imedi /  29 ივლისი 2018, 18:12 / სანდო წყარო

შეეფერებით თუ არა თქვენს პარტნიორს - 10 შეკითხვა, რომელიც ქორწილამდე უნდა დასვათ

იმ ეპოქაში, როდესაც თითის ერთი დაჭერით ადამიანებს შორ მანძილზე შეუძლიათ ერთმანეთის დანახვა და დალაპარაკება, მათ შორის ურთიერთობას აადვილებს. ბარონესა ფიონა შეკლტონი დიდ ბრიტანეთში განქორწინების საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, რომლის სამუშაო გამოცდილებაც 40 წელზე მეტს ითვლის. ეკსეტერის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად, ფიონა შეკლტონმა შეისწავლა იმ წყვილებს შორის ურთიერთობა, რომლებმაც თანაცხოვრებაში დიდი ხანი გაატარეს ერთად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 43 დაქორწინებული წყვილი, რომელთაც ერთად 10 ან ნაკლები წელი ჰქონდათ ნაცხოვრები, ასევე 10 ჰეტერო და ჰომოსექსუალი წყვილი, რომლებმაც ერთად 15 წელზე მეტი იცხოვრეს.

საბოლოოდ, იურისტი და მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ურთიერთობა დიდხანს ძლებს მაშინ, თუ ის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და რეალურ მოლოდინებზეა დაფუძნებული.

ფიონა შეკლტონის თქმით, თუ წყვილები ურთიერთობის ადრეულ სტადიაზე ერთმანეთს სწორ შეკითხვებს დაუსვამენ, შესაძლებელი იქნება მათი ნერვებისა და დროის "გადარჩენა".

წარმოგიდგენთ ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინებისთვის 10 მთავარ შეკითხვას, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა ჰკითხოს.

1. ვუგებთ თუ არა ერთმანეთს? - კვლევისას გაირკვა, რომ ბევრი ბედნიერი წყვილის ურთიერთობა მეგობრობით იწყება, ინტიმი კი მოგვიანებით ჩნდება. სწორედ ამიტომ, პირველი მთავარი შეკითხვაა, უგებენ თუ არა წყვილები ერთმანეთს, როგორც მეგორები.

2. ძლიერია ჩვენი მეგობრობა? - სპეციალისტების თქმით, მეგობრობა წყვილს რთული და მძიმე პერიოდის გადალახვაში ეხმარება, მაგალითად ახლობლის დაკარგვა ან ღალატი. 

3. გვსურს თუ არა ერთი და იგივე? - კვლევით გაირკვა, რომ ბედნიერ წყვილებს საერთო ცხოვრებისეული ღირებულებები, ოცნებები, სურვილები და მოლოდინები აქვთ როგორც პარტნიორისგან, ასევე მათთან ურთიერთობისგან.

4. რეალურია ჩვენი მოლოდინები? - როგორც გაირკვა, ბედნიერ ქორწინებაში წყვილებს ერთმანეთისგან რეალური მოლოდინები აქვთ. მათ იციან, რომ ქორწინება რთულია და მზად არიან არა მხოლოდ იმუშაონ ურთიერთობებზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ფსიქოლოგსაც მიმართონ.

5. მხოლოდ კარგს ვხედავთ ერთმანეთში? - ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ურთიერთობაში დიდ როლს თამაშობს თანაგრძნობა და გაგება. ეს ორი თავიდანვე არ ჩნდება, თუმცა მოგვიანებით ცოლ-ქმარს ერთმანეთის დადებით მხარეებზე კონცენტრირებაში და უარყოფითი თვისებების მოთმინებით მიღებაში ეხმარება.

6. ვცდილობთ თუ არა, რომ ურთიერთობა არ გაუფასურდეს და გაქრეს? - ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ცდილობენ მეორე ნახევრისთვის ის აკეთონ, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ. კარგი წყვილები ყურადღებით ეკიდებიან ერთმანეთის სურვილებსა და საჭიროებებს.

7. შეგვიძლია ერთმანეთთან თავისუფლად განვიხილოთ ჩვენთვის ამაღელვებელი საკითხები? - იმისთვის, რომ ძლიერი ურთიერთობა გვქონდეს, თავისუფლად უნდა შეგვეძლოს პარტნიორთან მნიშვნელოვანი თემების განხილვა. გახსოვდეთ, რომ უნარი ერთმანეთთან ყველაფერზე ისაუბროთ, პარტნიორთან გაახლოვებთ.

8. მზად ვართ ერთად გადავიტანოთ რთული პერიოდი? - სტაბილური ურთიერთობისთვის საჭიროა მეუღლეებს ცვალებად გარემოსთან ადაპტირება შეეძლოთ. როგორც წესი, ადამიანებს, რომლებსაც რთული პერიოდი აქვთ გადატანილი, კიდევ უფრო ახლობლები ხდებიან ერთმანეთისთვის.

