imedi /  03 ოქტომბერი 2019, 00:32 / სანდო წყარო

ჩინეთში კაცმა დაქირავებულ საცოლეს ყალბი ქორწილის შემდეგ ჰონორარი არ გადაუხადა

ქორწილი

ჩინეთში კაცმა ყალბი ქორწილი საჩუქრების გამო მოაწყო. ამის შესახებ AsiaOne-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცს, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად თანხა სჭირდებოდა, ამიტომ მან ყალბი ქორწილის მოწყობა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ახლობლები ფულს აჩუქებდნენ.

ამისთვის მან „მეგობრების დაქირავების“ სააგენტოს თანამშრომელ სიაო ლის მიმართა. ქალი 6 დღის განმავლობაში თავს მის საცოლედ ასაღებდა. თითო დღეში „საქმროს“ მისთვის $100 დოლარი უნდა გადაეხადა.

ქორწილის დღეს ახლობლებმა წყვილს $8 000 დოლარზე მეტი აჩუქეს, რომელიც გარიგების თანახმა „ქმარმა“ აიღო. მაგრამ ქორწილის შემდეგ მან ლი სოციალურ ქსელებში დაბლოკა, მის ზარებს არ პასუხობს და კუთვნილი ჰონორარიც არ გადაუხადა.

ქალმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს უამბო და იურისტებს მიმართა, მაგრამ მათი თქმით, ის რთულ მდგომარეობაშია, რადგან ლის და მისი „ქმრის“ გარიგება იურიდიულად დამოწმებული არ იყო.

ყველა სიახლე

საახალწლო განათებები

16 დეკემბერი 2019, 09:27

საქართველო

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.

აშშ

16 დეკემბერი 2019, 09:22

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

ნიკოლა სტარჯონი

16 დეკემბერი 2019, 09:15

მსოფლიო

შოტლანდიის პრემიერი: ლონდონი გაერთიანებულ სამეფოში ძალით ვერ გაგვაჩერებს

შოტლანდიის პრემიერმინისტრი ნიკოლა სტარჯონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიას მისი ნების საწინააღმდეგოდ გაერთიანებულ სამეფოში ვერ გააჩერებს. სტარჯონის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე „შოტლანდიის ეროვნული პარტიის“ წარმატება აძლევს მას უფლებას, დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

iPhone 6

16 დეკემბერი 2019, 08:45

ტექნოლოგიები

ძველი iPhone-ები ახალი iOS-ით უფრო სწრაფად მუშაობს

iAppleBytes-ის ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ოპერაციული სისტემა iOS-ის განახლებული ვერსია ძველი თაობების iPhone-ების მუშაობის სისწრაფეზე დადებითად აისახება. ექსპერიმენტისთვის სპეციალისტებმა iOS 13.3-ის ოპერაციული სისტემა iPhone Xr, iPhone 8, iPhone 7, iPhone 6s და iPhone SE-ზე დააყენეს.

გოგა ბითაძე

16 დეკემბერი 2019, 08:32

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „შარლოტ ჰორნეტსს“ სძლია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და 107:85 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7:58 წუთი გაატარა და თავის აქტივში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა ჩაიწერა.

ლიბანი საპროტესტო აქცია

16 დეკემბერი 2019, 08:10

მსოფლიო

ბეირუთში საპროტესტო აქციაზე კიდევ 46 ადამიანი დაშავდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაპირისპირებისას 46 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე 46 ადამიანი დაშავდა, 14 მათგანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ნაცისტები

16 დეკემბერი 2019, 00:54

მსოფლიო

ბერლინში მაღალჩინოსანი ნაცისტის საფლავი ამოთხარეს

ჰეიდრიხი რაიხის უსაფრთხოების მთავარი ოფისის ხელმძღვანელი იყო SS-ის ლიდერის ჰაინრიხ ჰიმლერის დროს. ოფისს გესტაპო და ნაცისტური უსაფრთხოების სამსახურები აკონტროლებდნენ. ჰეიდრიხი ებრაელი ხალხის მიერ ნაცისტების გენოციდის ერთ-ერთი ავტორიც იყო.

თურქეთი

16 დეკემბერი 2019, 00:34

მსოფლიო

ანკარა ვაშინგტონს ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვით დაემუქრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ორი სამხედრო ბაზის დახურვით დაემუქრა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან, "თუ ამის საჭიროება იქნება", - თქვა ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში. მათ შორის ერთი ინჯირლიკის ავიაბაზაა. თურქეთში, ინჯირლიკის ავიაბაზა აშშ-სა და ნატოსთვის სტრატეგიული ობიექტია.

უილ პოულტერი

16 დეკემბერი 2019, 00:15

კულტურა

უილ პოულტერი Amazon​-ის „ბეჭდების მბრძანებელს“ გამოეთიშა

სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის ნაწარმოებებზე იქნება დაფუძნებული. ცნობილია, რომ პროექტში ითამაშებენ მსახიობები: მარკელა კავება, ​ჯოზეფ მოული და მაქს ბოლდრი.

