imedi /  10 ოქტომბერი 2019, 09:22 / სანდო წყარო

Victoria's Secret-მა რეკლამაში ტრანსგენდერი მოდელი გადაიღო

ტრანსგენდერი მოდელი

მაი საიმონ ლიფშიცი

Victoria’s Secret-მა ტრანსგენდერი მოდელი რეკლამაში გადაიღო. კომპანიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. Victoria's Secret-მა 

 24 წლის დანიელ მაი საიმონ ლიფშიცთან Bluebella-სთან ახალი კოლაბორაციის ფარგლებში ითანამშრომლა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Victoria’s Secret-მა თავის ისტორიაში პირველად დიდი ზომის მოდელს კონტრაქტი გაუფორმა.

ყველა სიახლე

ლიონელ მესი

08 აგვისტო 2020, 18:49

COVID19

ლიონელ მესიმ კორონავირუსისგან თავდაცვის ორიგინალურ მეთოდს მიაგნო

ლიონელ მესიმ კორონავირუსისგან თავდაცვის ორიგინალურ მეთოდს მიაგნო. ამის შესახებ isport წერს. ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ სახლისთვის შეიძინა ისეთი ქსოვილების შემცველი ლეიბები, რომელიც ნებისმიერ ვირუსს ოთხ საათში კლავს.

08 აგვისტო 2020, 18:40

კულტურა

დღეს ფილმს „შინდისი“ მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

„8 აგვისტოს, „კავეა დრაივინ ლისზე" „შინდისის" ნახვას მაყურებელი საკუთარი ავტომობილიდან სტანდარტული - 29 და 39 ლარის ნაცვლად, სპეციალურ ფასად 10 და 15 ლარად შეძლებს. „შინდისი“ - ეს არის ამბავი შინდისის გმირებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თავგანწირვისა და გმირობის ისტორია, რომელიც უნდა ნახო“.

08 აგვისტო 2020, 18:40

მსოფლიო

შტუტგარდში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა

გერმანიის ქალაქ შტუტგარდში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელსაც ასობით ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეები მარიას მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში მსვლელობა გამართეს. ისინი ლოზუნგით „მშვიდობა“ სკანდირებდნენ.

08 აგვისტო 2020, 18:24

მსოფლიო

ვენესუელაში ყოფილ ამერიკელ სამხედროებს 20-20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ვენესუელის სასამართლომ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორ ყოფილ ამერიკელ სამხედროს, რომელთაც ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაგდება ჰქონდათ მიზნად. „აშშ-ის სპეციალური დანიშნულების არმიის ორი ყოფილი წევრი, 34 წლის ლუკ დენმენი და 41 წლის აირან ბერი 4 მაისის ოპერაციაში მონაწილეობას აღიარებენ“ - აცხადებს პროკურორი.

08 აგვისტო 2020, 18:07

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და თბილისის საკრებულოს წევრებიც დაესწრნენ.

08 აგვისტო 2020, 18:03

მსოფლიო

მავრიკიაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

​​​​​​​მავრიკიაზე საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კუნძულთან, ინდოეთის ოკეანეში გემი მეჩეჩზე დაჯდა და წყალში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა. ამის შესახებ euronews წერს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრავინდ ჯაგნოტმა განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტი ქვეყანას საფრთხეს უქმნის, იმ ფონზე, როცა უკვე მილიონი ადამიანი კორონავირუსის პანდემიისგან იტანჯება.

08 აგვისტო 2020, 17:58

მსოფლიო

ბეირუთში ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. გამოცემის ცნობით, ქალაქის ცენტრში, მოწამეთა მოედანზე 5 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტთა ნაწილი სამართალდამცველებს ქვებს ესროდა.

08 აგვისტო 2020, 17:51

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 105 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 105 ადამიანს გამოუვლინდა. 360 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 ინფიცირებული კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 481 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 488 ადამიანი.

08 აგვისტო 2020, 17:42

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 50 ათასზე მეტი შემთხვევა დამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 50 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 079 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 068 394 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 572 ადამიანი გარდაიცვალა.

მარკ ცუკერბერგი

08 აგვისტო 2020, 17:31

ეკონომიკა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, მარკ ცუკერბერგის ქონება $100 მილიარდი მას შემდეგ გახდა, რაც მისი კუთვნილი სოციალური ქსელის Facebook-ის აქციების ღირებულება გაიზარდა.

08 აგვისტო 2020, 17:26

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში დაინფიცირებული სამი ადამიანიდან ორი თურქეთის მოქალაქეა

გასული დღე-ღამის მანძილზე საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. საუბარია სატვირთო ავტომანქანების მძღოლებზე, რომლებსაც COVID 19-ით ინფიცირება ბათუმში დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები სამკურნალოდ უკვე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

08 აგვისტო 2020, 17:18

რეგიონი

ფოთში, 2008 წლის ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებზე, საქართველოს რუკის ფორმის სანომრე აბრები განთავსდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსის ფარგლებში „ახალგაზრდების იდეა ფოთს“, დღეს პირველი გამარჯვებული პროექტი განხორციელდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული, ფოთელი რეზერვისტის ოთარ კიკალეიშვილის სახელობის ქუჩაზე, ახალგაზრდების მიერ შემუშავებული ნუმერაციის აბრები გაიკრა.

08 აგვისტო 2020, 16:59

საზოგადოება

ვარკეთილში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

08 აგვისტო 2020, 16:57

მსოფლიო

ჩინეთში ახალი ვირუსი გავრცელდა. გარდაცვლილია 7 ადამიანი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი SFTS-ი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილილია სულ მცირე 7 ადამიანი, 60 კი დაინფიცირდა. ვირუსი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა. სპეციალისტების განმარტებით, ის ტკიპისგან დაინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.

08 აგვისტო 2020, 16:55

საზოგადოება

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“.

მაურიციო სარი

08 აგვისტო 2020, 16:41

სპორტი

ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი დაითხოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი დაითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს გამართულ მატჩში„იუვენტუსი“, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა. ტურინული გუნდი 2 მატჩის ჯამში ფრანგულ „ლიონთან“ დამარცხდა. იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი 1 წლის წინ ჩაიბარა და გუნდს იტალიის „სერია ა“ მოაგებინა.

08 აგვისტო 2020, 16:41

რეგიონი

გიგი წერეთელი: ამ ქვეყანაში ოკუპაციას არავინ შეეგუება და ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო, უკვალოდ არ ჩაივლის

ზეტაფონი-თერჯოლა-ბაღდათი-ტყიბულის საარჩევნო ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში იმყოფებოდა, სადაც გვირგვინით შეამკო ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

08 აგვისტო 2020, 16:33

მსოფლიო

იტალიამ ამკრძალავი ზომები 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივა

იტალიის მინისტრთა კაბინეტმა ჯუზეპე კონტის მეთაურობით კორონავირუსთან დაკავშირებით ამკრძალავი ზომები 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამ ზომებს შორისაა ნიღბის სავალდებულო ტარება და სოციალური დისტანციის წესების დაცვა. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობა 25 მილიარდი ევროა.

08 აგვისტო 2020, 16:28

სამართალი

თბილისში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა

თბილისში, ფონიჭალაში მცირეწლოვანი მე-14 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

08 აგვისტო 2020, 16:23

საზოგადოება

ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული.