05 მაისი 2026, 12:57 / სანდო წყარო

ბლეიკ ლაივლიმ და ჯასტინ ბალდონიმ შეთანხმებას მიაღწიეს

ბლეიკ ლაივლი/ჯასტინ ბალდონი

ბლეიკ ლაივლი/ჯასტინ ბალდონი

ბლეიკ ლაივლისა და ჯასტინ ბალდონის შორის არსებული წელიწადნახევრიანი სასამართლო კონფლიქტი შევიწროების საქმეზე დასრულდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს მორიგების შეთანხმებას, რითაც თავიდან აიცილეს ფედერალური დონის სასამართლო განხილვა, რომელიც ორ კვირაში უნდა დაწყებულიყო.

ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა აღნიშნეს: „საბოლოო პროდუქტი - ფილმი „ყველაფერი ჩვენით მთავრდება“, საამაყო აღმოჩნდა ყველასთვის, ვინც მასზე მუშაობდა. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ცნობიერება ოჯახური ძალადობის შესახებ და დაზარალებულებს დავეხმაროთ. ვაღიარებთ, რომ მუშაობის პროცესში წარმოიშვა სირთულეები და გვესმის, რომ ქალბატონი ლაივლის მიერ გამოთქმული წუხილი ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ კვლავ მტკიცედ გვჯერა, რომ სამუშაო ადგილზე არ უნდა არსებობდეს შეუფერებელი ქცევა და არაპროდუქტიული ატმოსფერო. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს წერტილს დაუსვამს კონფლიქტს და ყველა მონაწილეს წინსვლის საშუალებას მისცემს“.

2024 წლის ბოლოს, 38 წლის ლაივლიმ სარჩელი შეიტანა რეჟისორისა და ფილმში მისი პარტნიორის, 42 წლის ჯასტინ ბალდონის წინააღმდეგ. მსახიობი მას გადასაღებ მოედანზე შევიწროებაში ადანაშაულებდა.

ლაივლი ამტკიცებდა, რომ ბალდონი მას საჭიროზე დიდხანს აჩერებდა ჩახუტებულ მდგომარეობაში, უფლებას აძლევდა თავს ზედმეტად შეხებოდა ინტიმური სცენების რეპეტიციისას, ერთხელ კი წონასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაც მსახიობმა (რომელიც 4 შვილის დედაა) საჯარო დამცირებად აღიქვა.

ბალდონიმ, თავის მხრივ, ლაივლის ცილისწამებისთვის უჩივლა და აცხადებდა, რომ მსახიობმა მას ცრუ ბრალდებები ფილმზე „კონტროლის მოსაპოვებლად“ წაუყენა.

ყველა სიახლე

სტივ რიდი

05 მაისი 2026, 14:26

მსოფლიო

ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყანაში შესაძლებლობას იძლევა აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის, სტივ რიდის განცხადებით, კანონი დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლებლობას აძლევს აკრძალოს მარშები, რომლებიც საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

მარიამ ლაშხი

05 მაისი 2026, 14:25

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა

ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

გიორგი სოსიაშვილი

05 მაისი 2026, 14:21

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას - ჩვენ კი მივიღეთ ელჩის გაწვევა, ბულინგი, მოწოდება რადიკალებისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით

ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა [უკრაინას] რა რესურსიც გაგვაჩნია იმის ფარგლებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

ლევან მახაშვილი

05 მაისი 2026, 14:13

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი. ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა

ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

05 მაისი 2026, 14:09

ჯანდაცვა

მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბათუმში, NCDC-ს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ფრიდრიხ მერცი

05 მაისი 2026, 14:09

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი გერმანიაში პოპულარობით ბოლოსწინა ადგილზეა

გერმანიის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პოპულარობით ბოლოსწინა ადგილზეა. გამოკითხვის შედეგებს გერმანული Die Welt-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

05 მაისი 2026, 13:50

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკი ეშმაკი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეშმაკი ადამიანი უწოდა.

05 მაისი 2026, 13:47

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

ირაკლი კობახიძე

05 მაისი 2026, 13:36

პოლიტიკა

პრემიერი: ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფეიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას

ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

05 მაისი 2026, 13:29

საზოგადოება

გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს

გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

05 მაისი 2026, 13:24

საზოგადოება

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

05 მაისი 2026, 13:16

მსოფლიო

ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა.

05 მაისი 2026, 13:09

საზოგადოება

რკინიგზა სრულად განაახლებს სამგზავრო პარკს და მგზავრებს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩაიყვანს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რკინიგზას მგზავრებისთვის საინტერესო სიახლეები აქვს. კომპანიაში უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი.

05 მაისი 2026, 13:00

ეკონომიკა

საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა

საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილური და თანმიმდევრული ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებით არის განპირობებული. ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხებმა 230 მლნ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

05 მაისი 2026, 12:58

საზოგადოება

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გაახანგრძლივა.

ირაკლი კობახიძე

05 მაისი 2026, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება

მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

გაგა კირკიტაძე

05 მაისი 2026, 12:57

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 მაისი 2026, 12:48

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას

„საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

05 მაისი 2026, 12:41

ჯანდაცვა

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.