imedi /  05 იანვარი 2021, 23:32 / სანდო წყარო

გერმანიაში ვერ იპოვეს ლატარეის გამარჯვებული, რომელმაც €11,3 მილიონი მოიგო

ლატარეა გერმანია ჯეკპოტი

გერმანიაში ლატარეის გამარჯვებულის სამწლიანი უშედეგო ძებნა შეწყვიტეს. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უცნობმა State Toto-Lotto-ს ჯეკპოტი 2017 წლის 1-ელ აპრილს მოხსნა. მისი მოგება 11.3 მილიონ ევროს შეადგენდა. გამარჯვებულს ჯილდოს მოთხოვნისთვის 3,5 წელი ჰქონდა, თუმცა ლატარეის ორგანიზატორებს არავინ დაკავშირებია.

ორგანიზატორები გამარჯვებულს მედიის საშუალებით მოუწოდებდნენ ბილეთის წარდგენისკენ და კუთვნილი ჯილდოს მიღებისკენ, თუმცა უშედეგოდ. კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ კი თანხა გათამაშების ბიუჯეტში დაბრუნდა.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2021, 14:32

სამართალი

პანკისში მეზობლების დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

პანკისში, მეზობლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა სოფელ დუისში, ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც იბრაჰიმ ქავთარაშვილი მოკლეს. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია.

17 იანვარი 2021, 14:05

საზოგადოება

ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონის სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება

18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

საფრანგეთი

17 იანვარი 2021, 13:54

COVID19

საბერძნეთში COVID19-ზე ხანდაზმულების ვაქცინაცია დაიწყო

საბერძნეთმა COVID19-ზე ხანდაზმულების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა ჯანდაცვის 75 ათასზე მეტ მუშაკს გაუკეთდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

17 იანვარი 2021, 13:29

რეგიონი

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე ზაგაშვილი

17 იანვარი 2021, 13:18

საზოგადოება

ყაზბეგის მერის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება

„გზის გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები ხელს არ გვიწყობს. ძალიან დიდი თოვლია მოსული და საჭიროა თანხმობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან, რომ ტექნიკა შევიდეს გზის გასაწმენდად. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, როდის იქნება შესაძლებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. საბაგირო უკვე ჩაირთო და მგზავრები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გუდაურის, ისე - გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

17 იანვარი 2021, 12:56

მსოფლიო

FBI აშშ-ს მოსახლეობას 50-ვე შტატში მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ აფრთხილებს

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი. FBI-ს განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ვარაუდობენ.

17 იანვარი 2021, 12:54

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის 198,218 შემთხვევა გამოვლინდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 198,218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3,286 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 23,754,315 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 395,785 ადამიანი გარდაიცვალა.

17 იანვარი 2021, 12:31

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 23,586 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23,586 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 481 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,568,209 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 65,566 ადამიანი გარდაიცვალა.

17 იანვარი 2021, 12:23

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, Facebook-ი აშშ-ში საბრძოლო აქსესუარებისა და დამცავი აღჭურვილობის რეკლამირებას კრძალავს

Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებზე გათვლილი რეკლამა, რომელიც საბრძოლო აქსესუარებსა და დამცავი აღჭურვილობას ეხება, იკრძალება. აკრძალვა, სულ მცირე, ორი დღე, იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია არ ჩაივლის.

17 იანვარი 2021, 12:13

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება

საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება. ჩემპიონატში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს: „თელასი“, „თსუ“ რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, „თბილისი“, „პსპ“, „ილიაუნი“ და „კავკასიის უნივერსიტეტი“. 2021 წლიდან ფუტსალის ლიგას ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს. მანამდე ფუტსალის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატს ორგანიზებას სპორტული სააგენტო SBM-ი უწევდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმდა.

არგენტინა

17 იანვარი 2021, 12:11

COVID19

არგენტინაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

არგენტინაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, გატარებული პრევენციული ღონისძიების მიუხედავად, ქვეყანაში ამ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

17 იანვარი 2021, 11:53

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 5,590 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5,990 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 116 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,160,682 შემთხვევა გამოვლინდა, 865,960 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20,802 ადამიანი გარდაიცვალა.

17 იანვარი 2021, 11:49

მსოფლიო

ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა

ვაშინგტონში, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა. დაკავებული უესლი ალენ ბილერია. მისი ავტომობილი პოლიციამ 15 იანვარს გააჩერა და შეამოწმა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ყალბი დოკუმენტი და იარაღი.

17 იანვარი 2021, 11:46

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 351 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 351 ადამიანს დაუდასტურდა, 5 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 164,486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,992 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 152,772.

17 იანვარი 2021, 11:41

საზოგადოება

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

17 იანვარი 2021, 11:29

სამართალი

შსს-მ თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

17 იანვარი 2021, 11:15

სამართალი

ზუგდიდში 22 წლის ბიჭმა, 42 წლის კაცი მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი ხანძარი გააჩინა - დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული რ.პ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 იანვარი 2021, 11:09

მსოფლიო

მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე პირველად დალაშქრეს

ნეპალელი ალპინისტების ჯგუფი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც ზამთარში დალაშქრა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2. ალპინისტებმა მწვერვალს ნეპალის დროით 17:00 საათზე მიაღწიეს. ზამთრის განმავლობაში, K2-ზე ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-საც კი აღწევს, ტემპერატურა კი 60 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს. ამის გამო, ის ზამთრის სეზონზე არავის დაულაშქრავს.

17 იანვარი 2021, 10:59

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 789 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

17 იანვარი 2021, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 332 თბილისში, ხოლო 100 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 100, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.