imedi /  15 ივლისი 2019, 10:34 / სანდო წყარო

როგორ გახდნენ პოპულარულები საუკუნის წინ ამერიკაში ჩასული გურული მოჯირითეები. ისტორია

გურულები

გურული მხედრები ამერიკაში

ერთი საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებში წასული გურული ემიგრანტების შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა. გურული ცხენოსნები თურმე ამერიკაში ძალიან პოპულარულები იყვნენ, მათი ნიჭის წყალობით კი ცხენოსნები მალე ამერიკული საზოგადოების აღმოჩენადაც იქცნენ.

საარქივო მასალების მიხედვით უბადლო მხედრები გურიაში ბუფალო ბილის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს და მსოფლიოში ცნობილ "ველური დასავლეთის შოუში მონაწილეობა" შესთავაზეს. საუკუნის წინ მათი ამერიკაში ჩასვლის ამბავი კი ბრაზილიელმა მხატვარმა მსოფლიოში უდიდესი მონუმენტური მხატვრობით შემოგვინახა, რომელიც ნიუ-იორკშია.

"იმედის კვირის" სიუჟეტში გამოყენებული ისტორიული კინოკადრები 1908 წელსაა გადაღებული და მათზე აღბეჭდილნი არიან გურული მოჯირითეები ნიუ-იორკის ქუჩებში მიმდინარე აღლუმზე.

მირონ ჭყონია, პანტელეიომონ ცინცაძე, ივანე ბარამიძე  და სხვა ქართველი მიგრანტები, რომელთა სახელებიც უცნობია,  მალე საკუთარი ნიჭით ამერიკული კოვბოი კულტურის ნაწილიც გახდნენ.   

120 წლის შემდეგ ნიუ-იორკში ისევ გამოჩნდა ქართველი მიგრანტის სახე, მაგრამ ამჯერად 800 კვ.მ ზე შესრულებულ მონუმენტურ მხატვრობაში. ბართლომე მშვიდობაძის - ქართველი მიგრანტის ფოტო „ელის აილენდის“  იმიგრაციის მუზეუმშია დაცული. საუკუნის წინ ამერიკაში ჩასულ 5 იმიგრანტს შორს მისი სახე, იმ ქართველმა მკვლევარმა (ირაკლი მახარაძემ) ამოიცნო, რომელიც თავადაც გურულია და ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნეში ჩასული გურული მხედრების ისტორიებს 20 წელი  სწავლობდა. 

"მხედრები აღტაცებულები იხსენებდნენ შტატებს. მოჯირითე ნიკოლოზ ჭყონია სახლში გამოგზავნილ წერილში იტყობინებოდა: ,,პატივისცემა ნამეტანი გვაქვს. თელი ჩემგან არ ეიწერება და უკანასკნელს გეტყვი მარმარილოს ქვის ჩერჩმები გვაქვს, იმოდენა სიმდიდრე ყოფილა”. კირილე ხოფერიას თქმით, ისინი ცხოვრობდნენ მაღალსართულიან სახლებში, ადიოდნენ მოძრავი ოთახებით (ლიფტებით), რამაც გურულები გააოგნა. გიორგი ჩხაიძე კი თავისიანებს თურმე უყვებოდა, რომ ჩიკაგოში იმდენი ელექტრონის მავთული იყო გაბმული, რომ ჩიტები ეჯახებოდენ და ძირს ცვიოდნენო", - ამბობს მკვლევარი ირაკლი მახარაძე. 

ფოტოების დიდ ნაწილს მკვლევარმა სწორედ ამერიკაში, ვაიომინგის შტატში მიაგნო. პატარა ქალაქ ქოუდს, სადაც თავს ჰოლივუდური ფილმის ნაწილად იგრძნობთ, "იმედის" გადამღები ჯგუფიც ესტუმრა.

გურული მხედრები ამერიკელი შოუმენის და "ველური დასავლეთის შოუს" ავტორმა იპოვა და სახელგანთქმულ შოუში მონაწილეობაც შესთავაზა. 

როგორც "ბუფალო ბილის" მუზეუმის მკვლევარი სემ ჰანნი ამბობს, გურიიდან წასულმა მხედრებმა ამერიკაში ჩასვლამდე, 1892 წელს, ევროპაში გამართეს რამდენიმე შოუ, მათ შორის ლონდონში.

"გურულ მხედართა პირველი ჯგუფი ამერიკაში გემით „ჩესთერი“ 1893 წელს ჩამოვიდა, საიმიგრაციო დოკუმენტებში მათი გვარის გასწვრივ, პროფესიის გრაფაში „მხედარი“ ეწერა. მეორე ჯგუფი კი 2 კვირაში ჩამოვიდა, მათ ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა“, - ამბობს სემნ ჰანნი.

