imedi /  28 ნოემბერი 2019, 17:53 / სანდო წყარო

აშშ-ში არალეგალი მიგრანტების გამოსავლენად ყალბი უნივერსიტეტი შექმნეს

უნივერსიტეტი

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა არალეგალი მიგრანტების გამოსავლენად მიჩიგანში ყალბი უნივერსიტეტი შექმნა. დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ამ გზით მათ უახლოეს პერიოდში 90 უცხოელი სტუდენტი დააკავეს. 

ოპერაცია, რომელიც ფარმინგტონის ყალბი უნივერსიტეტის შექმნას გულისხმობს, 2015 წელს დაიწყო. საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა შექმნეს ვებგვერდი universityoffarmington.edu. უნივერსიტეტი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული და განთავსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სიაში, რომელსაც უცხოელი სტუდენტების მიღების ნებართვა ჰქონდა. უნივერსიტეტის მთავარი ოფისი მდებარეობდა მიჩიგანის ფარმინგტონ ჰილის გარეუბანში. უნივერსიტეტის თანამშრომლების როლს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები ასრულებდნენ. 

უნივერსიტეტში სწავლა 12 ათასი დოლარი ღირდა, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე რეალური უნივერსიტეტები ღირს. ჯამში ფარმინგტონის უნივერსიტეტში 600-მა ადამიანმა ჩააბარა. მათი უმრავლესობა ყოფილი სტუდენტები იყვნენ, რომელთა აკრედიტაციაც გაუქმდა და ახალ სასწავლებელში ჩაბარება აშშ-ში დარჩენის ერთადერთი გზა იყო. 

ოპერაცია 2019 წლის იანვარში დამთავრდა და სწორედ ამის მერე გაიგო მედიამ ასეთი უნივერსიტეტის არსებობის შესახებ. ჯამში, როგორც დეპარტამენტის ანგარიშში წერია, ყალბი უნივერსიტეტის დახმარებით 250-მდე ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა ინდოეთიდან და ჩინეთიდან ჩასული არალეგალი მიგრანტია. დაკავებულებს შორის ათამდე ადამიანს, სტუდენტების ფულის სანაცვლოდ აშშ-ში მოწვევის გამო პატიმრობა მიესაჯა. 

ყველა სიახლე

ნაფტალი ბენეტი

13 ივნისი 2021, 22:37

მსოფლიო

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბენეტი პრემიერის პოსტზე 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავეს, შემდეგ კი ძალაუფლებას 2 წლით ცენტრისტების ლიდერს, იეშ ატიდს გადასცემს. ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ თავმჯდომარედ დარჩება და ისრაელის ოპოზიციის ლიდერი გახდება.

ჯილ ბაიდენი, დედოფალი ელისაბედი, ჯო ბაიდენი

13 ივნისი 2021, 22:16

მსოფლიო

ელისაბედ მეორემ ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს უინძორის სასახლეში უმასპინძლა

ჯო და ჯილ ბაიდენები უინძორში კორნუოლიდან ჩავიდნენ, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიმართა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ თეთრი სახლის მეთაურმა და მისმა მეუღლემ დედოფალთან ერთად ჩაი დალიეს, რის შემდეგაც ვიზიტი დასრულდა.

ლულიანა-საბინა ჯოჯა

13 ივნისი 2021, 22:00

პოლიტიკა

ლულიანა-საბინა ჯოჯა: ნატოსთან თავსებადობის კუთხით საქართველოს გაცილებით დიდი პროგრესი აქვს, ვიდრე უკრაინას

„საქართველოს გაცილებით დიდი პროგრესი აქვს, ვიდრე უკრაინას, რომელიც ჯერ კიდევ საბრძოლო ქმედებებშია. მოწვევაზე კონსენსუსამდე მთავარია ვიმუშაოთ იმაზე, როგორ მიიღოს საქართველოს უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება. ამაზე საბოლოო სიტყვა სტრატეგიულმა პარტნიორმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა თქვას. განვიხილოთ, მაგალითად, საქართველოში განგრძობადი როტაციის სამხედრო აშშ-ის სამხედრო პერსონალის ყოფნა, რომელთა მიზანიც ჯარისკაცების ადგილზე გაწვრთნა იქნება. მომავალი ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის მადრიდის სამიტისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წლისთვის შევძლოთ არსებით პროგრესს მივაღწიოთ „მაპის“ საკითხებზე.

