imedi /  02 ნოემბერი 2019, 21:52 / სანდო წყარო

ცნობილია ვის აქვს ელისაბედ მეორის ოთახებში შესვლის უფლება

ელისაბედ მეორე

ელისაბედ მეორე

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მოკრძალებულად ცხოვრობს და ბუკინგემის სასახლის 775 ოთახიდან მხოლოდ 6-ს იყენებს, ამის შესახებ Daily Mail წერს. 

დედოფლის მკერავის ანჟელა კელის მემუარებიდან გაირკვა, რომ დედოფალი ამ ოთახებში მხოლოდ ქმარს, ედინბურგის ჰერცოგს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს უშვებს. 

დედოფლის მკერავის თქმით, აქამდე გავრცელებული ინფორმაცია ელისაბედ მეორის მოსასვენებელი ოთახების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ადამიანები ავრცელებდნენ ჭორებს ყურადღების მისაქცევად. 

უცხო ადამიანებს უშვებენ ბუკინგემის სასახლის „სახელმწიფო ოთახებში“. კერძოდ სამეჯლისო და სამეფო დარბაზებსა და თეთრ ოთახში. ეს ოთახები 10 კვირა ღიაა ვიზიტებისთვის ზაფხულში. ამ დროს დედოფალი შვებულებაშია. ფოტოგრაფებისთვის ასევე ღიაა შეხვედრების ოთახი. სხვა ოთახებში უცხო პირებს შესვლა ეკრძალებათ.  

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

22 თებერვალი 2020, 10:24

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა მცირდება

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფანჯარა სულ უფრო ვიწვროვდება. „შეშფოთებულები ვართ ახალი შემთხვევების რაოდენობით, რომლებსაც ეპიდემიის ეპიცენტრთან კავშირი არ აქვთ, ვგულისხმობ მოგზაურობის ისტორიას ან კონტაქტს დაავადებულთან“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

კონფერენცია თეა წულუკიანი

22 თებერვალი 2020, 10:00

საქართველო

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

სერიალი მეგობრები

22 თებერვალი 2020, 09:41

კულტურა

სერიალ „მეგობრების“ ახალი ეპიზოდის პრემიერის თარიღი ცნობილია

ტელეარხმა HBO-მ სერიალ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის თარიღი დაასახელა. სერიალის 25-წლიანი იუბილესადმი იქნება მიძღვნილი ეპიზოდი სტრიმინგის სერვის HBO Max-ზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ WarnerMedia ავრცელებს.

ანდერს კნაპე

22 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტის ანდერს კნაპეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი იწყება. როგორც ევროსაბჭოში აღნიშნავენ, ანდერს კნაპეს ვიზიტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ხორციელდება.

კორონავირუსი იტალია

22 თებერვალი 2020, 08:57

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით 78 წლის კაცი გარდაიცვალა

ქალაქ პადუაში 78 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. საფრანგეთში გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქის შემდეგ ეს ევროპის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

ბერნი სანდერსი

22 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

ბერნი სანდერსი ვლადიმერ პუტინს: არ გაბედოთ ამერიკულ არჩევნებში ჩარევა

ვლადიმერ პუტინთან მხოლოდ ერთი გზავნილი მაქვს - არ გაბედოთ ამერიკულ არჩევნებში ჩარევა, - ამის შესახებ ვერმონტის შტატის დემოკრატმა სენატორმა და საპრეზიდენტო კანდიდატობის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, ბერნი სანდერსმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის მეგობარი არაა.

ინფექციური საავადმყოფო

22 თებერვალი 2020, 08:19

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამ მოქალაქეს აკვირდებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ირანის 3 მოქალაქე იმყოფება.