ივანე მახარაძე ქართველი მხედრების პირველი მეთაური იყო ამერიკაში. მანვე შეკრიბა ახალგაზრდები გურიაში "ბუფალი ბილის" შოუსთვის და ამერიკაში მათთან ერთად გაემგზავრა. არსებობს ვარაუდი, რომ "ბუფალო ბილის" წარმომადგენელს, თომას ოლივერს ჰქონდა ცნობები მახარაძის ტალანტის შესახებ და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ბათუმში.  

"წარმოდგენებში ქართველ მხედრებს რუს კაზაკებად მოიხსენიებდნენ, რადგან ასე უფრო ადვილი იყო მათი იდენტიფიცირება, რადგან შოუს მაყურებლისთვის დამაბნეველი იქნებოდა საქართველოს გარჩევა ამერიკის შტატ, ჯორჯიასგან",- ამბობს "ბუფალო ბილის" მუზეუმის მკვლევარი. 

მუზეუმის საცავში დღემდე ინახება მაშინდელი შოუების აფიშები, რომლებზეც გურული მხედრები არიან აღბეჭდილნი.

"ჩვენი სამუზეუმო არქივი, ასევე ინახავს ხმალსა და ქამარს, რომელიც მიგვაჩნია, რომ გურული მოჯირითის საკუთრება იყო. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ მისი დეტალური შესწავლა, მაგრამ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ნივთის დეტალურ ანალიზს", - ამბობს მუზეუმის მკვლევარი.

გურული მხედრების შესახებ ასევე შესაძლებელია მაშინდელ გამოცემებში დაბეჭდილი სტატიების მოძიებაც, სადაც ქართველებს არა კაზაკებად ან რუსებად მოიხსენიებენ, არამედ წერენ, რომ ისინი დასავლეთ საქართველოდან არიან. გვხდება სტატიები სახელწოდებით: "ველური დასავლეთ ქართველები";  "ქართველებმა დასავლეთ საქართველოდან კოვბოი კულტურაში საკუთარი კვალი დატოვეს".  

ქართველი მკვლევარი ირაკლი მახარაძე ამბობს, რომ ამერიკაში ჩასული გურულები მალევე ჩვეულებრივ ამერიკელებად იქცნენ და საკუთარი თვითმყოფადობა ვერარ შეინარჩუნეს. მისი თქმით, ისინი სახელებსა და გვარებს იცვლიდნენ, რადგან რთული წარმოსათქმელი იყო ამერიკელებისთვის. 

ირკვევა, რომ ამერიკაში 4 ქართველი ქალი მოჯირითეც ჩავიდა. მათ შორის იყო ფრიდა მგალობლიშვილი, რომლის შესახებ მასალებსაც ისევ ირაკლი მახარაძემ მიაკვლია. მგალობლიშვილი ველური დასავლეთის შოუში მხოლოდ 2 წელი მონაწილეობდა. შემდეგ ამერიკა დატოვა და მისი კვალიც დაიკარგა. თუმცა ისტორიას შემორჩა მისი საგაზეთო ინტერვიუ Morning Journal-ში.

"რაც კი მახსოვს, ცხენის ზურგი ჩემი აკვანი, ჩემი სკამი იყო. ჩვენ, ქართველ ქალებს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ხმის მიცემის უფლება, ვერ ვეუფლებით სამართალმცოდნეობას ან მედიცინას, მაინც იმაზე მეტი თავისუფლება გვაქვს, ვიდრე თქვენს ამერიკელ ქალებს. ჩემს ქვეყანაში ქალებს კაცების ყველა ბუნებრივი თვისებები აქვთ. ჩვენ ვეწევით მსუბუქ თუთუნს, რომელიც ჩვენს ჭალაში მოდის, ან თურქეთიდან იმპორტირებულს. ვსვამთ იმდენ ღვინოს, რამდენიც მოგვესურვება. ჩვენ არ ვართ სულით მსმელები, როგორც რუსები, ჩვენ ფხიზლები ვართ. ჩვენში ლოთობა არ გაგონილა", - ამბობს ინტერვიუში ფრიდა მგაბლობლიშვილი.

საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, რომ 1893-1917 წლებში საქართველოდან ამერიკაში სულ 150-მდე ცხენოსანი ჩასულა. იმის გამო, რომ "ბუფალო ბილის" შოუები სეზონური იყო და ქართველი ცხენოსნები 4 თვე უმუშევრები იყვნენ, ნაწილი უკან სამშობლოში ბრუნდებოდა, ნაწილს საქართველოში დაბრუნებაზე უარი ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ უთხრა, დაბრუნებულთაგან ბევრი კი აგენტად შერაცხა და მათი ნაწილი სიკვდილით დასაჯა. ის ვინც მაღალი ხელფასების გამო ამერიკაში დარჩა, ამერიკული ცხოვრების რიტმის ფონზე, მალე ამერიკის  ნაწილადაც იქცა. მითუმეტეს, რომ ქართველი ცხენოსნების გარეგნობა და საოცარი ოსტატობით შესრულებული შოუ ხიბლავდა ყველას და შესაბამისად არც ისაა გასაკვირი, რომ ეს სანახოებები ამერიკელთა მეხსიერებას დღემდე შემორჩა.