ნიკოლას უილიამსი

13 ივნისი 2021, 21:48

პოლიტიკა

ნიკოლას უილიამსი: არცერთი პარტნიორი არ არის ნატოსთან ისე ახლოს, როგორც საქართველო

„სამიტზე ელოდებით ძლიერ მხარდაჭერას, ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი და ლიდერების დონეზე იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო ნატო-ს ძლიერი ასპირანტია. ვიცი, ეს ქართველ ხალხს არაერთხელ მოუსმენია, მაგრამ ამ სიტყვების დეკლარაციაში გამეორება არის ის, რასაც საქართველო წევრობამდე მიჰყავს. ღია კარის პოლიტიკაზე ცალკე პარაგრაფი იქნება. „მაპის“ მინიჭებაზე ამჯერად არ იმსჯელებენ, მაგრამ კომუნიკე იტყვის, რომ „მაპი“ ინტეგრაციის პროცესის ნაწილია. „მაპი“ პროცედურული ეტაპია. საქართველოსთვის „მაპი“ და მიწვევა ორგანიზაციაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არცერთი პარტნიორი არ არის ნატოსთან ისე ახლოს, როგორც საქართველო. ამას ყველა აღიარებს და ეს თვალსაჩინოა. ალიანსის წევრებს გაწევრიანებისთვის დროის ჭკვიანურად შერჩევა სურთ, რადგან რუსეთი ისევ აგრესიულია. უგუნური ნაბიჯებით გამოირჩევა და დემოკრატიების ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული. თქვენ იცით რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და ამიტომაც გსურთ ნატოში. ეს სურვილის ნატოსა და საქართველოს აერთიანებს, მაგრამ ალიანსმა უნდა შეარჩიოს ყველაზე საუკეთესო მომენტი, რათა საქართველომ ხელი შეუწყოს კოლექტიურ თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ასე ფიქრობს წევრთა ნაწილი“, - აცხადებს უილიამსი.

არჩილ თალაკვაძე

13 ივნისი 2021, 21:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის მოვლენებზე: მართალი გითხრათ, გიორგი გახარიას განცხადება ჩვენ თავზე არ მიგვიღია

„როგორც კი საპოლიციო ღონისძიება დაიწყო და გიორგი გახარია მოვიდა პარლამენტში და მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერები ყველანი პარლამენტში ვიყავით. მართალი გითხრათ, გიორგი გახარიას ეს განცხადება ჩვენ თავზე არ მიგვიღია. სიმართლე არის ის, რომ ეს განცხადება ჩვენ არ გვეხება და არ შეიძლება შეგვეხოს. მით უფრო, ამ ფონზე ასეთი შეფასება პარლამენტარების მიმართ გაუგებარი და უსამართლო იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ და საზოგადოებამ ასეთი განცხადება მოვისმინეთ. მართლაც, უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი, მათ შორის მეც, პარლამენტში, ჩვენს სამუშაო ადგილებზე ვიყავით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამირან სალუქვაძე

13 ივნისი 2021, 21:16

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მაღალი ხარისხის ნდობა აქვს როგორც ილჰამ ალიევთან, ასევე ნიკოლ ფაშინიანთან

„დავინახეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა ზუსტად ის პირი დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, რომელმაც ეს როლი იკისრა და შეასრულა. აღმოჩნდა, რომ მას საკმაოდ მაღალი ხარისხის ნდობა აქვს როგორც ერთი ქვეყნის ლიდერთან - ილჰამ ალიევთან, ასევე მეორე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელთან - ნიკოლ ფაშინიანთან“, - აცხადებს სალუქვაძე.

13 ივნისი 2021, 20:31

საზოგადოება

ხვალ თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 ივნისი 2021, 19:59

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ პანდემიის დამარცხებას 2022 წელს გეგმავენ

G7-ის სამიტი 11-13 ივნისს ინგლისში, ქალაქ კარბის-ბეიში ჩატარდა. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთმანეთს პირადად პირველად შეხვდნენ, რადგან შარშან სამიტი პანდემიის გამო გაუქმდა.

თენგიზ ცერცვაძე; ზვიად შალამბერიძე

13 ივნისი 2021, 19:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში იმერეთის რეგიონის სამხარეო ხელმძღვანელობასა და კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე COVID-19-ით ავადმყოფების მოვლისა და მკურნალობის სერვისების ოპტიმიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მკურნალობის ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას. ერთმანეთს გაუზიარეს დაგროვილი გამოცდილება და მომავლის ამოცანები დასახეს. შეხვედრაზე გამოითქვა რწმენა, რომ შემოდგომისთვის შესაძლო ე.წ. „მეოთხე ტალღა“ „მეორე“ და „მესამე ტალღასთან“ შედარებით მსუბუქი იქნება, ხოლო კოვიდ პანდემიის დაძლევას ქვეყანა წლის ბოლოსთვის შეძლებს.

