imedi /  27 ივნისი 2020, 14:47 / სანდო წყარო

მარია შარაპოვა ამერიკული სერიალის, „მილიარდების“ მეხუთე სეზონში გადაიღეს

მარია შარაპოვა ამერიკული სერიალის, „მილიარდების“ მეხუთე სეზონში გადაიღეს.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ერთ-ერთი სერიის დასაწყისში ეპიზოდურ როლს თამაშობს.

რუსი ჩოგბურთელი ამავე სერიალის მესამე სეზონშიც მონაწილეობდა და მისი პარტნიორები დამიან ლუისი და ჯონ მალკოვიჩი იყვნენ.

მარია შარაპოვამ ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება 2020 წლის თებერვალში გააკეთა.

კარიერის განმავლობაში მან 2-ჯერ როლან გაროსი, თითოჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

ყველა სიახლე

სირია ჰუმანიტარული დახმარება

11 ივლისი 2020, 12:43

მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მოსახლეობისთვის თვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ინიციატივით გერმანია და ბელგია გამოდიოდნენ. მოსკოვი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ცდილობს დაბლოკოს ჰუმანიტარული დახმარების მოქმედი მოდელი, რომელიც თურქეთის საზღვრის გავლით მიწოდებას გულისხმობს და, შესაბამისად, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ხვდება.

11 ივლისი 2020, 12:32

მსოფლიო

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა. 1995 წლის 11 ივლისის მოვლენები, იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომების პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებად მიიჩნევა.

კორონავირუსი რუსეთი

11 ივლისი 2020, 12:27

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 6 611 ადამიანს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 720 547-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 188 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 205-ს აღწევს. ამასთან, 497 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯეკ ჩარლტონი

11 ივლისი 2020, 12:22

სპორტი

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი ჯეკ ჩარლტონი გარდაიცვალა

ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ტურნირი მოიგო. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ის წარმატებული მწვრთნელი იყო. ჩარლტონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი იყო.

11 ივლისი 2020, 12:18

რეგიონი

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველები უნივერსიტეტში გუშინ იმყოფებოდნენ. ფაქტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნაწილი ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ქუთაისის უნივერსიტეტში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ამ დღეებში არავინ დაუკავებიათ.

კორონავირუსი აშშ

11 ივლისი 2020, 12:06

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს კიდევ 774 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში დაღუპულთა რიცხვი 134 097-მდე გაიზარდა.

11 ივლისი 2020, 12:04

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი ამოქმედდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ფუნცქიონირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს.

11 ივლისი 2020, 12:01

სპორტი

„ბარსელონას“ ლეგენდამ ლობო კარასკომ ჟერარ პიკე არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა

„ბარსელონას“ ლეგენდამ ლობო კარასკომ, ჟერარ პიკე საჯაროდ გააკრიტიკა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Dario AS ავრცელებს. ლა ლიგის 35-ე ტურში „ესპანიოლთან“ სათამაშოდ პიკე „კამპ ნოუს“ სტადიონზე ველოსიპედით მივიდა, რაც კარასკოს თქმით ტრავმის მიღების ალბათობას ზრდის და ასეთი საქციელით 33 წლის ცენტრალური მცველი არამხოლოდ საკუთარ თავს აზარალებს, არამედ სეზონის გადამწყვეტ მომენტში გუნდსაც აღალატებს.

შემოსავლების სამსახური

11 ივლისი 2020, 11:55

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

ჰასკი გიურზა

11 ივლისი 2020, 11:54

საზოგადოება

2 წლის ლაქი, რომელმაც 5 წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს. ფოტო+ვიდეო

გმირი ძაღლი, რომელმაც ხუთი წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ძაღლმა ტაბახმელაში, ერთ-ერთ ეზოში, 2 წლის ლაქიმ საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი შენიშნა და ყეფა დაიწყო. არსებობდა საშიშროება, რომ ქვეწარმავალს ბავშვი დაეკბინა, თუმცა მისი გადარჩენა ძაღლმა შეძლო.

11 ივლისი 2020, 11:50

ეკონომიკა

სახელმწიფოს მხარდაჭერით წნორში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა. საწარმოში თვეში 80 ტონამდე შინაური ცხოველების და თევზების საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება.

პრინცესა დიანა

11 ივლისი 2020, 11:38

ტაბლოიდი

მედია: პრინცესა დიანამ ორსულობის დროს თავის მოკვლა სცადა

პრინცესა დიანამ თავის მოკვლა სცადა, როდესაც პრინც უილიამზე იყო ორსულად, თუმცა დროული ჩარევის შედეგად ტრაგედიის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ავსტრალიური გამოცემა New Idea წერს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ დიანას საიდუმლო დღიურშია ნათქვამი, რომელიც New Idea-ს რედაქციამ მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, დღიურში ჩანაწერების გაკეთება პრინცესა დიანას ფსიქოთერაპევტმა დეპრესიის დასაძლევად ურჩია, ვინაიდან დიანას ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.

11 ივლისი 2020, 11:33

მსოფლიო

ავსტრალიელი მოზარდი ზვიგენის თავდასხმას ემსხვერპლა

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ვულის სანაპიროზე მოხდა. მოზარდს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კორონავირუსი სომხეთი

11 ივლისი 2020, 11:29

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 489 შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ვირუსი უკვე 31 392 ადამიანს დაუდასტურდა, 559 ინფიცირებული გარდაიცვალა.

11 ივლისი 2020, 11:27

მსოფლიო

სომხეთში მეხის დაცემის შედეგად 77 წლის კაცი გარდაიცვალა

სომხეთში მეხის დაცემის შედეგად 77 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევა შირაქის ოლქის სოფელ ბენიამინში მოხდა.

დონალდ ტრამპი

11 ივლისი 2020, 11:25

მსოფლიო

ტრამპი ნატოდან აშშ-ის გაყვანას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვებას არ აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Buisness World ავრცელებს. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა გააკეთა. მისივე თქმით, აშშ-ი ნატოში დარჩება, თუმცა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა აღებული ვალდებულება უნდა შეასრულონ და თავდაცვის ხარჯები გაზარდონ. დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდაცვის ხარჯები საჭირო ნიშნულამდე მხოლოდ ნატოს წევრმა 8 სახელმწიფომ გაზარდა. განსაკუთრებული კრიტიკით თეთრი სახლის ლიდერი გერმანიის მიმართ გამოირჩევა.

11 ივლისი 2020, 11:25

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 23 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ

„გვყას 23 პაციენტი. გუშინ ჩვენთან ახალი პაციენტი არ შემოსულა და არც გამოჯანმრთელებულა. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი უკრაინა

11 ივლისი 2020, 11:10

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 27 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 372-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 25 661 პაციენტი.

ნინო ნიჟარაძე

11 ივლისი 2020, 11:09

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაინფიცირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ორი არასრუწლოვანია. სავარაუდოდ, ისინი დაინფიცირდნენ ტრაილერის მძღოლისგან, წითელი ხიდის გადმოკვეთის შემდეგ იმყოფებოდა ბათუმში, თავის სახლში, შემდეგ კი თურქეთში გადავიდა. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მას სარფის საზღვარზე კორონავირუსი დაუდასტურდა.

11 ივლისი 2020, 11:08

COVID19

კოვიდინფიცრების 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, დანარჩენი 5 ერთი ოჯახის წევრია

8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.