imedi /  18 აგვისტო 2017, 19:39 / სანდო წყარო

ფლორიდაში ორთავიანი კუ იპოვეს

ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ორთავიანი ზღვის კუს ფოტო გამოაქვეყნეს. მკვლევარმა კეიტ მენფილდმა კუს სურათი საკუთარ Twitter-ზე ატვირთა. 

"გუშინ, ჩვენა სტაჟიორებმა იშვიათი, ახლადდაბადებული ორთავიანი ზღვის კუ იპოვეს. ის სიცოცხლით სავსე იყო. მაგარია!", - დაწერა მენფილდმა. 

ორთავიანი ზღვის კუები იგივე ლოგერჰედები, წყნარ, ინდოეთის და ატლანტის ოკეანეებში ბინადრობენ. ისინი 98 სანტიმეტრამდე იზრდებიან და 200 კილოგრამს იწონიან.

კომენტარები ()