imedi /  27 იანვარი 2019, 19:53 / სანდო წყარო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს საუბრის მანერით გამოაჯავრა. ვიდეო

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩი

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ტურნირის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მას ერთ-ერთი ჟურნალისტი შეკითხვას უსვამდა.

ჟურნალისტის ხმის ტემბრმა და შეკითხვის დასმის მანერამ სპორტსმენი ძალიან გაახალისა და ჟურნალისტს გაეხუმრა - ჯოკოვიჩმა რეპორტიორს მისივე საუბრის მანერით უპასუხა. ვიდეო Facebook-ზე ATP Tour-მა ატვირთა.

 

 

 

ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ის გამარჯვებული მეშვიდედ გახდა და ამით ახალი რეკორდი დაამყარა.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2019, 14:39

საქართველო

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები NDI-ს კვლევას

„ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს არ ენდობა. ისინი უნდობლობას უცხადებენ იმ ციფრებს, რომლებიც დღეს NDI -მ გაასაჯაროვა. ოპოზიციისთვის NDI-ს შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენს. კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

პარლამენტის პლენარული სხდომა

17 სექტემბერი 2019, 14:33

საქართველო

პლენარული სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით და ხმაურით გაიხსნა

დაპირისპირების მიზეზი გახდა მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ შოთა ხაბარელის კითხვა, არის თუ არა სპორტსმენების წარმატება მთავრობის ხელშეწყობის დამსახურება. დაპირისპირება კვლავ პოლიტიკური ბრალდებებით გაგრძელდა. ბოკერიამ მდინარაძეს უღირსი, მდინარაძემ კი მას ნაგავი უწოდა.

ბრედ პიტი

17 სექტემბერი 2019, 14:05

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა ასტრონავტთან ინტერვიუ ჩაწერა

ბრედ პიტმა ამპლუა შეიცვალა. მაყურებელს ის ამჯერად ჟურნალისტის როლში მოევლინა. ვიდეო NASA-ს ოფიცოალურ გვერდზე გავრცელდა. მსახიობმა ინტერვიუ ასტრონავტ ნიკ ჰეიგთან ჩაწერა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ მისიაში იმყოფება.ინტერვიუ ფანტასტიკური ჟანრის ტრილერის, „ვარსკვლავებისკენ“ სარეკლამო ფარგლებში შედგა.

კეიტ მიდლტონი მეგან მარკლი

17 სექტემბერი 2019, 13:47

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა გადაწყვიტა ქეით მიდლტონს მიჰბაძოს

ამის შესახებ სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Mirror-ი წერს. გამოცემის წყაროს მტკიცებით, მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით მეგან მარკლი ხშირად სთხოვს რჩევას კეიტს, ვინაიდან თვლის რომ ის „ყოველთვის მოხდენილი და ელეგანტურია“.

ელიზაბედ რუდი

17 სექტემბერი 2019, 13:35

საქართველო

ელიზაბეთ რუდი „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა. ელიზაბედ რუდმა უარი განაცხადა საელჩოსთან გაკეთებული განცხადებების და მოწოდებების შეფასებაზე და აქცენტი გამოხატვის თავისუფლებაზე გააკეთა.

მერსედეს ვერა მარტინი გიორგი გახარია

17 სექტემბერი 2019, 13:18

ეკონომიკა

სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის დინამიკას პოზიტიურად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს.

ავღანეთი პოლიცია

17 სექტემბერი 2019, 13:04

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა ავღანეთში აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Tolo News-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ჩარიკარიში, პრეზიდენტ აშრაფ ღანის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. პრეზიდენტი არ დაშავდა. გავრელებული ცნობით, ბომბი თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა.

ტოჩინოშინი

17 სექტემბერი 2019, 13:02

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-10 დღეს გაიმარჯვა. ვიდეო

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მეათე დღეს მეხუთე ბრძოლა მოიგო. ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. სპორტსმენი ზედიზედ მეორედ იმარჯვებს. ქართველ ოძეკს ბალანსი 5:5-ზე გაუხდა და კიდევ 3 გამარჯვება სჭირდება დადებითი შედეგის დაფიქსირებამდე.