სოზარ სუბარი

16 დეკემბერი 2019, 00:04

საქართველო

სოზარ სუბარი საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების მომხრეა

პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს და უმრავლესობის ყოფილ წევრს აკაკი ზოიძეს კარგი ინიციატივა ჰქონდა. საუბარია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით.

სოზარ სუბარი

15 დეკემბერი 2019, 23:43

საქართველო

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიას საქმეზე: აქ ლაპარაკი პოლიტიკურ დევნაზე არ არის

პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ადამიანი წინასწარ პატიმრობაში არ არის, გამოძიება ვადებში შეზღუდული არაა და ის გრძელდება იმგვარად, რის შესაძლებლობასაც საქმის მასალები იძლევა. ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე 16 დეკემბერს არის დაბარებული.

PewDiePie

15 დეკემბერი 2019, 23:40

ტექნოლოგიები

ყველაზე პოპულარული ბლოგერი PewDiePie YouTube-ს ტოვებს

30 წლის შვედი ბლოგერი ვებგვერდის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია. მას 102 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. თავიდან ჩელბერგი თავის არხზე ვიდეოთამაშების მიმოხილვებს აქვეყნებდა, თუმცა შემდეგ მის ვიდეოებში სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური თემების განხილვა დაიწყო.

გრეტა ტუნბერგი

15 დეკემბერი 2019, 23:23

მსოფლიო

Deutsche Bahn-მა ტუნბერგის შენიშვნას გადავსებულ მატარებლებზე მინიშნებებით უპასუხა

კლიმატის აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რატომ ჩივიან გერმანიაში ადამიანები მატარებლების მომსახურებით. მან Twitter-ზე ფოტო დაპოსტა, სადაც Deutsche Bahn-ის გადაჭედილი მატარებლით შვედი აქტივისტი გაეროს კლიმატის კონფერენციიდან (რომელიც მადრიდში გაიმართა) სამშობლოში ბრუნდება.

დემონსტრაცია დელიში

15 დეკემბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ინდოეთში დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

აქციის მონაწილეები ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ. ინდოეთის მოსახლეობა შიშობს, რომ ეს მიგრანტების ნაკადის გაზრდას გამოიწვევს.

შარლ გიუდენი

15 დეკემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს

ემანუელ მაკრონმა გენერლის ნეშტის გადაცემასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მოითხოვა და დაიგეგმა ცერემონია, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც იქნება მიწვეული. სმოლენსკის პარკში ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის, შარლ გიუდენის ნეშტი 2019 წლის ივლისში იპოვეს.

ბუგენვილი

15 დეკემბერი 2019, 22:17

მსოფლიო

წყნარ ოკეანეში მალე შესაძლოა ახალი ქვეყანა ბუგენვილი გაჩნდეს

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 98%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა, აქტივობა 87% იყო. რეფერენდუმს წინ უძღოდა ათწლიანი სამოქალაქო ომი, რომელშიც გარკვეული შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10% (სულ ცოტა15 ათასი ადამიანი) დაიღუპა.

დემონსტრაცია თურქეთში ფემინისტები

15 დეკემბერი 2019, 22:09

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტში ქალების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ქალებმა მაგიდებზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და ჩილეს ფემინისტური ჯგუფის Las Tesis სიმღერა „Rapist Is You“ (მოძალადე შენ ხარ) შეასრულეს. მათ კოლეგებს კი ხელში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული ქალების სურათები ეკავათ.

მესუთ ოზილი

15 დეკემბერი 2019, 21:46

სპორტი

მესუთ ოზილის პოსტის გამო ჩინეთის CCTV-ი „არსენალი“-„მანჩესტერ სიტის“ თამაშს არ უჩვენებს

ჩინეთის საზოგადოებრივმა არხმა CCTV-მა კვირას "არსენალი" - "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო მატჩი ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა Twitter-ზე ჩინეთში უიღური მუსლიმების მდგომარეობა გააკრიტიკა. "არსენალი" მისი ფეხბურთელის განცხადებას გაემიჯნა.

ევო მორალესი

15 დეკემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

ბოლივიის მთავრობა ევო მორალესის დაკავების ორდერს გასცემს

შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟანინ ანიესმა განაცხადა. „მორალესმა იცის, რომ დაბურნების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში მისი დაკავების ორდერიც გაიცემა, რადგან შესაბამის ორგანოებს ასეთი მოთხოვნით უკვე მივმართეთ“, - თქვა ანიესმა.

ბოტსვანა

15 დეკემბერი 2019, 21:12

მსოფლიო

ბოტსვანაში საკვლევი სპილოს მოკვლისთვის ორ მონადირეს ლიცენზია გაუუქმეს

მაიკლ ლი პოტერმა და კევინ შარპიმ ნადირობაზე ლიცენზია თავიანთი ინიციატივით ჩააბარეს. მაისში ბოტსვანამ სპილოებზე ნადირობის შესახებ აკრძალვა გააუქმა, რადგან ბოლო პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობასა სპილოებს შორის კონფლიქტიც გაიზარდა. ბოტსვანაში სპილოების რაოდენობამ 130 ათას მიაღწია.