ყველა სიახლე

ლაშა დოლიძე

24 მაისი 2026, 18:34

საზოგადოება

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართ ღონისძიებებზე საუბრისას.

ბაჩო ოდიშარია

24 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.

ლაშა ბერულავა

24 მაისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? - სამარცხვინოა, იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო, მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ - იქნებ, არ იცი, ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

24 მაისი 2026, 17:32

კულტურა

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.

ემანუელ მაკრონი/ალექსანდრ ლუკაშენკო

24 მაისი 2026, 17:21

მსოფლიო

ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიყენებული დარტყმების შემდეგ, მაკრონმა ლუკაშენკოს დაურეკა. ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა. ლიდერებმა რეგიონული პრობლემები და ბელარუსისა და ევროკავშირის, კერძოდ კი საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს.

24 მაისი 2026, 17:09

მსოფლიო

ზელენსკიმ კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ რაიონი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სამი რაკეტა გაუშვეს წყალმომარაგების ობიექტის მიმართულებით, გადაწვეს ბაზარი, დააზიანეს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, გაუშვეს „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით. მოგვიანებით კი მომხდარის ფონზე დასავლეთის მიერ რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა

24 მაისი 2026, 16:19

რეგიონი

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ვარლამ წიკლაურს და ათენში მცხოვრები ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ვარლამ წიკლაურს და ათენში მცხოვრები ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

24 მაისი 2026, 16:16

საზოგადოება

თბილისის N199 სკოლა ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ 2026 წლის გამარჯვებული თბილისის N199 სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი თბილისის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი ხონის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები გავიდნენ, - ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

24 მაისი 2026, 15:54

პოლიტიკა

რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. დღეს ღონისძიებას მე-7 რეგიონი მასპინძლობს. კონფერენცია რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

24 მაისი 2026, 15:28

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს

„ევროპა კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა ეს მომენტი გრძელვადიანი დიპლომატიური გადაწყვეტისთვის იქნას გამოყენებული“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

24 მაისი 2026, 15:11

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას დანით, გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შიო მესამე

24 მაისი 2026, 15:09

საზოგადოება

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეული წევრი ხდება და სხვა ადამიანებთანაც ერთიანდება.

24 მაისი 2026, 15:09

საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალური განვითარების ფონდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა ქვეყანა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად შეხვდეს“,- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ.

მეუფე დანიელი

24 მაისი 2026, 14:56

საზოგადოება

მეუფე დანიელი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სვეტიცხოვლობას ამ დიდი თარიღის დაგვირგვინება იქნება

ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა, რომელიც 12 მაისს დაიწყო, 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასრულდება. გაიმართება ეკლესია-მონასტრებიდან ფეხით მსვლელობები, კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

24 მაისი 2026, 14:46

მსოფლიო

საფრანგეთში ნალექიანი ამინდი მაისისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით შეიცვალა

ევროპაში ნალექიანი და ცივი ამინდის შემდეგ მკვეთრად დაცხა. საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუსამდე მოიმატა, რაც ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალია და მეტეოროლოგები კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ. მოულოდნელი და მკვეთრი დათბობის ფონზე პარიზელები გაგრილებას შადრევნებთან და სენას სანაპიროზე ცდილობენ. მდინარეში ცურვის აკრძალვის მიუხედავად რამდენიმე ადამიანი სენაში გასაგრილებლად ხიდიდან გადახტა.

კაია კალასი

24 მაისი 2026, 14:42

მსოფლიო

კაია კალასი: „ორეშნიკით“ დარტყმები მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს

რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა, რის გამოც უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული დარტყმებით ატერორებს. ეს არის ამაზრზენი ტერორისტული აქტები, რომელთა მიზანიც რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინაზე განხორციელებული ღამის დარტყმების კომენტირებისას.

ვარლამ ლიპარტელიანი

24 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ქვემო ქართლში ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა. ახალგაზრდებს მადლობა მინდა, ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის

ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა ქვემო ქართლში. ახალგაზრდებს მადლობა მინდა, ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

გიორგი ვოლსკი

24 მაისი 2026, 14:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა - ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი

„ის, რომ საქართველოში კამპუსებია და აქ ტერორისტები მზადდებიან, რასაკვირველია მოგონილი თემაა, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ცნობილი ჯო უილსონის კარნახით არის ჩამოყალიბებული. ეს სტრატეგია გრძელდება. ადრე ჩინეთი იყო დღის წესრიგში, ახლა ირანია დღის წესრიგში. ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა - ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი“, - მიიჩნევს ვოსლკი.

ცოტნე ივანიშვილი

24 მაისი 2026, 14:29

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე: ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს - ძალიან გამიხარდა, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს

ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

24 მაისი 2026, 14:23

მსოფლიო

საპროტესტო აქცია ბელგრადში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საპასუხოდ ქალაქში სპეცრაზმი გამოიყვანეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სერბეთში პრეზიდენტ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ განახლებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.