imedi /  17 ივნისი 2018, 16:26 / სანდო წყარო

ლონდონში დიდი ბრიტანეთის შს მინისტრი გაძარცვეს

საჯიდ ჯავიდი

საჯიდ ჯავიდი

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ რამდენიმე თვის წინ ლონდონის სადგურთან ახლოს, ქუჩაში გაძარცვეს. ამის შესახებ საჯიდ ჯავიდმა Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მძარცველებმა, რომლებიც მოპედით გადაადგილდებოდნენ, მას ხელიდან ტელეფონი მაშინ წაგლიჯეს, როდესაც ტაქსის იძახებდა. 

"ეს წამიერად მოხდა. ჰიუსტონის სადგურიდან გამოვედი და ჩემი ტელეფონი ამოვუღე, რათა ტაქსი გამომეძახებინა. ის აბსოლუტურად ახალი იყო. ყველაფერი მანამდე დასრულდა, სანამ მივხვდი, რა მოხდა"- განაცხადა ჯავიდმა.

ინტერვიუში მინისტრმა ასევე თქვა, რომ ლონდონში თავისი შვილების უსაფრთხოებაზე ღელავს და იმ ზომებზე ილაპარაკა, რომელიც ქუჩის კრიმინალთან საბრძოლველად უნდა მიიღონ.

მაგალითად, ჯავიდი ინტერნეტში დანების გაყიდვის წინააღმდეგ გამოდის და ასევე მხარს უჭერს ნარკოტიკების რეალიზატორებთან ბრძოლის გამკაცრებას.

საჯიდ ჯავიდი შს მინისტრად 30 აპრილს დაინიშნა. ის პაკისტანელი მძღოლის შვილია. ჯავიდის ოჯახი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად 1960-იან წლებში გადავიდა. 

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

01 ივნისი 2020, 13:18

COVID19

ამირან გამყრელიძე: სოფელ მუშევანში მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა ჩატარდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, მუშევანში მთლიანად გამოკვლეულია 1 135 ნიმუში, საიდანაც 75 არის დადებითი.

ნინო ლომჯარია

01 ივნისი 2020, 13:17

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: პანდემიის პირობებში ბავშვთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზეა დამოკიდებული

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. „1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია, გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესები და შეუქმნას მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების პირობები.

იუსტიციის სახლი

01 ივნისი 2020, 13:15

საზოგადოება

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებიან

დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. სერვისის მისაღებად მოქალაქეებმა პორტალი my.gov.ge უნდა გამოიყენონ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

01 ივნისი 2020, 13:08

საზოგადოება

ყველა სანოტარო ბიურო, სადაც მოქალაქეთა მისაღები სივრცე დააკმაყოფილებს რეკომენდაციებს, მოკლე ვადაში გაიხსნება

ყველა სანოტარო ბიურო, სადაც მოქალაქეთა მისაღები სივრცე დააკმაყოფილებს რეკომენდაციებს, ძალიან მოკლე ვადაში გაიხსნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

01 ივნისი 2020, 13:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის ტარება

გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არც დისტანციას იცავს და არც პირბადის ხმარების წესს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ერთად იკრიბება 5-6-7-10 ადამიანი, გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის ტარება. „ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა იხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება, იმიტომ, რომ ქვეყანაში ინფექცია ჯერჯერობით არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 13:05

COVID19

გიორგი გახარია: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა

დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია, ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

01 ივნისი 2020, 13:04

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მოცემულობით, სწავლის გადადების საშიშროება არ არის

დღევანდელი მოცემულობით სკოლის გადადების საშიშროება არ არის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ სასწავლო პროცესი არ აღდგეს სექტემბერში.

ამირან გამყრელიძე

01 ივნისი 2020, 13:03

პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე: ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი დამთავრებულია

მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში. 69 წლის ვარ და ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა. დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. შეკითხვაზე, ხომ არ ვიხილავთ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ პოლიტიკაში ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დატოვებას არ აპირებს.

ნათია თურნავა

01 ივნისი 2020, 13:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვამაყობთ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში

საქართველოს საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საწვრთნელი აუზი სტუდენტებსა და მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. აუზის მშენებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე

01 ივნისი 2020, 12:54

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 78%-ია

დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 794 დადასტურებული შემთხვევა იმ 57 768 შესაძლოდან, რომელიც ექვემდებარებოდა გამოკვლევას. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს 78%, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე გლობალური, სიკვდილიანობა კი 1,5%-ია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:51

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არანაირ სამთავრობო ცვლილებებზე გუნდში მსჯელობა არ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:48

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება

გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი ინტენსიურად თანამშრომლობენ განათლების სამინისტროსთან ეროვნული გამოცდების საკითხთან დაკავშირებითაც და გამოცდები უსაფრთხოდ ჩატარდება.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:47

საზოგადოება

გადაიდება თუ არა ახალი სასწავლო წლის დაწყება

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, საქართველო ემზადება იმისთვის, რომ ახლაც და სექტემბერშიც მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მზიანი ამინდი

01 ივნისი 2020, 12:47

საზოგადოება

3-4 ივნისს საქართველოში 34 გრადუსია მოსალოდნელი

5 ივნისამდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:44

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მოქალაქეებისგან მოვითხოვთ, რომ მკაცრად დაიცვან ყველა ის ღონისძიება და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების კულტურად და წესად იქცა

დღეს კიდევ უფრო მნშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენ უკვე დავიწყეთ იმისათვის, რომ საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველა ის მონაპოვარი, რაც დღეისთვის გვაქვს შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას, როგორ ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების. ჩვენი ეპიდემიოლოგები დარჩებიან იმ მობილიზაციაში,

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:42

COVID19

გიორგი გახარია: ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება

დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს იქნება ის, რაც მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება. „მინდა ბავშვებს და მათ მშობლებს მივულოცო, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია თავიანთ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:40

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები

თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:36

COVID19

გიორგი გახარია: მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები

გიორგი გახარიას თქმით, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. „ეს არის სამოქალაქო პასუხისმგელობა, რომელიც არის მარტივი და რომელიც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ იძულებული ვართ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს უკან დაბრუნების სურვილი ან ხელახალი დახურვისა და გადაკეტვის“ ,- აღნიშნა პრემიერმა.

კახა კუჭავა

01 ივნისი 2020, 12:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიციამ ხალხის მიერ მოთხოვნილ საარჩევნო სისტემას მხარი უნდა დაუჭიროს, ეს მათი პასუხისმგებლობაა

თუ ოპოზიცია საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს, რომ არ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მხოლოდ მათ დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი, საჯარო განხილვები, რომლებიც ონლაინ პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტში განხილვა.

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:32

COVID19

გიორგი გახარია: კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია

ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ცალკე აღებულ ქვეყანაში ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის პანდემია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.