ჩინელმა ქალმა სერიალი დააფინანსა რათა თავის საყვარელ მსახიობთან 60 კოცნის სცენაში გადაღებულიყო
ფოტო: Facebook
მდიდარმა ჩინელმა ქალმა ინვესტიცია ჩადო მიკროსერიალში, რათა მასში თავის საყვარელ მსახიობთან, ჩჟუნ იუიფეისთან ერთად ეთამაშა. ქალმა მოითხოვა, რომ სცენარში რამდენიმე ათეული კოცნის სცენა დაემატებინათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სერიალის რეჟისორმა, მენ სინმა სოციალურ ქსელებში გააზიარა, რომ ქალმა 50-ზე მეტი სერიის გადაღება მოითხოვა. ინვესტორი პრინცესას როლს ასრულებდა, ხოლო ჩჟუნ იუიფეი „დაცემული პრინცს“.
რეჟისორის თქმით, ინტიმური სცენების დიდი რაოდენობის გამო, პლატფორმამ, რომელზეც სერიალი უნდა გასულიყო, კოცნის 20-ზე მეტი კადრის ამოჭრა მოითხოვა, რამაც ინვესტორის უკმაყოფილება გამოიწვია. მან უარი თქვა რეჟისორისთვის ჰონორარის დარჩენილი ნაწილის - 30 ათასი იუანის გადახდაზე, რის შემდეგაც მენ სინმა კონფლიქტის შესახებ საჯაროდ საუბარი გადაწყვიტა.
რეჟისორის სიტყვებს მსახიობი ჩჟუნ იუიფეიც გამოეხმაურა. მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განაცხადა, რომ კოცნისა და სხვა ინტიმური სცენები სცენარის შესაბამისად გადაიღეს. თუმცა მან სინანულით დასძინა, რომ „კოცნის სცენების გადაღებისას ენა არ უნდა გამოიყენო“.
ყველა სიახლე
06 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:53
სამართალი
სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და გავრცელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:49
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ირანის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:49
ტექნოლოგიები
ამერიკული სტარტაპი აცხადებს, რომ შექმნა მაისური, რომლის გარეცხვაც მთელი თვის განმავლობაში არ არის საჭირო
ახალი გამოგონებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მაისურის ერთ-ერთ ნაკლზე მიუთითებენ: პერანგი თვითწმენდადი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭუჭყი ან გადასხმული საჭმელი მაინც დატოვებს ლაქებს და დაგროვდება ქსოვილზე, თუ მას სათანადოდ არ მოუვლიან. გარდა ამისა, მუენს არაფერი უთქვამს რაიმე კვლევის შესახებ, რომელიც ნივთის დასახელებულ თვისებებს დაადასტურებდა.
06 აგვისტო 2026, 10:47
პოლიტიკა
ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ჟორჟოლიანს ეთანხმებიან ნაცმოძრაობის წევრები და პროპაგანდისტები
ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს“.
06 აგვისტო 2026, 10:34
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია ასრულებს
ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
06 აგვისტო 2026, 10:32
მსოფლიო
ავსტრიასა და სლოვაკეთში ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა☀️
ავსტრიამ და სლოვაკეთმა ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე გადაიტანეს. ქვემო ავსტრიის ფედერალურ მიწაზე მდებარე პატარა ქალაქ ბად-დოიჩ-ალტენბურგში დღისით ტემპერატურამ +41,2 გრადუსს მიაღწია. ამასთან, ქვეყნის დედაქალაქ ვენაში ჰაერი რეკორდულ +41℃-მდე ჯერ კიდევ წინა დღეს, 4 აგვისტოს გათბა.
06 აგვისტო 2026, 10:31
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:29
რეგიონი
ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 10:16
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ჩემს წერილებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ ოჯახების, იგივე „დიფ სთეითის“, თუ გლობალური ომის პარტიის მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შერყევა და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, თუმცა არა ერთადერთი - პარალელურად გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და საინფორმაციო ბერკეტები, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, მის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილში. \
06 აგვისტო 2026, 10:16
პოლიტიკა
შათირიშვილი: არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც იყენებენ, საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს ავრცელებს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2022 წელს უკრაინის ომს შორის აშშ-სა და ევროპის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს, ამის მიზეზად კი, შეიარაღებული კონფლიქტების განსხვავებულ მასშტაბსა და ოლიგარქიული ოჯახების გეგმას ასახელებს.
06 აგვისტო 2026, 10:15
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, რუსეთმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ საგულისხმო საკითხზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია კითხვა, რომელიც, თავადაც პრემიერ-მინისტრმაც შესანიშნავად იცის, რომ რიტორიკულია, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.
06 აგვისტო 2026, 10:15
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით
ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის!, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.
06 აგვისტო 2026, 10:11
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის 6 მარტს, ჟენევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტომა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გადატვირთვის წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი, რითაც მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზად იყვნენ
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელოვნური რუსოფობიის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერის გამოეხმაურა.
06 აგვისტო 2026, 09:58
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე დავეტაკოთ რუსეთს, ქვეყანაში არ შემოვიდეს ტურისტი, დაიქცეს და დაინგრეს ქვეყანა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი და მტრობა შერჩება, სულ ტყუილად. სუსმა გამოძიება დაიწყო და დამნაშავეები სულ მალე კანონის წინაშე აგებენ პასუხს
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სავარაუდო საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
06 აგვისტო 2026, 09:54
კულტურა
ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ბიჩ“ პრემიერა გაიმართა
ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ბიჩ“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა იუმორით, ირონიითა და მოულოდნელი ამბებით ადამიანურ ურთიერთობებზე გვიყვება.
06 აგვისტო 2026, 09:46
კულტურა
ანაკლიაში კულტურის სამინისტროსა და ,,შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ,,შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანაკლიაში კონცერტი გაიმართა.
06 აგვისტო 2026, 09:34
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. მათთვის საქართველო არაფერს ნიშნავს. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის დავალებები, რაც მოსდით
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილს ხელოვნურ რუსოფობიასთან დაკავშირებით.
06 აგვისტო 2026, 09:25
ჯანდაცვა
შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს
შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


