imedi /  06 სექტემბერი 2017, 01:33 / სანდო წყარო

The Rolling Stones-ის გიტარისტის Ferrari აუქციონზე გაიყიდება

კიტ რიჩარდსის ავტომობილი

სპორტული ავტომობილი Ferrari 400i, რომელიც როკ-ჯგუფ The Rolling Stones-ის გიტარისტს, კიტ რიჩარდსს ეკუთვნის Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

აუქციონი Ferrari Leggenda e Passione იტალიის ქალაქ ფიორანო-მოდენეზე-ში 9 სექტემბერს გაიმართება და მთლიანად Ferrari-ს მარკის ავტომობილებს დაეთმობა.

რიჩარდსი ამ ავტომობილს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ხანმოკლე გასტროლის დროს იყენებდა. მანქანის მთლიანი გარბენი 3627 კილომეტრია, სავარაუდო ღირებულება - 125-175 ათასი ევრო.

Sotheby's-ის სპეციალისტები ამბობენ, რომ მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია. 

კომენტარები ()