imedi /  30 დეკემბერი 2018, 10:21 / სანდო წყარო

ლუკაშენკომ პუტინს საახალწლოდ 4 ტომარა კარტოფილი აჩუქა

კარტოფილი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უცნაური საახალწლო საჩუქარი გაუკეთა - სალა და ოთხი ტომარა კარტოფილი გაუგზავნა საკუთარი ეზოდან. თანამეგობრობის ქვეყნების სხვა ლიდერებს კი - ნაძვის ხის ბურთები.

როგორც ბელარუსის მეთაურის პრესმდივანი ნატალია ეისმონტი აცხადებს, ასეთი საჩუქარი პუტინმა ლუკაშენკოს თავად სთხოვა ხუმრობით, როცა ბელარუსმა კოლეგამ ჰკითხა, საახალწლოდ რა გაჩუქოო.

როგორც აღმოჩნდა, ამ საჩუქარში კარტოფილის რამდენიმე ელიტური ჯიშია წარდგენილი, რომელთაგან თითოეული კონკრეტული კერძისთვის არის განკუთვნილი.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

14 აგვისტო 2020, 13:10

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, სამედიცინო პერსონალის სოლიდური ნაწილი საცხოვრებელ პირობებში დაინფიცირდა

„არის შემთხვევები, როდესაც პერსონალი რამდენიმე ადგილზე მუშაობს. სამინისტრო ამ საკითხს სწავლობს, თუმცა სამედიცინო პერსონალის დეფიციტიდან გამომდინარე, ამ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა ყოველთვის ასე სწრაფად ვერ მოხერხდება, მაგრამ არის ალტერნატიული გზები, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ვამუშავებთ. ესაა ორკვირიანი მონაცვლეობა, მორიგეობა და პერსონალის ტესტირება. დღეს ტესტირება ყველაზე კარგი დაცვაა იმისთვის, რომ პერსონალი შემოწმებული და დაცული იყოს“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

14 აგვისტო 2020, 13:09

რეგიონი

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ორსულებში ტყვიის შემცველობაზე კვლევას დაიწყებს

ბავშვებში ტყვიის შემადგენლობის შემცირება, დღეს არსებულ მდგომარეობა და სახელწიფოს სტატეგია, - ამ საკითხებზე ბათუმში კონფერენცია ტარდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, აჭარის მთავრობის წევრები და გაეროს ბავშვთან ფონდის წარმომადგენლები ტყვიის წყაროებისა და გზების დადგენაზე, ასევე სწრაფ რეაგირებაზე მსჯელობენ.

14 აგვისტო 2020, 13:06

სამართალი

თბილისში, დიდუბეში მდებარე ერთ-ერთ საცხობში აფეთქება მოხდა

„აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია“ - აცხადებენ კომპანიაში.

14 აგვისტო 2020, 13:02

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს ათავისუფლებენ

გათავისუფლებულების ნაწილი წამებისა და გადავსებული საკნების შესახებ საუბრობს. ზოგიერთს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში 6700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციები ქვეყანაში არჩევენების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

14 აგვისტო 2020, 12:58

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ქანდის, ქვემო წეროვნის და წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის მოსახლეობას შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 12:55

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ცოცხალია და საზღვარგარეთ არ იმყოფება.

ჯასინდა არდერნი

14 აგვისტო 2020, 12:42

COVID19

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდება

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ ქალაქ ოკლენდში კორონავირუსის გამო დაწესებული მე-3 დონისა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დაწესებული მე-2 დონის შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდება.

14 აგვისტო 2020, 12:37

რეგიონი

მეთხილე ფერმერები წელს 50-დან 55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეო ნათსი“ იმყოფებოდა.

14 აგვისტო 2020, 12:30

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

14 აგვისტო 2020, 12:24

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

14 აგვისტო 2020, 12:17

COVID19

პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა.

14 აგვისტო 2020, 12:05

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.

გიტანას ნაუსედა

14 აგვისტო 2020, 12:01

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: არ ვფიქრობ, რომ კვლავ შეგვიძლია ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ვუწოდოთ

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:59

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 5 დაბა სტეფანწმინდიდანაა, 4 კი სოფელ გარბანს უკავშირდება, სადაც ორი დღის წინ სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩაატარეს და გამოსაკვლევად 300-ზე მეტი ნიმუში გადააგზავნეს.

ეკატერინე დგებუაძე

14 აგვისტო 2020, 11:56

საზოგადოება

სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა სადეზინფექციო საშუალებებით აღიჭურვება

განათლების სამინისტრო, სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:56

საზოგადოება

უმაღლესი სასწავლებლებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

უმაღლესი განათლების მიმართულებით ცალკე რეკომენდაციები მუშავდება - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:53

საზოგადოება

სექტემბრიდან სკოლებში სახელოვნებო წრეებიც გაიხსნება

„შემუშავებულ რეგულაციებში სახელოვნებო წრეებიც წერია - თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეებიც და ის ადამიანებიც, რომელნიც ამ პროცესს უწევენ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ჩვეულებრივი; იქნება სპორტული გაკვეთილებიც, სახელოვნებოც“.

თამარ გაბუნია

14 აგვისტო 2020, 11:51

საზოგადოება

თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას დროებით იზოლირებულ ოთახში მოათავსებენ

თუ სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და თუ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ მაინც შეიცვლება, აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სკოლაში არ გაუშვან.

მესტიის მუნიციპალიტეტი

14 აგვისტო 2020, 11:50

COVID19

სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ლენჯერის თემში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მესამე დღეა სოფელი ჩაკეტილია და იქ დაწესებული რეგულაციები მოქმედებს. აკრძალულია შიდაგადადგილებაც კი. დღეისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში ეს სოფელი ერთ-ერთი პრობლემურია. კორონავირუსზე ტესტირება ლენჯერში ყველა მოქალაქემ გაიარა.

ანდრეი ბაბიში

14 აგვისტო 2020, 11:41

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.