ზუგდიდელმა მეგრული ენის გადასარჩენად ონლაინ-ლექსიკონი შექმნა
ფოტო: Facebook@Kodua Harry
ზუგდიდელმა ბიჭიკო (ჰარი) კოდუამ პირველი მეგრულ-ქართული და ქართულ-მეგრული ონლაინ ლექსიკონი შექმნა. ონლაინ-ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით. ამ ეტაპზე ესტონეთში, ტალინში სწავლობს. ის ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერუსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.
როგორც imedinews-სთან საუბარში აცხადებს, ლექსიკონის შექმნა მიზნად მეგრული ენის პოპულირიზაციას ისახავს. „თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე, მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს“, - ამბობს ბიჭიკო.
ამ ეტაპზე ლექსიკონი 120,000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. კოდუას თქმით, www.megrulad.ge ჯერ დასრულებული არ არის და დამუშავება სჭირდება.
ყველა სიახლე
02 აგვისტო 2026, 15:07
მსოფლიო
ინდონეზიაში ბორანზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინდონეზიაში ბორანზე ხანძრის გაჩენის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად ითვლება. ინციდენტის დროს, ბორანი ღია ზღვაში იყო, ბორტზე კი 271 ადამიანი იმყოფებოდა.
02 აგვისტო 2026, 14:36
მსოფლიო
ევროპაში ე.წ. მსოფლიო პრაიდის ღონისძიებები მიმდინარეობს
ევროპაში ე.წ. მსოფლიო პრაიდი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე გაიმართა. ლგბტ საზოგადოების განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ბერლინის პრაიდზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. პრაიდ აღლუმები გაიმართა ამსტერდამში, სტოკჰოლმსა და ჰამბურგში.
02 აგვისტო 2026, 14:34
მსოფლიო
ტყის ხანძარმა ვაშინგტონის შტატში მასობრივი ევაკუაცია და ელექტრომომარაგების გათიშვა გამოიწვია
გუბერნატორმა ბობ ფერგიუსონმა შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ცეცხლის დანთება აკრძალა. ოფიციალური პირების ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
02 აგვისტო 2026, 14:33
ეკონომიკა
პრემიერი: ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება, არის კორუფციის აღმოფხვრა, ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდას
ეკონომიკური ზრდის კუთხით, უკვე გამოქვეყნებულია პირველი 6 თვის მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველად პროგნოზს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის კუთხით, ეს არის კორუფციის აღმოფხვრა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, გარკვეული მექანიზმები დადგენილია იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია - თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითად არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში
სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია, - განაცზადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
პრემიერი: ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა სცადონ რამენაირად ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა
ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს.
02 აგვისტო 2026, 14:29
მსოფლიო
აიდაჰოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორისაა თავდამსხმელიც. სამართალდამცველები მისი ვინაობისა და ქმედების მოტივის დადგენას ცდილობენ.
02 აგვისტო 2026, 14:29
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს
ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „შაბათის ფორმულა“ ჟურნალისტს გემზე TARYN EVE (IMO 9256925) სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წერილობით მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომ აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
02 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
Washington Post: უკრაინისთვის რკინის გუმბათის სისტემის გადაცემა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაბლოკა
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინიციატივაზე ვეტოს დადება ისრაელის პრემიერმა ტექნოლოგიის ირანის ხელში მოხვედრის რისკით განმარტა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სისტემა ამერიკული ფულით არის შეძენილი, თუმცა ის შტატებთან ერთად ისრაელის მიერაა შემუშავებული, რის გამოც ვაშინგტონს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ისრაელის თანხმობის გარეშე არ შეუძლია .
02 აგვისტო 2026, 14:24
საზოგადოება
შიო მესამე: ვერცერთმა ქარიშხალმა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ვერ შეაშინა, ვერ შეარყია. ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და მართავდა ეკლესიის ხომალდს
ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ წირვა აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა გვარები დალოცა. სიონის საპატრიარქო ტაძარში კი ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. ნინი მაისურაძეა პირდაპირ ეთერში.
02 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა
„შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა“, - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
02 აგვისტო 2026, 14:18
რეგიონი
ანაკლიის ბანაკი მონაწილეების მორიგ ნაკადს მასპინძლობს
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეების მორიგ ნაკადს მასპინძლობს. სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებთან ერთად, საბანაკე დღის წესრიგი მიწვეულ სტუმრებთან შეხვედრის სესიებსაც ეთმობა.
02 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ, ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა
„ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში. ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ რეალურად ასეა. აღარ მოსწონთ ერთმანეთიც კი. მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოსწონთ ერთმანეთი. ეს არის, მათ შორის იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. ეს არის საბოლოო ჯამში ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
02 აგვისტო 2026, 14:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა - ამას აკეთებს უცხოური აგენტურა
რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:07
პოლიტიკა
პრემიერი: სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის, როდესაც იყო პრეზიდენტი, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა
„სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის პრინციპში, როდესაც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. ასე იყო, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა არის კიდევ უფრო მძიმე, ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
02 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე იან კელის და დევიდ კრამერის განცხადებაზე: ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად
„ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე დავდგებით იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ადამიანები გაღიზიანებას ვერ მალავენ, იმის გამო, რომ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.
02 აგვისტო 2026, 14:02
პოლიტიკა
პრემიერი: სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:01
რეგიონი
ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრნენ
კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაულის „შუამთობის “ აღნიშვნის ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაესწრნენ.
02 აგვისტო 2026, 13:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს
ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 12:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება
„მიხარია, რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხვდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს. გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მაღალმთიან აჭარაში. ეს კუთხე გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. მთავარი სიმდიდრე ამ კუთხის არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ეს არის, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ. მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა. რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.