მიხალ შულცი

17 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

პრაღაში 30 წლის კაცმა თავი საბჭოთა მარშალის ძეგლზე ჯაჭვით მიიბა

ჩეხეთის 30 წლის მკვიდრმა მიხალ შულცმა თავი პრაღაში საბჭოთა მარშალი ივან კონევის ძეგლზე ჯაჭვით მიიბა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ამ ქმედებით შულცი მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ძეგლის გადატანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

გია ვოლსკი

17 სექტემბერი 2019, 12:32

საქართველო

ვოლსკი შეწყალებებზე: არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, რომ შეწყალების საკითხი დარეგულირდეს, ვინაიდან არ შეიძლება, რომ ამ მიმართულებით ადამიანმა, პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს.

გიგანტური სალამანდრა

17 სექტემბერი 2019, 12:30

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ამფიბიების სახეობა აღმოაჩინეს

ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმში გამოფენილი გიგანტური სალამანდრის ნეშტი ახალ სახეობას მიეკუთვნება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ამფიბიებს წარმოადგენს. ამის შესახებ CNN-ი წერს. ბოლო კვლევაში ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სალამანდრების 1 კი არა, 3 სახეობა არსებობს.

მულტიმედიის მუზეუმი

17 სექტემბერი 2019, 12:17

კულტურა

თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

სასტუმრო „სტამბაში“ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა. პრეზენტაცია თბილისის მე-10 საიუბილეო ფოტოფესტივალის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. მუზეუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული პროექტის მიხედვით შეიქმნა.

ნატო ევროკავშირი

17 სექტემბერი 2019, 11:50

საქართველო

NDI: რესპონდენტთა 78% საქართველოს ევროკავშირში, ხოლო 71% ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა78% საქართველოს ევროკავშირში, ხოლო 71% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას რესპონდენტთა 14%-მა უარყოფითად უპასუხა.

გრეტა ტუნბერგი

17 სექტემბერი 2019, 11:44

მსოფლიო

გრეტა ტუნბერგმა Amnesty International-ის ჯილდო მიიღო

შვედმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა და მისმა მოძრაობამ „Fridays For Future“ ორგანიზაცია Amnesty International-ის „სინდისის ელჩის“ წოდება მიიღეს. დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, 16 წლის ტუნბერგმა განაცხადა, რომ ჯილდოს ყველა იმ უშიშარი მოზარდის სახელით იღებს, ვინც საკუთარი მომავლისთვის იბრძვის.

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი

17 სექტემბერი 2019, 11:35

საქართველო

NDI: საპენსიო პროგრამის მონაწილეთა 57%-ს არ სჯერა, რომ დაგროვილი თანხით ისარგებლებს

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, საპენსიო პროგრამაში ჩართულთა 57%-ს არ სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს. კითხვაზე დადებითი პასუხი მხოლოდ რესპონდენტთა 30%-მა გასცა.

დემნა გვასალია

17 სექტემბერი 2019, 11:31

ტაბლოიდი

როგორ გამოიყურებოდა მეოთხეკლასელი დემნა გვასალია. ფოტო

დემნა გვასალია სოხუმში 1981 წელს დაიბადა და ქვეყანაში 17 წელი გაატარა. ამის შემდეგ სასწავლებლად ანტვერპენში წავიდა და ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. აქედან იწყება დიზაინერის წარმატება, რომელიც დღეს უკვე „ბალენსიაგას“ მთავარი დიზაინერი და Vetements-ის დამაარსებელია, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა.

მედიკამენტები

17 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

NDI: რესპონდენტთა უმრავლესობა ჯანდაცვის მთავარ პრობლემად წამლების ფასს ასახელებს

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია.

ანაკლიის პორტი

17 სექტემბერი 2019, 11:11

ეკონომიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ხელისუფლებას ორი ახალი ინვესტორი წარუდგინა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ხელისუფლებას ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინა. ამის შესახებ კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კონსორციუმში იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ინვესტორებს პროექტში ჩართვას ოფიციალური წერილით დაუდასტურებს და სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

NDI-ის კვლევები

17 სექტემბერი 2019, 11:11

საქართველო

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის შემოსავალი და დანახარჯი თვეში 301-500 ლარია

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გასულ თვეში გამოკითხულთა უმრავლესობის შინამეურნეობის შემოსავალმა და დანახარჯმა 301-500 ლარი შეადგინა. კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2131 პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე ჩატარდა.

ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები

17 სექტემბერი 2019, 10:56

სპორტი

ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 9 მედალი აიღეს - 6 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლები.