20 წლის ამერიკელს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა და ძაღლები გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფოტო: Twitter
20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. NBC-ის ცნობით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.
შემთხვევა გასული წლის თებერვალში მოხდა. რაიან ფიშერი ლედი გაგას ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, რა დროსაც ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორი ძაღლი გაიტაცა. ფიშერი მძიმედ დაიჭრა, თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს. სასამართლოში მან განაცხადა, რომ ჯექსონს მის საქციელს პატიობს.
ბულდოგების გაუჩინარების შემდეგ ლედი გაგას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირს, რომელიც ძაღლებს დააბრუნებს, 500 000 დოლარს გადაუხდიდნენ და არანაირ კითხვებს არ დაუსვამდნენ. ძაღლები დააბრუნა ქალმა, რომელიც მოგვიანებით დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს.
სულ საქმეზე ჯექსონის გარდა ოთხი ადამიანი დააკავეს. ორ მათგანს გამოძიება გამტაცებლის უშუალო თანამზრახველებად მიიჩნევს. მათ მიმართ განაჩენები სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია. გამოძიების მხარე აცხადებს, რომ დანაშაულის დაგეგმვისას გამტაცებლებმა ძაღლების პატრონის ვინაობა არ იცოდნენ და მათ მოტივს მხოლოდ ამ ჯიშის ძაღლების მაღალი ფასი წარმოადგენდა.
ყველა სიახლე
25 სექტემბერი 2026, 02:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ
საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიყავით -კარს ვუღებდით განსხვავებულ კულტურებს, ხალხს და იდეებს; ამავე დროს კი მტკიცედ ვიცავდით საკუთარ უნიკალურ იდენტობას და თვითმყოფადობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.
25 სექტემბერი 2026, 02:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს - ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს
საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 სექტემბერი 2026, 02:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას - შევქმნათ უკეთესი მომავალი
ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.
25 სექტემბერი 2026, 02:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს
ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 სექტემბერი 2026, 02:22
პოლიტიკა
პრემიერი: გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც - ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.
25 სექტემბერი 2026, 02:11
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეირანს აშშ-თან შეთანხმების მიღწევა შუალედურ არჩევნებამდე სურს
ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ თეირანს აშშ-თან შეთანხმების მიღწევა შუალედურ არჩევნებამდე სურს.
25 სექტემბერი 2026, 01:43
პოლიტიკა
ალექსანდარ ვუჩიჩი: გულთბილი საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთან სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაუმჯობესებასა და იმ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხების ისტორიული, კულტურული და რელიგიური კავშირები აერთიანებს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვუჩიჩის განცხადებით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
25 სექტემბერი 2026, 01:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან, ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
25 სექტემბერი 2026, 01:02
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
25 სექტემბერი 2026, 01:01
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეგვიპტელი ექსპატრიატების მინისტრ ბადრ აბდელატისთან.
25 სექტემბერი 2026, 00:50
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის მკვლელი რეჟიმი საკუთარი სიცრუის, კორუფციისა და სასტიკი ქმედებების გამო დაემხობა - ეს ბოროტი რეჟიმი დაეცემა და ამას ყველანი ერთად ვიზეიმებთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ირანის მთავრობის დაცემა „მხოლოდ დროის საკითხია“ და იწინასწარმეტყველა, რომ დადგება დღე, როდესაც ირანელი ხალხი „თავისუფალი იქნება“.
25 სექტემბერი 2026, 00:36
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ერდოღანი ტირანია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა,ლ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხუთშაბათს საღამოს გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა. გამოსვლისას ნეთანიაჰუმ დაიცვა ისრაელი გენოციდის ბრალდებებისგან, მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის და გააკრიტიკა ირანი და კატარი ანტიისრაელური პროპაგანდის დაფინანსების გამო.
25 სექტემბერი 2026, 00:26
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთი კოლონიური ისტორიის გამო ფარისევლობაში დაადანაშაულა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთი კოლონიური ისტორიის გამო ფარისევლობაში დაადანაშაულა.
25 სექტემბერი 2026, 00:10
მსოფლიო
მაკრონმა უარყო უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ფრანგული სპეცსამსახურები ქვეყნის სამხრეთზე რუსული დრონების შესაძლო შეტევის შესახებ გააფრთხილა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უარყო უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ფრანგული სპეცსამსახურები ქვეყნის სამხრეთზე რუსული დრონების შესაძლო შეტევის შესახებ გააფრთხილა.
25 სექტემბერი 2026, 00:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
25 სექტემბერი 2026, 00:05
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.
25 სექტემბერი 2026, 00:03
ეკონომიკა
დავით ნარმანია: გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. მოთხოვნის ზრდა გვაქვს, როგორც კომერციულ სექტორში, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შესაბამისი ადგილობრივი მეტი ელექტროენერგიის წარმოებით
გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. მოთხოვნის ზრდა გვაქვს, როგორც კომერციულ სექტორში, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შესაბამისი ადგილობრივი მეტი ელექტროენერგიის წარმოებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
25 სექტემბერი 2026, 00:02
მსოფლიო
მაკრონი: ინფორმაცია რუსეთში დამატებით 300 000 ადამიანის შესაძლო მობილიზების შესახებ დამაჯერებლად გამოიყურება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და მოსალოდნელ ახალ მობილიზაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ინფორმაცია რუსეთში დამატებით 300 000 ადამიანის შესაძლო მობილიზების შესახებ დამაჯერებლად გამოიყურება.
25 სექტემბერი 2026, 00:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ანიტა ორბანს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანთან.
24 სექტემბერი 2026, 23:55
საზოგადოება
გივი მიქანაძე: სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს იმ პროცესებს, რომელიც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების საშუალებას. ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