თენგიზ ცერცვაძე

13 ივნისი 2021, 19:13

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ დროს ყველანაირი შეზღუდვა იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში

ა.წ. 12 ივნისს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ყალბ პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა ვითომ ჩემს მიერ გაკეთებული ინფორმაცია მყვირალა სათაურით „მოგვიწევს ქვეყნის ჩაკეტვა ლოკდაუნის გამოცხადება“, რომელიც მტკნარი სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის გაღიზიანებას, დასტრესვასა და საქართველოში კოვიდ პანდემიის წარმატებული მართვისთვის ჩრდილის მიყენებას, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

13 ივნისი 2021, 18:41

რეგიონი

„ევროპის უნივერსიტეტს“ მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია ესტუმრა

საქართველოში მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია იმყოფება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მიმართულებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კრისტიან ერიქსენი

13 ივნისი 2021, 18:34

სპორტი

კრისტიან ერიქსენის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

„ერიქსენის ტესტების შედეგები კარგია, მაგრამ გამოკვლევების გაგრძელებაა საჭირო. არავინ ვიცით რა მოხდა“, - განაცხადა ექიმმა. კითხვას „რამდენად ახლოს იყო გუნდი ერიქსენის დაკარგვასთან, ექიმმა ასე უპასუხა: „არ ვიცი, დეფიბრილატორის ერთი გამოყენების შემდეგ დავაბრუნეთ. ეს საკმაოდ სწრაფად მოხვდა“.

13 ივნისი 2021, 18:28

საზოგადოება

14 ივნისიდან N50 ავტობუსის მარშრუტში ცვლილება განხორციელდება

14 ივნისიდან N50 ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით ივლის, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული ავტობუსი გაივლის შემდეგ მარშრუტს: ვაზისუბნიდან ავტობუსი გადაადგილდება შანდორ პეტეფის ქუჩაზე, რომლის შემდეგ გაივლის მ/ს „ვარკეთილს“ და ჯავახეთის ქუჩის გავლით განაგრძობს სვლას ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

13 ივნისი 2021, 17:36

სპორტი

თბილისში ქალთა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

პირველ, მეორე და მესამე პოზიციაზე გასული მოჭადრაკეები კი ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელიც ივლისში, რუმინეთში გაიმართება.

13 ივნისი 2021, 17:27

COVID19

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ღარიბ სახელმწიფოებს კოვიდვაქცინების მილიარდ დოზას გადასცემენ

ჯონსონის თქმით, ვაქცინების ნაწილს სახელმწიფოები COVAX-პლატფორმით, ნაწილს კი პირდაპირი წესით მიიღებენ. ბრიტანეთი ამ ინიციატივას 100 მილიონი დოზით უზრუნველყოფს. პრემიერის თქმით, ეს „კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიოს ვაქცინაციისკენ“.

გურამ მაჭარაშვილი

13 ივნისი 2021, 17:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს რესურსი, უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოების ხელშეწყობა

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს რესურსი და არის პრაგმატული, უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოების ხელშეწყობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ქართულ-ამერიკული მედიაციით განხორციელებული პროცესის შეფასებისას განაცხადა, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

კახა კუჭავა

13 ივნისი 2021, 16:51

საზოგადოება

კახა კუჭავა: მინდა მადლობა ვუთხრა ყველას 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება

„პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მთელს საქართველოს. ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია, როცა ერთად ვებრძოდით სტიქიას და სტიქიის შედეგებს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება“, - წერს კუჭავა.

ჟოზეფ ბორელი

13 ივნისი 2021, 16:41

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი სომხეთსა და აზერბაიჯანის შეთანხმებას ეხმაურება. „ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო და რომელმაც 15 დაკავებული სომეხის გათავისუფლება და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა გამოიწვია.

13 ივნისი 2021, 16:37

რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

სენაკში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა სენაკის სოფელ ხორშთან საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ფეხის არეში დაჭრილი მამაკაცი ჯერ სენაკის კლინიკა „არქიმედეში", შემდგომ ქუთაისში გადაიყვანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 16:15

პოლიტიკა

ფიგარო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა

სტატიის ავტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ამავე შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა.