რამდენიმე თვის წინ გაუჩინარებული ჩინელი მსახიობი პაპარაცებმა დააფიქსირეს. ფოტოები
ფოტო: facebook
ჩინელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი და მომღერალი, ფან ბინბინი, რომელიც საზოგადოებამ ბოლოს 3 თვის წინ ნახა, პირველად გამოჩნდა საჯაროდ. ირკვევა, რომ ამ დროის განმავლობაში ის ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ „გააქრო“. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გავრცელდა პაპარაცი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები, როგორ ტოვებს ცნობილი მსახიობი პეკინის აეროპორტს. მას შავი სათვალე უკეთია და თან ახლავს კაცი შავი ქოლგით ხელში.
3 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფან ბინბინი ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გადასახადებისგან თავის არიდების გამო, 883 მილიონი იუანით ($129 მილიონით) დააჯარიმა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ივლისის შემდეგ არავის უნახავს. მან ოქტომბრის დასაწყისში სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს გაუჩინარების გამო მოუბოდიშა, თუმცა არ განუმარტავს, სად იყო ამ დროის განმავლობაში.
რამდენიმე თვის განმავლობაში, მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ის, სავარაუდოდ, კომუნისტურმა პარტიამ „გააქრო“.
ჩინეთში, როგორც სოციალისტურ სახელმწიფოში, ხშირად სდევნიან მაღალი შემოსავლის მქონე, ცნობილ ადამიანებს. მაგალითად, 2011 წელს ცნობილი ჩინელი არტისტი აი ვეივეი სამი თვით დააპატიმრეს. ამ ხნის განმავლობაში მისი ადგილმდებარეობა გაურკვეველი იყო. ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დაწერა აღიარებითი ჩვენება, რომ ხელისუფლებას გადასახადებს უმალავდა.
„თუ თქვენ ხართ მილიარდერი, ამით შეგიძლიათ ისიამოვნოთ გარკვეულ საზღვრამდე, მაგრამ უნდა იყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად, რომ არ გადაკვეთოთ წითელი ხაზი და არ აღმოჩნდეთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში“, - ამბობს ავსტრალიის სტრატეგიული ინსტიტუტის კიბერანალიტიკოსი, ფერგიუს რაიანი.
ფან ბინბინმა პოპულარობა აღმოსავლეთ აზიაში 1998-1999 წლებში მოიპოვა, სერიალით „ჩემი სამართლიანი პრინცესა“. 2003 წელს მან ითამაშა ფილმში „მობილური ტელეფონი“, რომელიც გახდა ჩინეთში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი. ფილმებით „დაკარგულნი პეკინში“ (2007), „ბუდას მთა“ (2011) და „მე არ ვარ მადამ ბოვარი“ (2016) მიიღო ჯილდო არაერთი პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიაზე, - როგორიცაა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალი, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი და აზიის ფილმების დაჯილდოება. ასევე მონაწილეობდა მრავალ უცხოენოვან ფილმში, როგორიცაა ფრანგული ფილმი „მონაკვეთი“ (2011), კორეული ფილმი „ჩემი გზა“ (2011) და „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები“ (2014).
ფორბსის მიერ 2013 წელს იგი დასახელდა ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე მსახიობად ჩინეთში. იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობია მსოფლიოში.
2015 წელს ის Time Magazine-მა ჩინეთის ყველაზე ცნობილ მსახიობ ქალად დაასახელა.



ყველა სიახლე
18 ივლისი 2026, 00:11
მსოფლიო
მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.
17 ივლისი 2026, 22:00
საზოგადოება
სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.
17 ივლისი 2026, 21:45
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 ივლისი 2026, 21:36
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
17 ივლისი 2026, 21:28
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.
17 ივლისი 2026, 21:10
პოლიტიკა
როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.
17 ივლისი 2026, 21:06
საზოგადოება
75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს
17 ივლისი 2026, 21:00
კულტურა
თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
17 ივლისი 2026, 20:54
სამართალი
შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.
17 ივლისი 2026, 20:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.
17 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.
17 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.
17 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.
17 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
17 ივლისი 2026, 20:16
პოლიტიკა
რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
17 ივლისი 2026, 20:01
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა
შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
17 ივლისი 2026, 19:52
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.
17 ივლისი 2026, 19:16
პოლიტიკა
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
17 ივლისი 2026, 19:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელო წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
17 ივლისი 2026, 18:46
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს - ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი
ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებას და ამ ტრიბუნიდან სიმართლის გაჟღერებას უწუნებს, - წერს გიორგი გამსახურდია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში გამოსვლაა გაკრიტიკებული.


