შერონ სტოუნი მადონას კრიტიკას პასუხობს
მადონა და შერონ სტოუნი
თუფაკ შაკურის მიერ პოპვარსკვლავ მადონასადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც თუფაკი მადონასთან დაშორების მიზეზად მომღერლის "თეთრკანიანობას" ასახელებს, კიდევ ერთი წერილის შესახებ გახდა ცნობილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მადონა ვინმე "ჯ"-ს სწერს (სავარაუდოდ, მსახიობ ჯონ ენოსს, რომელთანაც მადონას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა), რომ ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება და ცხოვრების შესახებ "ბნელი აზრები" მოსდის გონებაში. წერილში მადონა მსახიობ შერონ სტოუნსა და მომღერალ უიტნი ჰისტონზეც ლაპარაკობს და მათ კარიერას შემდეგნაირად აფასებს: "რომ ვერ დაესიზმრებოდათ, ისეთი წარმატება აქვთ". წერილი, 90-იან წლებშია დაწერილი.
მადონას გასაჯაროებულ წერილს მსახიობი შერონ სტოუნი პასუხობს და ამბობს, რომ წერილის გამო მადონასთან ჩხუბს არ აპირებს. ამის შესახებ სტოუნმა Facebook-ზე დაწერა.
"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ვიცით, რომ საკუთარი ნაკლოვანებების აღიარება და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვენივე ძლიერი მხარეების გამოსავლენად ერთადერთი გზაა. მხოლოდ ასე შეგვიძლია გავხდეთ ისინი, ვინც ვართ. მიყვარხართ და აღფრთოვანებული ვარ თქვენით, ვერაფრით შევძლებ, რომ თქვენ წინააღმდეგ განვეწყო. იცოდეთ, მე თქვენი მეგობარი ვარ. ზოგჯერ როკვარსკვლავობა მეც მდომებია და ამ მომენტში სწორედ იმნაირ ნაკლოვან ადამიანად ვგრძნობდი თავს, როგორსაც თქვენ აღწერთ წერილში", - წერს შერონ სტოუნი.
მადონას წერილი, რომელიც Gotta Have Rock and Roll-ის აუქციონზე 19 ივლისს უნდა გაყიდულიყო, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ლოტიდან მალევე მოხსნეს. წერილში მადონა ამბობს, რომ მიუღებელია ის, რასაც მის შესახებ წერენ:
"რომ არც კი შემიძლია ისეთ მუსიკალურ და სამსახიობო კარიერაზე ოცნება, როგორიც უიტნი ჰიუსტონს და შერონ სტოუნს აქვთ. ისინი დაბალი დონისანი არიან და ამის მიუხედავად, მათ დადებით მხარეებს ჩემ დასამცირებლად ხშირად იყენებენ", - წერს მადონა.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 14:01
კულტურა
თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
21 აპრილი 2026, 13:59
მსოფლიო
ilga Europe: ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის რამდენიმე ხელშეკრულებას არღვევს. ინფორმაციას Ilga Europe ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 13:56
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა.
21 აპრილი 2026, 13:48
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ სექტორში შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
„2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.
21 აპრილი 2026, 13:48
ჯანდაცვა
გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება
ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ), დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება, - წერს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე 7 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებილ პოსტში.
21 აპრილი 2026, 13:35
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
21 აპრილი 2026, 13:32
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმიდან მიღებული პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები და რეკორდულ მაჩვენებელს, 829.8 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.
21 აპრილი 2026, 13:26
მსოფლიო
მარტა კოსის განცხადებით, ევროპას ცენტრალურ აზიასთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ.
21 აპრილი 2026, 13:24
ეკონომიკა
ნატა კვაჭანტირაძე: ტურიზმის პოზიტიურ დინამიკას ევროპული ბაზრების ზრდა და პირდაპირი ფრენები განაპირობებს
2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
21 აპრილი 2026, 13:23
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.
21 აპრილი 2026, 13:11
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას
სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ.
21 აპრილი 2026, 13:07
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ საქართველოზე ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემები, რა მიზეზით არ აქვთ შეტანილი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?!
არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?! , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
21 აპრილი 2026, 13:03
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა.
21 აპრილი 2026, 13:03
ტაბლოიდი
მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა
პოპის დედოფალი მადონა ქურდობის მსხვერპლი გახდა. პოპვარსკვლავი გასულ პარასკევს Coachella Valley Music and Arts Festival-ის მთავარ სცენაზე ჰედლაინერ საბრინა კარპენტერთან ერთად გამოჩნდა.
21 აპრილი 2026, 13:02
ჯანდაცვა
სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, გაეცნონ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, გაეცნონ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
21 აპრილი 2026, 12:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
21 აპრილი 2026, 12:59
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტისა და 9 მილიონამდე ლარის გათეთრების ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
21 აპრილი 2026, 12:57
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულის მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები
ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულის მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
21 აპრილი 2026, 12:50
თავდაცვა
პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მონიკა რენატა ბოლანიოს პერეზს უმასპინძლა.
21 აპრილი 2026, 12:23
ეკონომიკა
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა I კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


