imedi /  14 ივნისი 2020, 00:27 / სანდო წყარო

ინდოეთში კაცმა თავისი მიწა 2 სპილოს უანდერძა

ინდოეთი სპილო ანდერძი

ინდოეთის მოქალაქე ახტარ იმამმა ანდერძი შეცვალა და მისი კუთვნილი მიწა ორ სპილოს დაუტოვა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპილოები მოტი (მარგალიტი) და რანი (დედოფალი) იმამის სიკვდილის შემდეგ 2.5 ჰექტარ მიწას მიიღებენ. ამ გადაწყვეტილებას კაცი იმით ხსნის, რომ სპილოებმა ის სიკვდილისგან იხსნეს, როცა შარშან მის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ. სპილოებმა მფლობელი საფრთხის შესახებ გააფრთხ​ილეს და ბოროტმოქმედებს გაეკიდნენ.

იმამი ველური ბუნების ფონდს მართავს და სპილოებს დაბადებიდან ზრდის. მოტი 20 წლისაა, რანი კი 15-ის. კაცის თქმით, მიწის ნაწილი მან ცოლსა და შვილებს დაუტოვა, თუმცა ისინი მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან.

„ვერ ხვდებიან, რომ სპილოები ჩემთვის ექსპონატები არ არიან. ჩვენი უერთიერთობა თელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს“, - ამბობს იმამი.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

მირიან ნიკოლაძე

13 ივლისი 2020, 22:56

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

როგორც ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

13 ივლისი 2020, 22:53

რეგიონი

ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი ემატება

როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 22:30

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვირუსის დასასრული ჯერ არც კი ჩანს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე რთული კრიზისია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 22:11

COVID19

ჯანმოს დირექტორი: თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა - ის უფრო უარესი გახდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ. ვირუსის ერთადერთი მიზანია ხალხი დააინფიციროს.

ბაიერნი

13 ივლისი 2020, 22:10

სპორტი

ბუნდესლიგის სამივე ინდივიდუალური პრიზი „ბაიერნის“ წარმომადგენელმა მიიღო

წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ჰანს-დიტერ ფლიკს ერგო, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ალფონსო დევისი დასახელდა. „ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიგო.

13 ივლისი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მიხეილ სააკაშვილი

13 ივლისი 2020, 21:42

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა პრორუსულია და მის შეცვლა უკრაინის ინტერესებშიც არის.

ანდრიუს კუბილიუსი

13 ივლისი 2020, 21:22

COVID19

ანდრიუს კუბილიუსი: ვირუსზე ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა

„პანდემიის დროს, ვირუსის ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პოლიტიკური ძალა, რადგან მათ მართლაც შეძლეს და მოახერხეს პანდემიის კონტროლი“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.

13 ივლისი 2020, 21:21

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.