დუა ლიპა Samsung-ს უჩივის - მომღერალი 15 მილიონ დოლარს ითხოვს
დუა ლიპა
ფოტო: Arturo Holmes/Getty
დუა ლიპამ Samsung-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო იმ ბრალდებით, რომ კომპანიამ მისი ფოტო ნებართვის გარეშე გამოიყენა. ინფორმაციას გამოცემა PEOPLE ავრცელებს.
როგორც PEOPLE-ის მიერ მოპოვებულ სარჩელში წერია, რომელიც 8 მაისს კალიფორნიის ცენტრალური ოლქის აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში შევიდა, ლიპა ამტკიცებს, რომ Samsung-მა მისი კულისებში გადაღებული, საავტორო უფლებებით დაცული ფოტო განათავსა ტელევიზორების მუყაოს ყუთებზე, რომლებიც აშშ-ის მასშტაბით იყიდებოდა.
გრემის მფლობელი მომღერალი ითხოვს ზიანის ანაზღაურების სახით მინიმუმ 15 მილიონ დოლარს, ასევე, იმ მოგების ნაწილსაც, რომელიც აღნიშნული ფოტოს მქონე ტელევიზორების გაყიდვიდან მიიღეს.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(930x420:932x422)/Dua-Lipa-Suing-Samsung-051026-08332f6ee8cf465389e14d1f703f07bc.jpg)
ყველა სიახლე
11 მაისი 2026, 14:41
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: სამხედრო კუთხით დამარცხებულები არიან
„არასდროს დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რადგან ისინი შეშლილები არიან. ირანის ბირთვული შეთანხმება რომ არ შეგვეწყვიტა, ამ იარაღს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. მეტიც, მათ აქვთ რაკეტები, რომლებითაც ევროპასაც მისწვდებოდნენ. ისინი სამხედრო კუთხით დამარცხებულები არიან. აღარც საზღვაო ფლოტი ჰყავთ, აღარც საჰაერო ძალები, არც იარაღი, არც რადარები, არც ლიდერები. ახლა საქმე გვაქვს რთულ ჯგუფთან - ჯერ გვთანხმდებიან, შემდეგ ამ შეთანხმებას არღვევენ. დღესვე რომ დავტოვოთ იქაურობა, ირანს აღსადგენად 20 წელი დასჭირდება“, - მიიჩნევს ტრამპი.
11 მაისი 2026, 14:33
მსოფლიო
რობერტ ფიცო: მიგვანიშნეს, რომ ამერიკელები დაინტერესებულები არიან შეისყიდონ ევროპაში სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. გამოდის, რუსეთი ამერიკას მიაწვდის გაზსა და ნავთობს, ამერიკელები კი დიდი ფასნამატით მოგვყიდიან. უკვე ასეთი იდიოტები ვართ?
„ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთიდან გაზის მიწოდება 2027 წელს სრულად შეწყდება. ერთ-ერთ შეხვედრაზე ნათლად მიგვანიშნეს, რომ ამერიკელები დაინტერესებულები არიან შეისყიდონ ევროპაში სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. ეს ძალიან სახალისოა. გამოდის, რომ რუსეთი ამერიკას მიაწვდის გაზსა და ნავთობს სტანდარტულ ფასად, ხოლო შემდეგ ამერიკელები ჩვენ მოგვყიდიან დიდი ფასნამატით. ჩვენ უკვე ასეთი იდიოტები ვართ? - განაცხადა ფიცომ.
11 მაისი 2026, 14:25
მსოფლიო
ესპანური მედია: ევროკავშირის კორონავირუსის შემდგომი აღდგენის ფონდიდან მილიარდობით ევრო გაქრა
ესპანური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის კორონავირუსის შემდგომი აღდგენის ფონდიდან მილიარდობით ევრო გაქრა. ევროპის აუდიტორთა სასამართლომ, ამ ფონდიდან გაწეული ხარჯების აღრიცხვისა და გამჭვირვალობის კუთხით, სერიოზული ხარვეზები გამოავლინა. უწყების ცნობით, ევროპელი გადასახადების გადამხდელთა მილიონობით ევრო ისე განაწილდა, რომ უცნობია, კონკრეტულად ვინ მიიღო თანხა, რა დაჯდა კონკრეტული პროექტები და რა იყო მათი შედეგები.
11 მაისი 2026, 14:08
მსოფლიო
კაია კალასი რუსეთთან მოლაპარაკებაში გერჰარდ შრედერის ჩართვას არაგონივრულად მიიჩნევს
„უპირველეს ყოვლისა, თუ ჩვენ რუსეთს მივცემთ უფლებას, დანიშნოს მომლაპარაკებელი ჩვენი სახელით, ეს არ იქნება განსაკუთრებით გონივრული. ფაქტობრივად, შრედერი მაგიდის ორივე მხარეს იჯდებოდა“, - განაცხადა კალასმა.
11 მაისი 2026, 13:58
მსოფლიო
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს საკუთარი არმია სჭირდება
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს საკუთარი არმია სჭირდება ისეთი მტრების შესაკავებლად, როგორიც რუსეთია. ხოსე მანუელ ალბარესმა Politico-ს განუცხადა, რომ დაუშვებელია ყოველ დილით იმაზე ფიქრით გაღვიძება, თუ რა იქნება შეერთებული შტატების მომდევნო ნაბიჯი და დაეხმარება თუ არა ის ევროპას.
11 მაისი 2026, 13:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის - ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშის შეხვდა.
11 მაისი 2026, 13:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, მადლიერებას გამოვთქვამ სლოვაკეთის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
11 მაისი 2026, 13:25
საზოგადოება
მეუფე შიო: მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია,-განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას
11 მაისი 2026, 13:22
საზოგადოება
მეუფე შიო: დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი
დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო, ავტოკეფალიური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.
11 მაისი 2026, 13:07
კულტურა
ვენაში „ევროვიზიის“ გახსნის ცერემონია გაიმართა
ვენის მერიაში „ევროვიზიის“ რიგით 70-ე კონკურსის გახსნის ცერემონია გაიმართა. მონაწილეებმა შენობაში ათასობით მაყურებლის თვალწინ შეაბიჯეს. ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს - ჯგუფი „ბზიკები“ ვენაში სიმღერით On Replay გაემგზავრა, რომელსაც საკონკურსო სცენაზე უკვე ხვალ წარადგენს.
11 მაისი 2026, 13:06
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.
11 მაისი 2026, 12:59
საზოგადოება
სამებაში გაფართოებული საეკლესიო კრება მიმდინარეობს, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ
სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევი გაფართოებული საეკლესიო კრება მიმდინარეობს. მანამდე სამებაში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
11 მაისი 2026, 12:57
მსოფლიო
ჰანტავირუსი საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ საფრანგეთის მოქალაქესაც დაუდასტურდა
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სტეფანი რისტმა განაცხადა, რომ ჰანტავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა ერთ-ერთი მგზავრის შემთხვევაში, რომელიც წინა დღით პარიზში კუნძულ ტენერიფედან გადაიყვანეს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ქალს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. რისტის თქმით, პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული პაციენტის მდგომარეობა ღამის განმავლობაში გაუარესდა.
11 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
ზაზა ლომინაძემ დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
11 მაისი 2026, 12:46
პოლიტიკა
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი შეიმუშავა
პარლამენტის პლენარული სხდომები მიმდინარე სასესიო კვირაში 13 და 14 მაისს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიუროს წევრებს განსახილველი საკითხები გააცნო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
11 მაისი 2026, 12:39
ტექნოლოგიები
იტალიაში ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
„ტოქსიკური მეგობრობა დროთა განმავლობაში დამოკიდებულებაში გადაიზარდა: ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა, რომელიც დამოკიდებულებათა მკურნალობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
11 მაისი 2026, 12:35
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა
სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
11 მაისი 2026, 11:52
პოლიტიკა
შარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ
პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება ერთი ერთზე იმეორებს ევრო ბიუროკრატიის ნარატივს და არც კი მოსვლია აზრად, მოდი გავარკვიოთ, რა ხდება, რა ადარდებს ამ ხალხს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში.
11 მაისი 2026, 11:47
რეგიონი
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული და მერი გაეცნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
11 მაისი 2026, 11:44
პოლიტიკა
ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი გურამ როგავა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ დაასანქცირონ „იმედი“, „პოს ტვ“ და „რუსთავი 2“
„ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტი გურამ როგავა უკვე ღიად ითხოვს ქართული მედიის ნაწილის დასჯას და დასანქცირებას.


