imedi /  25 ნოემბერი 2018, 15:52 / სანდო წყარო

გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ბუნაგების დადგმა სურთ

მიუსაფარი ძაღლები

გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ცხოველთა უფლებადამცველი და ვეტერინარი ბუნაგების გაკეთებას აპირებს. შესაბამისი სახლების დამზადების იდეის შესახებ ირმა მთიულიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე ის მოხალისეებს ეძებს. 

"ამ ეტაპზე ვეძებ მოხალისეებს, დურგლებს, ასევე ადამიანებს ვისაც აქვთ საშუალება დაგვეხმარონ ფინანსურად, ან მოგვაწოდონ მასალები სახლების გასაკეთებლად. გორის მუნიციპალიტეტის მერიაც შეგვპირდა დახმარებას. ერთ-ერთი მოქალაქე უკვე ამზადებს და რამდენიმე დღეში გადმოგვცემს 3 ცალ სახლს", - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

 

 

მიუსაფარი ძაღლებისთვის ბუნაგებს ქალაქის სხვადასხვა უბანში დადგამენ.

ყველა სიახლე

02 ოქტომბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

მაია ბითაძე

02 ოქტომბერი 2026, 20:21

კულტურა

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განხილული იყო როგორც ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული მიმართულებების, ასევე, ფონდსაცავების და საარქივო მასალების, ასევე, სამუზეუმო ფონდების სისტემური ციფრული ინვენტარიზაციის საკითხები.

02 ოქტომბერი 2026, 20:20

სამართალი

პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უწყება 2025 წლის 21 დეკემბერს პატიმრის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.

მარიამ ლაშხი

02 ოქტომბერი 2026, 20:18

საზოგადოება

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წარადგინეს

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თემატური დისკუსიის ფარგლებში, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წარადგინეს.

02 ოქტომბერი 2026, 19:47

საზოგადოება

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თემატური დისკუსია გაიმართა

თემატურ შეხვედრაზე მოხსენებები წაიკითხეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუმინეთის დეპუტატთა პალატის წევრმა იოან ვულპესკუმ, ევროპის პარლამენტის წევრმა კრისტიან ტერეშმა, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციის კომისიის პრეზიდენტმა, ეპისკოპოსმა მარიანო ჩროციატამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მრჩეველმა კოსტას მიგდალისმა.

02 ოქტომბერი 2026, 19:43

მსოფლიო

CNN: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან თანხები უკიდურესად მემარჯვენე პროექტების დასაფინანსებლად მიმართა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან თანხები უკიდურესად მემარჯვენე პროექტების დასაფინანსებლად მიმართა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

02 ოქტომბერი 2026, 19:33

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ტურნირ „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულია

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში 85,23 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 123,44 , ორი პროგრამის ჯამში კი 208,67 ქულა მოიპოვა და ტურნირ „თრიალეთის თასის“ გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

02 ოქტომბერი 2026, 19:13

ეკონომიკა

GITA სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ აცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ამჯერად სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან წარდგენილი პროექტებისთვის აცხადებს.

ჟერალდ დარმანინი

02 ოქტომბერი 2026, 18:54

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

ნინუცა ბუცხრიკიძე

02 ოქტომბერი 2026, 18:53

საზოგადოება

ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინუცა ბუცხრიკიძემ „დღის ქრონიკაში“ თბილისობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაზე ილაპარაკა.

02 ოქტომბერი 2026, 18:46

რეგიონი

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რაც საშუალებას იძლევა, რომ ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც

მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რაც საშუალებას იძლევა, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

კახაბერ ჩიტაური

02 ოქტომბერი 2026, 18:40

რეგიონი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური.

რატი იონათამიშვილი

02 ოქტომბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს არის მარტივი მათემატიკა, კვლევითი მეცნიერების ლოგიკა და შესაბამისად, უტყუარი ფაქტი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი მედიასთან ხსნის, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI-ის ე.წ. ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით.

ლორან ნუნიესი

02 ოქტომბერი 2026, 18:33

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: სრული მხარდაჭერა პოლიციელებსა და ჟანდარმებს, რომლებიც უაღრესად რთულ პირობებში ასრულებენ მოვალეობას - როდესაც ისინი ჩემი მითითებების შესაბამისად ძალას იყენებენ, მათ წინაშე არა მშვიდობიანი მომიტინგეები, არამედ ამბოხებულები დგანან

ბელფორში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციის პარალელურად, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულ პოლიციელს თავს დაესხნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სოციალურ ქსელ X-ში ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას „იშვიათი ძალადობისა“ და „აუტანელი“ უწოდა.

ალუდა ღუდუშაური

02 ოქტომბერი 2026, 18:23

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ვიზიტები, რომელთა საშუალებითაც პირველ პირებს რეალური ინფორმაცია მიეწოდებათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

02 ოქტომბერი 2026, 18:21

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

დონალდ ტრამპი

02 ოქტომბერი 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპი: ევროპა ახლახან დათანხმდა თავისი დიზელის საწვავის ჭარბი მარაგების დიდი ოდენობით გათავისუფლებას - პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ დიზელის საწვავის დიდი ოდენობის მარაგების ბაზარზე გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის თქმით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

02 ოქტომბერი 2026, 18:07

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

„თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში. ისინი აღმსარებლები არიან. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები, ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემა ბევრია“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ალუდა ღუდუშაური

02 ოქტომბერი 2026, 18:01

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური IRI-ის კვლევაზე: როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?!

როგორ შეიძლება 16% უჭერდეს მხარს იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ?! - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.

ალუდა ღუდუშაური

02 ოქტომბერი 2026, 17:54

პოლიტიკა

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული, თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, არ გვექნებოდა სახელმწიფო. სწორედ ამას არ პატიობენ ამ ოჯახს. ამიტომ არის, რომ გამალებით ესხმიან თავს და ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებენ მის მიმართ

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფოებრიობამ გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის და ავანგარდში მყოფი ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული, თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვილაპარაკებდით დღეს ამ მოცემულობაზე, რეიტინგებზე და ხელშესახებ პროგრესზე, არამედ ჩვენ დღეს არ გვექნებოდა სახელმწიფო, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.