07 ივლისი 2020, 00:25 / სანდო წყარო

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა, - ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს. სწორედ ასე აღმოჩნდა სამხრეთ ამერიკული ამფიბია გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მაღაზიის დახლზე.

სუპერმარკეტის თანამშრომელმა მომხდარის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველებს შეატყობინა. ბაყაყი ამჟამად A Silent World Zoo To You–ში, საზღვაო ცხოვრების სპეციალისტთა ცენტრშია გადაყვენილი, თავს კარგად გრძნობს და მასზე სპეციალისტები ზრუნავენ.

ამფიბიას სახელიც შეურჩიეს და მას ასდა დაარქვეს.

ყველა სიახლე

მირიან ნიკოლაძე

14 აგვისტო 2020, 23:14

პოლიტიკა

მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ Imedinews-ს დაუდასტურა.

14 აგვისტო 2020, 23:08

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა.

ვერტმფრენი

14 აგვისტო 2020, 22:35

ტაბლოიდი

გერმანიაში სწავლობენ სამხედრო პილოტის საქმეს, რომელმაც საცოლეს ვერტმფრენიდან ყვავილები გადაუგდო

გერმანიაში სწავლობენ ორი სამხედრო მოსამსახურის საქმეს, რომლებმაც ერთ-ერთის საცოლეს ვერტმფრენიდან ყვავილების თაიგული გადაუგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა APA ავრცელებს. ინციდენტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში, სოფელ ჰოლცენში რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიციამ გამოძიება სამხედრო ვერტმფრენის ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენის ფაქტზე დაიწყო.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 22:23

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსებს: არ გაჰყოთ გარეთ ცხვირი! თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ!

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, გარეთ ცხვირი არ გამოჰყონ.

ჟერარ პიკე სამუელ უმტიტი

14 აგვისტო 2020, 22:00

სპორტი

„ბარსელონას“ მცველს კორონავირუსი დაუდგინდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

14 აგვისტო 2020, 21:59

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 846 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 846 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

14 აგვისტო 2020, 21:47

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 21:37

სპორტი

გიორგი გახარია ქართველ მორაგბეებს შეხვდება

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქართველ მორაგბეებს შეხვდება. მორაგბეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც რაგბის კავშირში კრიზისი დაიწყო. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობაზე 9 დღიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა.

14 აგვისტო 2020, 21:13

მსოფლიო

ბელარუსმა რუსეთს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 დაკავებული მებრძოლი გადასცა

ბელარუსმა რუსეთს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 დაკავებული დაქირავებული მებრძოლი გადასცა. როგორც რუსეთის გენერალურ პროკურატურაში იუწყებიან, დაკავებულები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

დავით სონღულაშვილი

14 აგვისტო 2020, 21:07

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანი არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც იყო და არის ჩემი ცხოვრების არსი

გურჯაანი შეიცვალა, ისევე როგორც მისი სოფლები და ინფრასტრუქტურა. გურჯაანი ხედავს ახალ პერსპექტივას, აქ კარგად ესმით ცვლილებების არსი და მიმართულება. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი შევასრულე, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ დავაკელი ცდა და მონდომება არც ერთ საკითხს, რომელიც გურჯაანისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, - ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

14 აგვისტო 2020, 21:03

COVID19

სოზარ სუბარი: მესტიაში სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება

„ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება, თუმცა გუშინწინდელზე გუშინ და გუშინდელზე დღეს მოხდა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა იმ პირის გამოკვლევა. მესტიაში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, მათ შორის დაბა მესტიაში, რომლის ტესტირება არ მოხდება. ვფიქრობ, რომ ამ აფეთქების ლოკალიზება მალე მოხდება. დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე სრული სურათის შევიქმნათ ვითარებაზე“, - განაცხადა სუბარმა.

14 აგვისტო 2020, 20:54

COVID19

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ესპანეთში ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალება

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ესპანეთში ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალება.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

გიორგი გახარია: დავით სონღულაშვილი არის უაღრესად განათლებული, ამ კუთხეზე შეყვარებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი

ამ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არცერთი გოჯი მიწა დარჩეს დაუმუშავებელი. მთავრობის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული, არცერთი კილოგრამი დარჩეს ​დაუბინავებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

მიხეილ ჩხენკელი

14 აგვისტო 2020, 20:42

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

14 აგვისტო 2020, 20:35

COVID19

ერაყში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 013 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 013 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

14 აგვისტო 2020, 20:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ ღირებულებად ადამიანი გამოაცხადა, ჩვენ ყველა სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, ჯანდაცვა და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, - ამოს შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გურჯაანში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 20:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ოკუპაცია მხოლოდ ორი გზით, მშვიდობითა და შრომით უნდა დავასრულოთ

მოგესალმებით გურჯაანელებო. დღეს უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსულიც. დღეს ისეთი დღე არის, რომ ჩვენი მძიმე წარსული უნდა გავიხსენოთ და უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად 28 წლის წინ სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანად უნდა იქცეს

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობის პერიოდი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. რამდენად პარადოქსულია, რომ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. ყველა სხვა ხელისუფლების დროს გვაქვს გამოცდილი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი სტაბილური პერიოდი „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდია. რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვახსოვს, - ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 20:19

მსოფლიო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო

აშშ-მა ირანიდან ვენესუელაში მიმავალი 4 ტანკერი დააკავა და 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი ამოიღო. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს.

კორონავირუსი

14 აგვისტო 2020, 20:08

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათში ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 182 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.