Imedi /  06 ივლისი 2019, 23:06 / სანდო წყარო

პრინც არჩის ნათლობის ფოტოები გავრცელდა

პრინც არჩის ნათლობა უინძორების სასახლეში გაიმართა. ცერემონიის დღისადმი მიძღვნილი ფოტო Instagram-ზე გავრცელდა. 

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილებით, პრინც არჩის ნათლობის ცერემონია დახურული იყო.

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ცერემონიის სატელევიზიო გაშუქებაზე უარი თქვეს, ფოტოებს კი მათი ქორწილის ფოტოგრაფმა გადაიღო. ნათლობის ცერემონიას მხოლოდ ოჯახის ახლობლები დაესწრნენ. მათ შორის უელსის პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია უილიამი და კეიტ მიდლტონი.

ეკლესიაში არ იყო დედოფალი ელისაბედ მეორე.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილი ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა მონათლა. 

მეორე ნათლია კი მეგან მარკლის მეგობარი, სტილისტ ჯესიკა მალრუნი იყო. ნათლიებს შორის ასევე არიან ჰარის მეგობრები მარკ დაიერი და მარკუს ანდერსონი.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პირველ შვილს სახელად არჩი დაარქვეს. ახალშობილის სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილს ვაჟი 6 მაისს შეეძინა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ არჩი საზოგადოებას 8 მაისს გააცნეს.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

16 იანვარი 2021, 15:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ ახალ პოლიტსაბჭოზე: გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან

„პოლიტსაბჭოში არიან დარგის სპეციალისტებიც - საერთაშორისო, საშინაო საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება. მათ აქვთ საქმისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც დამკვიდრდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

იაგო ხვიჩია

16 იანვარი 2021, 15:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო, რომ მართალი ხარ, ან შეთანხმდე ხელისუფლებასთან და შეხვიდე პარლამენტში

ზოგადად, დიდი შანსია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ ვხედავ ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმას“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

შსს

16 იანვარი 2021, 15:29

სამართალი

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე თავისუფალია

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე გაათავისუფლეს.

მამუკა მდინარაძე

16 იანვარი 2021, 15:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა შეექმნა

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მთავარი ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა, რომ დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის დემოკრატიულ მართვას განაპირობებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდიანრაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა ძალამ მოლაპარაკებებზე მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: „ქართული ოცნება“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავია ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის კაშკაშა ვარსკვლავია.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 15:18

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება, გარდა იმისა, რაც შედეგებშია ასახული

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება, გარდა იმისა, რაც შედეგებშია ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაზე საუბრისას განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხება.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:17

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გავრილოვის ღამე მელიას ღამე იყო, კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „გავრილოვის ღამე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ღამეა, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 15:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე პარტიების დაფინანსებაზე: ყველა მხარეს ვუსმენთ, ყველა არგუმენტს ვითვალისწინებთ - ზუსტად ეს განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან

ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების არგუმენტები, რომლებიც ამბობენ: რატომ უნდა დავაფინანსოთჩვენი გადასახადებიდან ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოების ნაწილმა ხმა მისცა იმისთვის, რომ მათ პარლამენტში იმუშაონ და ეს დაფინანსება მიიღონ არჩევნების საფუძველზე, ამ ყველაფერს უგულებელყოფენ, ყველაფრის გაუქმებას ითხოვენ, რა საჭიოა ან რამდენას სამართლიანია ასეთ დროს მათ მიიღონ ბიუჯეტში შეტანილი ფული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა

ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო პოლიტიკური ქველმოქმედების 8-წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

16 იანვარი 2021, 15:10

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება

„ბატონი ბიძინას გარეშე რთულია პარტიისთვის, მაგრამ შევეცდებით, გაათმაგებული მუშაობით ჩვენ ეს გამოწვევა გადავლახოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავითარი კლანები „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს

რაღაც კლანებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. არავითარი კლანები პარტიაში არ არსებობს. ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ისინი ცდილობენ, აქცენტები ჩვენზე გადმოიტანონ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, გუნდი არის ერთიანი და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე

გვაქვს ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა.

ვლადიმერ ბოცვაძე

16 იანვარი 2021, 14:58

სამართალი

შს მინისტრის მოადგილის თქმით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა. მისივე განმარტებით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია.

გიორგი კახიანი

16 იანვარი 2021, 14:53

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის პოზიციები შეჯერდება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ

ჩვენ მივესალმებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და თუკი მათ შორის რაიმე სახის პოზიციების დაახლოება ხდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს

მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს, რაც შეეხება მე-5 რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს-კვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი არ შემცირდება.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული

ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება. როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში დამარცხდი, საზოგადოების მხარდაჭერა უგულებელყოფენ და პარლამენტში არ შეხვედი, ერთადერთ ხავსს ეჭიდებიან - საუბრობენ, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა

პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი, რა თქმა უნდა, დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აცილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას

როგორც ვხედავთ, ირაკლი კობახიძეს აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გუნდისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე განათლებული, ახალგაზრდა, ენერგიული ლიდერია.