9. გადავლახავთ ცხოვრებისეულ სირთულეებს ერთმანეთის მხარდაჭერით? - ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, ის თუ როგორ გაუმკლავდნენ წყვილები ცხოვრებისეულ სირთულეებს - ახლობლის გარდაცვალება, ღალატი, ფინანსური სიძნელეები, ბავშვების დაბადება (განსაკუთრებით, თუ ბავშვის აღზრდაში წყვილის როლი სხვადასხვაა),- გავლენას ახდენდა მათ ურთიერთობაზე.

10. არსებობენ ჩვენს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ? - რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა ისევე შეიყვარონ ის ადამიანი, როგორც ჩვენ გვიყვარს. აღმოჩნდა, რომ ეს წყვილის ურთიერთობაზეც დიდ გავლენას ახდენს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით ქალებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლებიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას იღებენ დედებისგან, დებისა და მეგობრებისგან.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2026, 14:32

მსოფლიო

ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ ცენტრალური ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულება MCC Brussels-ს რეგისტრაცია შეუჩერა: „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, რომ ჩვენი ხმა ჩაახშონ, რადგან დაუღალავად ვაკრიტიკებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ მანქანას“

ევროკავშირის ბიუროკრატია MCC Brussels-ს უტევს. ინფორმაციას ცენტრალური ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კვლევითი ცენტრის, მათიას კორვინუსის კოლეგია - MCC Brussels-ი ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 14:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში გვექნება ხელშესახები შედეგი და ჩვენ შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პერსპექტივების შესახებ.

ლევან მაჭავარიანი

16 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: ბუნებრივია ბატონი მაკრონის წუხილი - არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყანა ერევა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2026, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მაკრონის განცხადებაზე: უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს

„პირველ რიგში, უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს, ვინაიდან გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერეოდა საფრანგეთი საქართველოში, იქნებოდა ეს გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ სხვა. სინამდვილეში, ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც თვითონ [საფრანგეთს] ეხება გარკვეული საკითხები და მერე გამოთქვამს პროტესტს, რა თმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ კრიზისზე, რაც ორმაგმა სტანდარტმა მოიტანა ევროპაში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

ემზარ გაგნიძე

16 ივნისი 2026, 14:17

სამართალი

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა

16 ივნისი 2026, 14:10

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“, რომელსაც სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რაც სხვადასხვა დროს მოქალაქეს მიჰყიდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

16 ივნისი 2026, 14:08

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 14:07

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას

„საქართველოსა და სერბეთს შორის უკვე არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი საქართველოში პრეცედენტულია, როგორც საპრეზიდენტო რანგის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

16 ივნისი 2026, 14:06

სამართალი

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

16 ივნისი 2026, 14:05

პოლიტიკა

სერბეთის პრეზიდენტი: მადლიერი ვარ პრემიერ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო კონკრეტული თანამშრომლობის, უფრო ძლიერი პოლიტიკური გაგებისა და მეგობრობის პერიოდი დგება

მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ახალი ბიზნეს ინიციატივების, სატრანსპორტო კავშირების, ტურიზმის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის, - ასე ეხმაურება სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

16 ივნისი 2026, 14:05

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც, ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს.

16 ივნისი 2026, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე, დავადასტურეთ საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 13:59

მსოფლიო

ტრამპი: ირანში არანაირ ფულად ინვესტიციას არ ვდებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ირანში არანაირი ფულადი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება

„შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის შესახებ, კონკრეტულად კი ბელგრადსა და თბილისს შორის, რომელიც უკვე ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია სერბეთიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

16 ივნისი 2026, 13:48

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:45

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა - გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება

დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ტვირთნაკადის გამტარობა

უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ერთი მხრივ აქტიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, მეორე მხრივ როგორც დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ირაკლი კობახიძე
ალექსანდარ ვუჩიჩი

16 ივნისი 2026, 13:41

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

16 ივნისი 2026, 13:41

მსოფლიო

POLITICO: ბრიუსელელი დიპლომატები აშშ-ის საელჩოში გაუქმებულ ვახშმებს მისტირიან

ევროპელი დიპლომატები შეშფოთებულნი არიან: თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ბრიუსელში მდებარე ამერიკის საელჩომ მოკავშირეებისთვის არაფორმალური ვახშმების ჩატარება შეწყვიტა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივნისი 2026, 13:38

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არა ალტერნატიული, არამედ მთავარი სატრანსპორტო რგოლი

მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.