imedi /  11 დეკემბერი 2018, 19:46 / სანდო წყარო

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში საცხოვრებლად ჩამოდის

ფლორიან ვან დერ ბელენი

ფლორიან ვან დერ ბელენი

ავსტრიის პრეზიდენტის შვილი ფლორიან ვან დერ ბე­ლე­ნი საქართველოში გადმოსვლასა და ცხოვრებაზე ფიქრობს. როგორც მან Sova News-ს უთხრა, საქართველოს შესახებ პირველად სამხრეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე ქართული დელეგაციისგან შეიტყო. მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად მოინახულებდა.

თბილისში ფლორიან ვან დერ ბელენი 2017 წელს საქმიანი ვიზიტის ფარგლებში იყო ჩამოსული და ერთი კვირით გაჩერდა ქვეყანაში. ამ პერიოდის განმავლობაში მან მოინახულა სვანეთი, რომელსაც ის მშობლიური ტიროლს ადარებს. 

"როდესაც ავსტრიაში დავბრუნდი, ვეღარ ვიძინებდი. რაღაც არ მაძლევდა მოსვენებას. დაახლოებით ასე ვიყავი - ადამიანის გაცნობიდან სამი დღის შემდეგ რომ შეიძლება იფიქრო, თითქოს შეყვარებული ხარ", - ამბობს ფლორიან ვან დერ ბელენი.

მას შემდეგ ავსტრიელი საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა, რათა უკეთ გაეცნო ქვეყანა. 2018 წლის მაისში მან საქართველოში საკუთარი კომპანია დააფუძნა და ახლა საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს ამ ქვეყანაში ჩამოსვლა და ცხოვრება. 

ყველა სიახლე

სანა მარინი

20 იანვარი 2022, 00:03

მსოფლიო

ფინეთის პრემიერი: ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს

ფინეთი უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს, თუმცა მზად არის, თავის ევროპელ მოკავშირეებსა და აშშ-ს მხარი დაუჭიროს და რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა.

პაატა იმნაძე

19 იანვარი 2022, 23:38

COVID19

პაატა იმნაძე: „ომიკრონს“ ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს

„ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

19 იანვარი 2022, 23:37

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 156 986 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 6 889 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 23:37

სამართალი

ირაკლი კობახიძე: ჩვენ 2 წელი მოვანდომეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია

ჩვენ 2 წელი მოვანდომეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პაატა იმნაძე

19 იანვარი 2022, 23:26

COVID19

პაატა იმნაძე: კვლევების მიხედვით, ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს

შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 23:22

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ ძალას იყენებდა - საქართველოში შეიჭრა, უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვაში თავისი ძალები დატოვა და ახლა უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვან ძალებს აგროვებს

სამწუხაროდ, უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსეთი თავისი მეზობლების მიმართ ძალას იყენებდა - საქართველოში შეიჭრა, უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვაში ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ თავისი ძალები დატოვა და ახლა უკრაინის საზღვართან მნიშვნელოვან ძალებს აგროვებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმიტომ გამოყვეს დავით ფაცაცია, რომ მე მასთან მაქვს ნათესაური კავშირი. სხვა ყველაფერი იყო სპეკულაციები. არც ერთი ფაქტი, არ ყოფილა, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გაეკეთებინა და სხვანაირად გააკეთა

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, არცერთი ფაქტი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ დავით ფაცაციამ რაიმე არასწორად გააკეთა და სწორედ აქედან ჩანს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” თვითმიზანია არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 23:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 5 ივლისის მოვლენებზე: ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ ელოდა

„5 ივლისი ძალიან მტკივნეული დღე იყო ჩვენთვის სხვადასხვა მიზეზის გამო და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა ადგილი უპრეცედენტო ძალადობას, რაც არ მომხდარა 30 წლის განმავლობაში. შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, ეს არის მთავარი საკითხი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფრის თავიდან ვერ აცილებას. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს ძალადობა სპონტანური იყო, რომელსაც არავინ ელოდა“.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თეორიულად რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, პარლამენტი აირჩევა იგივე სისტემით, 120/30-ზე, რაც არაფერში არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას

,,ჩვენ ვიცოდით, თავის დროზე, რომ რადიკალური ოპოზიცია აუცილებლად განავითარებდა იმ სცენარს, რომელიც შემდეგ განავითარა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ჩავდეთ ეს რეგულაციები კონსტიტუციაში. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ თუ წელს ჩატარდება, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, თეორიულად, ეს არჩევნები იქნება 120/30-ზე სისტემით ჩატარებული, რაც არ აწყობს, რადიკალურ ოპოზიციას და პარლამენტი, შესაბამისად, იქნება 2 წლიანი. შესაბამისად, ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ ცდუნებასაც კი, რომ ვიღაცამ რეალურად მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

19 იანვარი 2022, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებებზე: ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ

ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიაში საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

19 იანვარი 2022, 22:01

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 21:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი გახშირდა - ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ

„ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გაიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ - ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გარეთ გასვლა. მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე მას აქვს ჩადენილი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

19 იანვარი 2022, 21:46

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ემანუელ მაკრონი

19 იანვარი 2022, 21:44

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას კოლექტიური უსაფრთხოების წესრიგი - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება ევროპის სტრატეგიულ გადაიარაღებას მოითხოვს, კერძოდ რუსეთთან დიალოგში

ევროპამ საბოლოოდ უნდა შექმნას კოლექტიური უსაფრთხოების წესრიგი - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება ევროპის სტრატეგიულ გადაიარაღებას მოითხოვს, კერძოდ რუსეთთან დიალოგში, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ჰერმან საბო

19 იანვარი 2022, 21:36

პოლიტიკა

ჰერმან საბო: არ მგონია, რომ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას

„ზოგადად, გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ საქართველოში რომ ჩამოვიდოდა, მოსახლეობის ნახევარი ქუჩაში გავიდოდა და მისთვის ხელის ხლების უფლებას არავის მისცემდა. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნისას ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეიძლება, მარტივი იყოს. ციხე იმისთვის არის, რომ ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო და რაღაცის გამო დასაჯო, მაგრამ არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას, თუმცა ნამდვილად ვუჭერ მხარს, იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა არ მიეცეს“, – აღნიშნავს ჰერმან საბო.

ჰერმან საბო

19 იანვარი 2022, 21:14

პოლიტიკა

ჰერმან საბოს განცხადებით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობას ვერ ხედავს

პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის პიროვნულ სურვილზე დამოკიდებული არ არის - ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და დღესდღეობით ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განუცხადა. მისივე თქმით, თუკი ქუჩაში გავალთ, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე პასუხი ძალიან მარტი დასანახი იქნება.

19 იანვარი 2022, 21:08

მსოფლიო

ლეონიდ გოზმანი: ომი დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული, მოსკოვში ცხედრებს ჩამოასვენებენ - ამას კი მოსახლეობა ვერ აპატიებს პუტინს

„თუ ეს ესმით კრემლში, ომი არ იქნება - რუსეთის მოსახლეობაში ომის იდეა პოპულარული არ არის, საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისთვის კი რუსეთის მოსახლეობამ რამე უნდა მოიფიქროს“, - განაცხადა გოზმანმა.

არვიდას ანუსაუსკასი

19 იანვარი 2022, 21:00

მსოფლიო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის იმყოფებიან, ლიეტუვას უშუალო საფრთხეს უქმნიან

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის იმყოფებიან, ლიეტუვას უშუალო საფრთხეს უქმნიან, რამაც ვაშინგტონი შეიძლება აიძულოს რეგიონში მეტი ძალები განათავსოს.

დიმიტრი ორეშკინი

19 იანვარი 2022, 20:55

მსოფლიო

ექსპერტი: კრემლის მიზანია ყოველმხრივ დაასუსტოს უკრაინა

მე ექსპერტების იმ მცირე ნაწილს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან რომ ფართომასშტაბიანი ომი შეუძლებელია, - ამის შესახებ ექსპერტმა, დიმიტრი ორეშკინმა „ქრონიკას“ განუცხადა. ექსპერტის თქმით, კრემლის მიზანია ყოველმხრივ დაასუსტოს უკრაინა

ალექსეი მუხინი

19 იანვარი 2022, 20:49

მსოფლიო

ალექსეი მუხინი: თუ რომელიმე მხარეს შეექმნება ილუზია, რომ მოწინააღმდეგე სუსტია, ომი დაიწყება, რამაც შეიძლება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს

თუ რომელიმე მხარეს შეეექნება ილუზია, რომ მოწინააღმდეგე სუსტია, ომი დაიწყება, რამაც შეიძლება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს