imedi /  27 აპრილი 2018, 01:15 / სანდო წყარო

ძაღლის ყველაზე ერთგული ჯიშები დასახელდა

გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი

ადამიანები მრავალი საუკუნეა, ძაღლებს გარეულ მტაცებლებად არ აღიქვამენ და მათ საკუთარი სახლის კარიც გაუღეს. როგორც წესი, პატრონები ფიქრობენ, რომ ისინი რაიმე სანაცვლოს მოლოდინის გარეშე კვებავენ ძაღლებს, მაგრამ არაერთხელ დადასტურდა, რომ ძაღლი კარგად იმახსოვრებს ყველა იმ სიკეთეს, რომელსაც მისთვის აკეთებენ და ამ ყველაფერს დიდი ერთგულებით პასუხობს. საიტმა Cheatsheet-მა ყველაზე ერთგული და სახლის პირობებში გასაზრდელად, ყველაზე კომფორტული ძაღლების სია გამოაქვეყნა:

1. აკიტა-ინუ - ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში XVII საუკუნეში.

აკიტას არ სჩვევია საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვა, ახასიათებს თავშეკავებულობა, ამიტომ მათი გაწვრთნა დამღლელია. სხვა ჯიშებთან შედარებით აკიტას უყვარს ძაღლების ჩხუბის გამოწვევა. კარგად გაწვრთნილი აკიტა შესანიშნავი კომპანიონი და მოდარაჯეა. აკიტა ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, კარგად იტანს სიცივეს, ბეწვი უხეში აქვს და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. ყურები მცირე ზომისაა, მკვრივი, სამკუთხა. საკმაოდ პატარა თვალები მუქი-ყავისფერია, მაგარი, ძლიერი კუდი ზურგისკენაა გადახრილი.

2. ბიგლი - ძაღლის ჯიში, გამოყვანილი დიდ ბრიტანეთში XIV საუკუნეში.

მიუხედავად იმისა, რომ ბიგლი დამოუკიდებელი ძაღლია და თუ რამე აღიზიანებს, გაქცევა უყვარს, თავისი კარგი ხასიათის და მცირე აგრესიულობის გამო დიდი ხანია პოპულარული კომპანიონი გახდა. ბიგლის ზომები და ექსტერიერი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ზოგიერთი ქენელ-კლუბები ამ პრობლემას ჯიშის სხვადასხვა ვარიაციის აღიარებით წყვეტენ.

ოდესღაც დიდ ბრიტანეთში ცხენოსან მონადირეებს ბიგლები უნაგირის ჩანთებით დაჰყავდათ. ბიგლის ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. გრძელი ყურები ნაზი ბალნითაა დაფარული, ზემოთ აწეული კუდი თეთრი ბალნით ბოლოვდება, თეძოები ძლიერია. ბიგლი კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, კარგად ეგუება სხვა ძაღლებს.

3. ბოქსიორი - ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1850-იან წლებში.

ეს დაკუნთული, საშიში შესახედაობის ძაღლი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ამავე დროს ბავშვების მიმართ ალერსიანობით გამოირჩევა. ბოქსიორის შეფერილობა შეიძლება იყოს წითური (თეთრით), ვეფხვისებრი შეფერილობის. ბალანი მოკლე, მბზინავი და გლუვია. დანაოჭებული წარბები დაძაბული ყურადღების შთაბეჭდილებას ტოვებს. ფეხები სწორია და ძლიერი. შავი ცხვირი ოდნავ ზევით არის აპრეხილი. შავად შეფერილი დრუნჩი საერთო ფონზე მკაფიოდ გამოირჩევა. ბოქსიორი კარგად ეგუება ქალაქში ცხოვრებას და ცხელ კლიმატს. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ადვილად იწვრთნება. ცუდად ეგუება ცივ კლიმატს.

4. ჩიუაუა - ჩიუაუა გამოიყვანეს მექსიკაში, ხოლო მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყვანეს მისი ნაირსახეობა გრძელბეწვიანი ჩიუაუა. ჩიუაუა დეკორატიული ძაღლია.

პროპორციული ტანის, მინიატურული ძაღლი, დაცქვეტილი ყურებითა და საშუალო ზომის კუდით. ბეწვი ხშირი. შეფერილობა ნებისმიერი. რთულად იტანს სიცივეს. ძალიან მხიარული, მამაცი და პატრონისადმი ერთგული ძაღლი.

5. ტაქსა - სანადირო ძაღლების ჯიში. იყენებენ მელიის, აცვის, ენოტისებრი ძაღლის სოროში მოსაპოვებლად. თავისი ფორმის წყალობით ჯიშს შესწევს უნარი ნებისმიერ სოროში შეძვრეს და გამორეკოს ცხოველი. აქვს გრძელი ტანი, მოკლე ფეხები (გაფარჩხული წინა კიდურები). სოლისებრი თავი, დაკიდებული ყურები და ხმლის ფორმის კუდი.

ტაქსა ეგვიპტეში ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 2 ათ. წლის წინათ. მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრძელი ტანით და მოკლე კიდურებით. როგორც ჯიში ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის შუა წლებში გერმანიაში. განასხვავებენ მსხვილ, საშუალო და ჯუჯა (ქონდარა) ტიპის ტაქსას.

6. დობერმანი - ეს საშუალო და საშუალოზე მაღალი ზომის ჯიშია. ზრდასრული მამრის სიმაღლეა 68-72 სმ, მდედრისა — 63-68 სმ. დობერმანი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას მოკლე, ხშირი, მბზინავი ბალანი აქვს. დობერმანი კარგი მოდარაჯე ძაღლია, გამოირჩევა საოცარი მეგობრულობით და სიმშვიდით.

7. გერმანული ნაგაზი - ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნეში.

გერმანული ნაგაზის თავი საკმაოდ ვიწროა, ყურებს შორის მანძილი პატარაა, ნუშისებრი თვალები შედარებით ღრმადაა განლაგებული, კუდი გრძელი ბეწვითაა დაფარული, კისერი საშუალო სიგრძისაა კარგად განვითარებული კუნთებით. მშვიდ მდგომარეობაშიც კი ძაღლს ყურადღება გამახვილებული აქვს და ენერგიითაა სავსე. გერმანული ნაგაზი კარგად ეგუება ქალაქში ცხოვრებას, ასევე კარგად გრძნობს თავს ცივ კლიმატში, ადვილია მისი გაწვრთნა, კარგი მოდარაჯეა, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

8. პირენეული მთის ძაღლი - ძაღლის ჯიში, გამოყვანილი საფრანგეთში ანტიკურ ხანაში.

ძაღლის დიდი ზომების გამო მისი ყოლა ქალაქის პირობებში, თუ სახლთან ახლოს არ არის თავისუფალი სივრცე, მიზანშეწონილი არ არის. პირენეული მთის ძაღლი კარგად უძლებს სიცივეს, კარგი მოდარაჯეა, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. აქვს მცირე ზომის სამკუთხა ყურები, გრძელი, ხშირი, თეთრი ბალანი. საშუალო ზომის, ქარვისფერ თვალებს მშვიდი მზერა ახასიათებთ.

9. კუვასი - ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია უნგრეთში შუა საუკუნეებში.

კუვასი ძლიერი ძაღლია, რომელიც აქტიურად იცავს საკუთარ ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ კუვასი კარგად ეწყობა ოჯახს, უმჯობესია ის გამოცდილმა და ძაღლებში კარგად გაცნობიერებულმა ადამიანმა იყოლიოს. კუვასს აქვს დატალღული, უხეში ბალანი, დაკუნთული უკანა ფეხები. ის კარგად ეგუება სიცივეს. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ბავშვებს და სხვა ძაღლებს. კარგი მოდარაჯეა.

10. იორკშირ-ტერიერი - ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთშიში XIX საუკუნეში.

ტიპიური იორკშირი დინამიური ძაღლია და ბოლომდე გააზრებული არ აქვს თავისი პატარა ზომები. არაჩვეულებრივად ცოცხალი და თამაშის მოყვარული, მას, როგორც ჩანს, მართლაც უშრეტი ენერგია აქვს. ძაღლის ზომის შემცირებამ განაპირობა მიდრეკილება სხვადასხვა დაავადების მიმართ (ღრძილების დაავადებები, ტრაქეის შევიწროება და სხვა). იორკშირული ტერიერი კარგად ეგუება სიცხეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ძნელად იწვრთნება, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს, კარგი მოდარაჯეა. აქვს გრძელი წვერი და ულვაშები, ბალანი საერთოდ სწორი და გრძელია მთელ სხეულზე და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბალანმა თვალები რომ არ დაუფაროს, შუაზე ყოფენ ან ლენტით კრავენ.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 20:15

საზოგადოება

პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიისთვის გლოვის და მარხვის დროს სიმშვიდე და ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ახალი პატრიარქის სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა და დისკუსია სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.

02 აპრილი 2026, 20:01

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

02 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

02 აპრილი 2026, 19:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 18:56

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

02 აპრილი 2026, 18:54

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

02 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ

ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

02 აპრილი 2026, 18:44

პოლიტიკა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.

გია აბაშიძე

02 აპრილი 2026, 18:32

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.

02 აპრილი 2026, 18:22

საზოგადოება

თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები

თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.

02 აპრილი 2026, 18:19

რეგიონი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

02 აპრილი 2026, 18:18

საზოგადოება

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი

„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.

02 აპრილი 2026, 18:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია

აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:14

საზოგადოება

დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს

მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს

„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დემნა ხელაია

02 აპრილი 2026, 18:06

საზოგადოება

დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია

გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.

დავით მათიკაშვილი

02 აპრილი 2026, 18:05

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან

უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.