imedi /  06 აპრილი 2018, 15:10 / სანდო წყარო

ლეონარდო დიკაპრიო მკაცრ დიეტაზეა

ლეონარდო დიკაპრიო

ლეონარდო დიკაპრიო

ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო მკაცრ დიეტაზეა. როგორც ტაბლოიდები წერენ, 43 წლის მსახიობი ახალი კინოროლისთვის ემზადება.

„ის განიცდის იმ ფაქტს, რომ საყვარელ პასტაზე, დესერტებსა და ელექტრონულ სიგარეტზე უარის თქმა მოუწია. მარტო რომ დარჩეს, ალბათ „მაკდონალდსში“ შევა და გემრიელად ისადილებს“, – განაცხადა ინსაიდერმა.

ლაპარაკია, ფილმზე "ერთხელ ჰოლივუდში,“ რომლის რეჟისორი  ტარანტინოა, ხოლო მთავარ როლზე დიკაპრიოა დამკიცებული.

ლეონარდო დიკაპრიო

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 20:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას

„შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები. საქართველოს მიზანია, იყოს ამ პროცესის არა მხოლოდ გეოგრაფიული ნაწილი, არამედ მისი სანდო, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი ვერ იქნება წარმატებული, თუ მის საფუძველში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დგას“.

ალექსეი გონჩარენკო

27 ივნისი 2026, 20:11

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, კომისარიატი ლუცკში ხალხს ატერორებს

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ კომისარიატი ლუცკში ხალხს ატერორებს.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 20:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ჩვენს ირგვლივ იკვეთება განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. „ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. ეს უმშვენიერესი ქალაქი, თავისი ისტორიით, ღიაობითა და მედეგობით, მართლაც საუკეთესო ადგილია, რომ ვისაუბროთ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებზე და მულტივექტორული დიპლომატიის როლზე დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2026, 20:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობ, საქართველო დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რას ნიშნავს პრაქტიკაში მულტივექტორული დიპლომატია. ჩვენი ისტორია, გეოგრაფია, უსაფრთხოების გარემო და ეკონომიკური ინტერესები გვაიძულებს, ყოველდღიურად ვიპოვოთ სწორი ბალანსი პრინციპებსა და პრაგმატიზმს შორის, ღიაობასა და უსაფრთხოებას შორის, ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას შორის

ევროპა სანდო პარტნიორების ფართო ქსელით ძლიერდება, მზად ვართ, ამ პროცესში წვლილი შევიტანოთ, ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციით უპასუხოს საქართველოს, სტრატეგიული შეცდომაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას.

27 ივნისი 2026, 19:49

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბა 2026“ აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბა 2026“ აღინიშნა

დავით კაჭარავა

27 ივნისი 2026, 19:45

სპორტი

დავით კაჭარავა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ასეთი ხარისხით 20-წლამდელთა თამაშები, როგორც წესი, არ იმართება, მაგრამ ჩვენ, ქართველები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობითა და მაღალი ხარისხით დავხვდით მათ

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების, მისი მიმდინარეობისა და მოლოდინების შესახებ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და რაგბის მოყვარულები საქართველოს ნაკრებისგან წარმატებულ ასპარეზობას ელოდებიან.

შიო მესამე

27 ივნისი 2026, 19:07

საზოგადოება

სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 28 ივნისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.

დიმიტრი სამხარაძე

27 ივნისი 2026, 18:56

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია

უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რითაც გიორგი გახარიას პასუხობს.

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ჩინეთი აქტიურად მიყვება ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავს შიდა საქმეებში ჩაურევლობის, პოლიტიკური გზით მოგვარების, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებს ცხელი საკითხების გადაჭრის დროს; მხარს უჭერს ღიაობას, თანამშრომლობას და საერთო განვითარებას, ხელს უწყობს გლობალური სამხრეთის ერთობლივ გაძლიერებას და გლობალური მმართველობისთვის ახალ პლატფორმას ქმნის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და პრობლემების გადაჭრის ორინცილებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 17 ივნისს ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით „უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობის სისტემის შექმნა: ჩინეთის იდეები, ინიციატივები და ქმედებები“, რომელშიც განმარტებულია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ შემოთავაზებული გლობალური მმართველობის ინიციატივები და ჩინეთის ქმედებები და პრაქტიკა გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმასა და მშენებლობაში მონაწილეობის კუთხით.

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:55

პოლიტიკა

ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისა და მათი ხალხების კეთილდღეობა და არა იდეოლოგია ან რომელიმე მხარის არჩევა

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, ნამდვილად შევნიშნე, რომ ზოგიერთმა პირმა გამოთქვა თქვენ მიერ ნახსენები შეხედულებები. თუმცა, მე მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ობიექტურად უყურებს ჩინეთსა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ასეთ დასკვნამდე არ მივიდოდა, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

27 ივნისი 2026, 17:52

პოლიტიკა

ჩინეთის ელჩი: ჩინეთსა და საქართველოს აქვთ კარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობები მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის. ორი ქვეყნის შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

დღეს მსოფლიოში კონკურენცია სულ უფრო მეტად ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარეობს. რა პრიორიტეტებს ანიჭებს ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას AI-ის, ციფრული ტექნოლოგიების, IT ინჟინერიისა და ინოვაციების მიმართულებით? არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმები ერთობლივი კვლევითი ცენტრების, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ან ტექნოლოგიური ინკუბატორების შექმნის შესახებ? ბოლო წლებში, ჩინეთმა ეპოქალურ წარმატებებს მიაღწია მაღალტექნოლოგიურ სფეროებში, მისი ყოვლისმომცველი ინოვაციური შესაძლებლობები კი მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს. რამდენიმე სტრატეგიულად განვითარებად ინდუსტრიაში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა, ავიაცია და მასშტაბური სამეცნიერო ობიექტები, მოწინავე წარმოება და მაღალი დონის აღჭურვილობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კვანტური ტექნოლოგიები, ბიომედიცინა და სამედიცინო მოწყობილობები, ჩინეთი „მიმდევრიდან“ „გვერდით მორბენლად“, შემდეგ კი „ლიდერადაც“ კი იქცა. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ ცალსახად განაცხადა საკუთარი განზრახვა, საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად და მონაცემთა ცენტრად აქციოს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურება, აუთსორსინგი და ელექტრონული მმართველობა. ჩინეთსა და საქართველოს აქვთ კარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობები მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის. ორი ქვეყნის შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიები განიხილავენ საქართველოს უნივერსიტეტებთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზოგიერთი ქვეყნის ტექნოლოგიური ბლოკადის პოზიციისგან განსხვავებით, ჩინეთი ირჩევს ღია დამოკიდებულებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ხელს უწყობს ღია წყაროს ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარებას დახურული წყაროს მოდელების ნაცვლად და მზადაა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და სხვა ქვეყნებს. ორი ქვეყნის საწარმოებს შეუძლიათ, საქართველოს ინდუსტრიულ საფუძველზე დაყრდნობით, შეისწავლონ თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურება, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქები, დიდი მონაცემების დამუშავების ცენტრები, ფინტექი, სოფლის მეურნეობის გაციფრულება და სხვა, რითაც მუდმივად გაიზრდება ჩინეთ-საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის დონე. ჩინეთსა და საქართველოს აქვთ კარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობები მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის. ორი ქვეყნის შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

თორნიკე ჭეიშვილი

27 ივნისი 2026, 17:45

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: დღეს ყველა ხედავს, კიდევ უფრო ამკაცრებენ, რომ რაიმე ტიპის გვერდის ავლით არ მოხდეს შავი ფულის აშშ-ში შედინება და ისეთი პროცესების განვითარება, როგორსაც ცდილობდნენ, საქართველოში განვითარებულიყო

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აშშ-ის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გამკაცრების ფაქტს გამოეხმაურა.

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:43

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:39

ეკონომიკა

ჭოუ ციენი: საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია

ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი რეისების დადებითი შედეგები სულ უფრო თვალსაჩინოა. საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:36

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შანხაი-თბილისის რეისები, რომლებიც მალე განხორციელდება, არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

27 ივნისი 2026, 17:34

პოლიტიკა

ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს

საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს, - განაცხადა „დღის ქრონიკსთვის“ მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა.

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:32

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის.

27 ივნისი 2026, 17:30

რეგიონი

ირაკლი კობახიძე უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლებნი კიევიდან. სტუმრები, 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

ჭოუ ციენი

27 ივნისი 2026, 17:29

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იგი სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ახალ თავს წერს

პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პროგრესში მოდერნიზაციისკენ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ორივე ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

27 ივნისი 2026, 17:23

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება - უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრებია

რამდენიმე წუთში საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრებია. „ჯუნიორ ოლ ბლექსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა ძირითადი შემადგენლობა თითქმის უცვლელი დატოვა.