11 ფაქტი ძაღლების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
ფოტო: shutterstock.com
ანთროზოოლოგი ჯონ ბრედშოუ ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობებს იკვლევს. ამ საკითხთან ერთად, მან გამოიკვლია ძაღლების ხასიათი და ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ს გაუზიარა. წარმოგიდგენთ ძაღლების ხასიათის შესახებ 11 ფაქტს, რომელიც აქამდე შესაძლოა არ იცოდით.
1. ძაღლების თანამედროვე მგლებისგან წარმოშობის ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, ძაღლები იმ მგლების შთამომავლები არიან, რომლებიც ველურ ბუნებაში 1000 წლის წინ გადაშენდნენ.
2. ძაღლები, მათი მრავალფეროვანი ფორმისა და ზომიდან გამომდინარე, ჩემპიონები არიან. ძაღლების სელექციის პროცესში ადამიანის ხელოვნური ჩარევის წყალობით, დღეს მსოფლიოში ძაღლის უამრავი ჯიში არსებობს. ძუძუმწოვრებს შორის ძაღლებს ყველაზე მეტი სახეობა აქვთ.
3. ძაღლებს მეორე ცხვირიც აქვთ, იგივე ვომერონასალური ორგანო. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ორგანოს ძაღლები სხვა ძაღლების მიერ დატოვებული ნიშნების ამოსაცნობად იყენებენ. ამ ორგანოს ფუნქციონირება ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველთა სექსუალური ქცევის ფორმირებაში.
4. ძაღლებს ფერების გარჩევა შეუძლიათ. ისინი ისევე ხედავენ და აღიქვამენ მწვანე, ყვითელ და ლურჯ ფერებს, როგორც ადამიანები. თუმცა ძაღლის თვალს არ შეუძლია წითელი ფერის აღქმა, რომელსაც ისინი მუქ ნაცრისფრად ხედავენ.
5. ძაღლებს სიცილიც შეუძლიათ. ისინი ხშირად იცინიან, თუმცა არა იმ მიზეზით, რომლითაც ჩვენ. ჯონ ბრედშოუს თქმით, ძაღლები იმიტომ იცინიან, რომ პატრონები დაარწმუნონ უწილადონ მათ თავიანთი სითბო. ამასთან, განა ყოველთვის ბედნიერები არიან სიცილის დროს - მათი სიცილი შეიძლება იყოს ნერვიულობის ან დახმარების თხოვნის ნიშანი.
6. არსებობენ პესიმისტი და ოპტიმისტი ძაღლები.
7. ძაღლებს დანაშაულის შეგრძნების განცდის უნარი არ აქვთ. არა და ბევრი ადამიანი, ვისაც ძაღლი ჰყავს, ფიქრობს, რომ მისი საყვარელი ცხოველი ამ გრძნობით არის დაჯილდოებული. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ "დამნაშვის სახე" მხოლოდ და მხოლოდ რეაქციაა მისი პატრონის ჟესტებსა და ქმედებაზე.
8. ძაღლები ადამიანებისკენ ინსტინქტურად მიილტვიან. როგორც კი ძაღლი იგრძნობს, რომ ადამიანი მისი მეგობარია, ინსტინტქტი იღვიძებს, რომელიც ეუბნება - თუ სურს გადარჩეს, ადამიანის გვერდზე უნდა დარჩეს. სწორედ ამიტომ, როდესაც ისინი სახლში მარტო რჩებიან, ფიქრობენ, რომ პატრონმა მიატოვა და მათზე აღარავინ იზრუნებს.
9. ადამიანებმა ძაღლის განვითარებას ხელი შეუშალეს. როგორც National Geographic-ი წერს, ადამიანებმა უნებლიედ ჩაუნერგეს ძაღლებს ე.წ. ვილიამსის სინდრომი.
10. ძაღლები ადამიანებზე ძალიან არიან დამოკიდებულები. ბევრი ძუძუმწოვარი განიცდის ისეთ ემოციას როგორიც არის სიყვარული, შიში, შფოთვა და სიამოვნება. მაგრამ ძაღლებს ადამიანების მხრიდან გამოხატული ყურადღებისა და მოფერების სანაცვლოდ, გაცილებით მეტი ემოციის გამოხატვა შეუძლიათ. უკვე მეცნიერული დასკვნაც არსებობს იმის, რომ ძაღლებს თავიანთი პატრონები ძალიან უყვართ.
11. ... მაგრამ თუ ძაღლი თავის პატრონს ვერ შეხვდება ცხოვრებაში, ის შეიძლება ძალიან საშიში გახდეს. თუ ძაღლი სამ თვემდე ადამიანურ გარემოს მოკლებულია, ის შეიძლება მთელი დარჩენილი სიცოცხლე ველური დარჩეს.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობაა - ცივი წყალი დალიოს
რადიკალური ოპოზიციის მიერ უწმინდესი შიო მესამისთვის რუსეთის წარმომადგენლის მილოცვასთან დაკავშირებით აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ისინი უარყოფითად რეაგირებენ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.
13 მაისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ საფრანგეთში, რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია
„ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთანაც, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვიწევს თანაცხოვრება,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მისამართით. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ, დღეს მასზე ნიანგის ცრემლებს ღვრიან.
13 მაისი 2026, 18:01
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი შეფასებებია გაკეთებული. გვაქვს ობიექტური კვლევა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ შეიძლება ჰქონდეს. და მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს რეზოლუცია, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ იმ მიდგომებზე ისაუბრა, რომელიც ევრობიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებით აქვს.
13 მაისი 2026, 17:59
საზოგადოება
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროსადგურების ოპერირების შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლების შესახებ.
13 მაისი 2026, 17:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: მაისში უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა არარეალურია
უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა კლასტერების დონეზე მაისში არ იგეგმება და ტექნიკურად ვეღარც მოესწრება. ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:50
საზოგადოება
მარკეტების ქსელ „გვირილას“ განცხადება: ვაპირებთ, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე
„გვირილას“ დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან.
13 მაისი 2026, 17:49
მსოფლიო
მედია: რუსეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილს მასირებულად ბომბავს - არიან დაღუპულები
რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებს უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულად ბომბავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:36
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა
ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
13 მაისი 2026, 17:27
მსოფლიო
CNN: ტრამპის ვიზიტი ჩინეთში არის ისტორიული შესაძლებლობა ორი უმსხვილესი ეკონომიკისთვის, გადაიაზროს სავაჭრო ურთიერთობები და პაექრობის ტონი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკისთვის გადახედონ სავაჭრო ურთიერთობებს და პაექრობის ტონს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით CNN-ი ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:25
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
13 მაისი 2026, 17:23
მსოფლიო
ფილიპინების სენატში სროლა იყო
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ინციდენტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. სენატის მდივნის, მარკ ლანდრო მენდოსას განცხადებით, ხელისუფლება მომხდარს ჯერ კიდევ აფასებს. მან აღნიშნა, რომ სენატის შენობაში შევიდა შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ხუანიტო რემულა, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტები დახვდნენ.
13 მაისი 2026, 17:15
საზოგადოება
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - იზრდება გეგმურ პრაქტიკულ გამოცდებზე ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.
13 მაისი 2026, 17:15
ეკონომიკა
„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს მუდმივად
შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს, - განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით.
13 მაისი 2026, 17:12
ეკონომიკა
„თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალური მენეჯერი: პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის
პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, - განაცხადა „თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ.
13 მაისი 2026, 17:07
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
13 მაისი 2026, 16:54
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
13 მაისი 2026, 16:54
პოლიტიკა
პარლამენტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
13 მაისი 2026, 16:52
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
13 მაისი 2026, 16:42
საზოგადოება
თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გახსნეს. სკვერის გახსნის ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის, ხოლო 13 მაისის სახელობის სკვერის სახელდება საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.
13 მაისი 2026, 16:36
მსოფლიო
The Times: ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგომისთვის ემზადება და, შესაძლოა, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლოს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, უეს სთირინგი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.


