს. საბოლოოდ, „ტორპედომ“ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ნახევარფაბრიკატები

20 მაისი 2019, 21:28

ტექნოლოგიები

დიეტოლოგები: ნახევარფაბრიკატები ასუქებს

როგორც ავსტრიული გამოცემის ჟურნალისტი წერს, მსოფლიოში 1975 წლიდან დღემდე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჭარბწონიანობას განიცდიან, 3-ჯერ გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი კვების ჩვევებია. კერძოდ, ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ან დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სასმელის მიღება.

ლინა ჰიდი და ჯერომ ფლინი

20 მაისი 2019, 21:24

ტაბლოიდი

GOT-ის მსახიობმა ყოფილ შეყვარებულთან ერთად გადაღებაზე უარი თქვა

მსახიობმა ლინა ჰიდიმ, რომელიც ტელეარხ HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ სერსეა ლანისტერის როლს ასრულებს, ბრონის როლის შემსრულებელ ჯერომ ფლინთან ერთობლივ სცენებში გადაღებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და სალომე ზურაბიშვილი

20 მაისი 2019, 20:57

საქართველო

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი იყო იმ უცხოელი კოლეგებიდან, რომელთანაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

20 მაისი 2019, 20:48

საქართველო

ხულოს მერობის ორმა კანდიდატმა თითო-თითო ხმა მიიღო

ხულოში მერის შუალედურ არჩევნებში სულ 14 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, მათგან ორმა კანდიდატმა მამუკა ქობულაძემ და ნუგზარ ფუტკარაძემ მხოლოდ თითო-თითო ხმა მიიღეს. ასეთი ცესკოს ოფიციალური მონაცემები. ქობულაძე „ახალი საქართველოს“ კანდიდატი იყო, ფუტკარაძე კი- ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის.

ბეირუთი

20 მაისი 2019, 20:27

მსოფლიო

პოლიციამ ბეირუთში დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

ლიბანის პოლიციამ ბეირუთის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შესახებ სააგენტო უცხოური მედია წერს. ბეირუთის ცენტრში ასეულობით ადამიანი, მათ შორის გადამდგარი სამხედროები და პროფკავშირების წევრები ხელფასებისა და პენსიების შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ.

არჩევნები

20 მაისი 2019, 20:24

საქართველო

როგორ შეფასდა შუალედური და რიგგარეშე არჩევნები

არასამთავრობო ორგანიზაციები შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს დადებითად აფასებენ. დარღვევები იყო, მაგრამ ძირითადად ტექნიკური ხასიათის, რაც საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამოცდა ჩაბარებულია.

20 მაისი 2019, 20:12

ეკონომიკა

Ford-ი სამუშაო ადგილებს ამცირებს

ამერიკული ავტოგიგანტი Ford-ი 2019 წლის აგვისტომდე ხარჯების დაზოგვის მიზნით, 7000 სამუშაო ადგილს შეამცირებს. კომპანიამ სპეციალური სტრატეგია მოამზადა, რაც მუშახელის 10%-ით შემცირებას გულისხმობს. Ford-ის ადმინისტრაციის განცხადებით, მხოლოდ აშშ-ში 2300 სამუშაო ადგილს შეამცირებს, რის შედეგადაც კომპანია $600 დაზოგავს.

ლაშა ტალახაძე

20 მაისი 2019, 19:47

სპორტი

ლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ქობულეთში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კაცებს შორის 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი ზედიზედ მეორედ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძე გახდა.

ვლადიმერ გროისმანი

20 მაისი 2019, 19:19

მსოფლიო

უკრაინის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმირ გროისმანი 22 მაისს გადადგება. უკრაინული მედიის ცნობით, გროისმანმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს გამართულ ინაგურაციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მინისტრთა კაბინეტი ვერაფერს გააკეთებს, სჯობს გადადგეს.

რობერტ ქოჩარიანი

20 მაისი 2019, 19:18

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიგზავნა

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საქმეზე წარმოება შეწყვიტა და საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქოჩარიანის ადვოკატთა ჯგუფის პრესმდივანმა ელენ არაქელიანმა განუცხადა.

ჩადი

20 მაისი 2019, 19:16

მსოფლიო

ჩადში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

შეტაკებები სილას პროვინციის 3 დასახლებულ პუნქტში მოხდა, ერთმანეთს კი ადგილობრივი მოსახლეობა და არაბული ტომები დაუპირისპირდნენ. წესრიგის დასამყარებლად იქ ხელისუფლებამ სამხედროები გაგზავნა. გასულ კვირას მეზობელ პროვინციაში შეიარაღებულ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

სოხუმი

20 მაისი 2019, 19:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. არჩევნების გადატანაზე უარი განაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანაზე უარი განაცხადა და კენჭისყრის ჩატარების თარიღად კვლავ 21 ივლისი დატოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების გადატანას მხარი 14-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი სულ მცირე 24 ხმა იყო საჭირო. სხდომას 35-დან 32 ე.წ. დეპუტატი ესწრებოდა.

Huawei

20 მაისი 2019, 18:59

ტექნოლოგიები

მედია: ჩიპების მწარმოებელმა კომპანიებმა Huawei-ს მომარაგება შეწყვიტეს

გადაწყვეტილება Qualcomm-მა, Intel-მა, Xilinx-მა, Broadcom-მა მას შემდეგ მიიღეს, რაც Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა. ამერიკული კომპანიის საპასუხოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა Huawei-მ. აშშ-მა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის ქმედებებში ეჭვი ჯერ კიდევ 2018 წელს შეიტანა.

20 მაისი 2019, 18:46

ეკონომიკა

Total-მა და Eni-მ რუს ნავთობიმპორტიორებს გადარიცხვები შეუჩერეს

ფრანგულმა ნავთობკომპანია Total-მა და იტალიურმა Eni-მ რუს ნავთობიმპორტიორებს მათ შორის „როსნეფტს“ და „სურგუნეფტგაზს“ გადარიცხვები შეუჩერეს. ამის მიზეზია ნავთობსადენ „დრუჟბაში“ ნედლეულის დაბინძურება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეიფელის კოშკი

20 მაისი 2019, 18:39

მსოფლიო

ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა

პარიზში ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც ლითონის კონტრუქციაზე გარედან ადამიანი ავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.

ვოლოდომირ ზელენსკის ინაუგურაცია

20 მაისი 2019, 18:22

საქართველო

ზურაბიშვილი: ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს გულწრფელი მილოცვები გადავეცი

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დავით უსუფაშვილი

20 მაისი 2019, 18:08

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა

ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საპროტესტო აქცია სოხუმში

20 მაისი 2019, 18:06

საქართველო

სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანას საპროტესტო აქციით ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების გადატანის მოთხოვნით სოხუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ამის შესახებ რუსულ მედიას სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ განუცხადა.

ნაიჯელ ფარაჯი

20 მაისი 2019, 17:53

მსოფლიო

ბრიტანელ პოლიტიკოსს მილქშეიკი შეასხეს. ვიდეო

როგორც The Guardian-ი წერს, "ბრექსიტის პარტიის" ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს ქალაქ ნიუკასლში გადაადგილებისას 32 წლის კაცმა მილქშეიკი შეასხა. გამოცემის ცნობით, უცნობი კაცი პოლიციამ დააკავა. ფარაჯი კი მომხდარს მოგვიანებით Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელი ხდება.