ამირან გამყრელიძე

22 თებერვალი 2020, 08:11

საქართველო

მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან სამშობლოში საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჩინეთიდან სამშობლოშ საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

შვეიცარია დაბადების დღე

22 თებერვალი 2020, 01:52

ტაბლოიდი

შვეიცარიის პრეზიდენტი დაბადების დღეზე ეპატიჟება ყველას, ვისაც მასსავით იმ დღეს 60 წელი შეუსრულდება

შვეიცარიის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა, რომელსაც 14 მაისს 60 წელი შეუსრულდება, თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება ყველა იმ პირს, ვისაც იმავე დღეს 60 წელი შეუსრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს. ადამიანებმა, ვინც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, რეგისტრაცია შვეიცარიის მთავრობის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

სამბო

22 თებერვალი 2020, 01:24

სპორტი

ბელარუსში საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სამბისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ქართველი სამბისტებისთვის წარმატებული გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 3 ოქროსა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები ბექა ბერძენიშვილი, ირაკლი კუპატაძე და ნინო ოძელაშვილი გახდნენ.

როჯერ ვიკერი

22 თებერვალი 2020, 01:17

საქართველო

როჯერ ვიკერი : რუსეთის მიზანი იყო ხელი შეეშალა საქართველოსთვის შეერთებოდა დასავლეთის საზოგადოებას

„მე სრულად ვენდობი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. მე არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მდივანი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რომ არ ჰქონოდა ინფორმაცია ნათქვამის გასამყარებლად“, - ამერიკელი სენატორი როჯერ ვიკერი საქართველოზე რუსეთის ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა.

ჰარვი ვაინშტეინი

22 თებერვალი 2020, 01:04

მსოფლიო

Reuters: ჰარვი ვაინშტეინის მიმართ ბრალდებების ორ პუნქტზე ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები ვერ შეთანხმდნენ

ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ორ პუნქტზე ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა საერთო აზრამდე ვერ მივიდა. ამის შესახებ Reuters წერს. არსებული ინფორმაციით, საუბარია ბრალდების იმ პუნქტებზე, რომელი გაუპატიურებას ეხება. იმ შემთხვევაში თუ ვაინშტეინს ამ პუნქტებით გაასამართლებენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს მოსთხოვა განხილვები გააგრძელონ.

როჯერ ვიკერი

22 თებერვალი 2020, 00:50

მსოფლიო

როჯერ ვიკერი: ეს იყო შეთავაზება მეგობრის მხრიდან, რომ საქართველომ გააგრძელოს წინსვლა

„მე არ შემიცვლია პოზიცია. დავწერე წერილი როგორც მეგობარმა, ვისაც ესმის, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ასეა ჩემს ქვეყანაშიც“, - ეს განცხადება „ქრონიკასთან“ სენატორმა როჯერ ვიკერმა გააკეთა.

22 თებერვალი 2020, 00:40

თემა

არის თუ არა თვითმფრინავისა და ფრინველის შეჯახება სეზონური

თვითმფრინავისა და ფრინველების შეჯახების პრობლემა სათავეს ავიაციის დაბადებიდან იღებს. Bird strike-ის შესახებ პირველად 1905 წელს ძმები რაიტებიდან ერთ-ერთმა განაცხადა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოჰაიოდან მომავალმა სიმინდის ყანებს გადაუფრინა. შვიდი წლის შემდეგ კი პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა: სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ერთმანეთს თვითმფრინავი და თოლია შეეჯახნენ. ამ დროისთვის ბორტზე ერთადერთი ადამიანი - პილოტი იმყოფებოდა და ის გარდაიცვალა. მეოცე საუკუნის შუახანებიდან რეაქტიული ძრავების ეპოქა დაიწყო, რამაც სამგზავრო ავიაგადაზიდვებს მძლავრი ბიძგი მისცა. IATA-ს ცნობით, 1980 წლისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი ავიარეისი სრულდებოდა, უკვე 2018 წლისთვის კი-46 მილიონი. სტატისტიკის მიხედვით, ზედიზედ მეხუთე წელია, რაც მსოფლიოს ავიაკომპანიები დღეში 100 000-ზე მეტ რეისს ახორციელებენ. თუ თქვენ გახსნით აპლიკაცია Flightradar24-ს, გაგაოგნებთ თვითმფრინავების ის რაოდენობა, რომელიც სწორედ ამ მომეტშია ჰაერში.

22 თებერვალი 2020, 00:31

ტექნოლოგიები

მედია: WhatsApp-ის პრივატული ჯგუფები ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ამ ჯგუფებში გაწევრიანებული არ არის

WhatsApp-ის პრივატული ჯგუფები იოლად ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ამ ჯგუფებში არ არის გაწევრიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარი ჟურნალისტის გამოკვლევაზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. WhatsApp-ში ჯგუფში ბმულის მეშვეობით მოწვევის ფუნქცია ნიშნავს, რომ პირებს საშუალება ეძლევათ სხვებს გაუზიარონ წვდომა თავიანთ პრივატულ ჯგუფებზე.

ევროკავშირი

22 თებერვალი 2020, 00:18

ეკონომიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2021-2027 წლების ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლაპარაკებები გართულდა 60-75 მილიარდი ევროს ოდენობის გარღვევის გამო, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ შეიქმნა. „ჩვენ ბეჯითად ვმუშაობდით ბოლო დღეების განმავლობაში. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ეს შეუძლებელია. გვჭირდება დრო“, - განაცხადა მიშელმა.

22 თებერვალი 2020, 00:16

თემა

იურისტი, ექსტროვერტი და ხელოვნების მოყვარული. ვინ არის საბერძნეთის პირველი ქალი პრეზიდენტი

საბერძნეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, 63 წლის ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პრეზიდენტი გახდა. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. უპარტიო ეკატერინი საკელაროპულუმ შეცვალა კონსერვატორი პროკოპის პავლოპულოსი, რომლის ხუთწლიანი ვადა მარტში იწურება. ახალი პრეზიდენტის კანდიდატურა პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა წამოაყენა. მას მხარი დაუჭირეს როგორც მმართველმა პარტიამ - ახალმა დემოკრატიამ, ასევე,რადიკალური მემარცხენე ძალების ოპოზიციამ და სოციალურმა პარტიამ - ცვლილებების მოძრაობა.

გიგი წერეთელი

22 თებერვალი 2020, 00:05

საქართველო

გიგი წერეთელი: რუსეთი აქტიურად მოქმედებს, მისი მიზანია საქართველოს განვითარების შეფერხება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის" ფრაქციის თავმჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო-ს ფორმატში საქართველოზე საუბრისას აქცენტი კონფლიქტებზე გაკეთდა. „თუმცა დემოკრატიის მიმართულებითაც ეუთო-ს აქვს სერიოზული ფუნქციები და ინტერესი საქართველოში, მაგრამ დღეს ბრძოლის ხაზი გადის იქ, სადაც ჩვენი ტერიტორიებია ოკუპირებული“, - განუცხადა გიგი წერეთელმა „ქრონიკას“.

21 თებერვალი 2020, 23:53

თემა

არის თუ არა ევთანაზია მკვლელობა

თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და ურთიერთწინააღმდეგობრივი თემაა ევთანაზია. ეს პრობლემა სხვადასხვა დისციპლინის დიდ კომპლექსს მოიცავს. აქ არის მედიცინა, იურისპრუდენცია, რელიგია, ფილოსოფია. ამიტომაცევთანაზიის სრულფასოვანი განხილვისთვის, აუცილებელია თითოეული ამ სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობა. ევთანაზია არის არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ამ გადაწყვეტილებას თავად პაციენტი ან მისი ახლო ნათესავი იღებს. პროცესში მონაწილეობს ექიმიც, რომელიც აქტიურად ან პასიურად ადამიანის უკანასკნელ ნებას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა: არის თუ არა ევთანაზია ჰუმანური ქმედება? რა არგუმენტები აქვთ მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს? რას ფიქრობენევთანაზიაზე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები? არის თუ არა ევთანაზია საქართველოში ლეგალური?

Google

21 თებერვალი 2020, 23:45

ტექნოლოგიები

Google-მა ანტიმონოპოლიური საგამოძიებო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა

კომპანია Google-მა უარი თქვა დოკუმენტაციის მიწოდებაზე, რომელიც აშშ-ის 48 შტატის, კოლუმბიის ოლქისა და პუერტო-რიკოს პროკურორებისგან შემდგარმა კომისიამ მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.